პრემიერ ლიგის მე-6 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ლესტერ სიტი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 6-ე ტური
თარიღი: შაბათი, 24 სექტემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის დასაწყისი: 15:30, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ჯონსი, მარსიალი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მხითარიანი, შოუ
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Darmian, Bailly, Blind, Fosu-Mensah, Rojo, Smalling, Shaw, Carrick, Fellaini, Herrera, Mata, Depay, Pogba, Schneiderlin, Young, Mkhitaryan, Lingard, Rooney, Ibrahimovic, Martial, Rashford.
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ენტონი მარსიალი "ლესტერთან" მატჩში ვერ ითამაშებს. ფრანგმა "უოტფორდის" ფეხბურთელთან შეჯახებისას თავის ტრავმა აირიდა, მაგრამ კოჭთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ლუკ შოუ და ჰენრიხ მხითარიანი გუნდის შემადგენლობას დიდი ალბათობით დაუბრუნდებიან.
"ლესტერ სიტი"
ტრავმირებულები: ჯეიმსი, მენდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: შმეიხელი
განაცხადი: Schmeichel, Zieler, Simpson, Schlupp, Morgan, Huth, Hernandez, Chilwell, Fuchs, Drinkwater, Amartey, King, Kapustka, Albrighton, Mahrez, Gray, Musa, Ulloa, Vardy, Okazaki, Slimani.
"მელიების" რიგებიდან თამაშს მარცინ ვასილევსკი გამოტოვებს. რომელიც "ჩელსითან" ლიგის თასის მატჩში მოედნიდან გააძევეს. საეჭვოა მატჩში მეკარე კასპერ შმეიხელის მონაწილეობა, რომელმაც ტვინის შერყევას თავი აარიდა, მაგრამ კუნთოვანი დაზიანება აქვს.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-7 ადგილი, 9 ქულა
ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-მ-წ-წ
ჟოზე მოურინიომ შესაძლოა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადოს პრემიერ ლიგაში, რაც მის 16-წლიან კარიერაში მეორე შემთხვევა იქნება. პირველად ეს გასულ სეზონში მოხდა, როცა "ჩელსის" წვრთნიდა და 2015 წლის ოქტომბრიდან ნოემბრის თვის პერიოდში სამჯერ დამარცხდა.
პორტუგალიელმა პრემიერ ლიგაში ჩატარებული თავისი ბოლო 23 მატჩიდან 12 წააგო. წინა 12 წაგება 110-მატჩიან პერიოდში მოხდა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" 1986/87 წლების მერე არ წაუგია ჩემპიონატის პირველი სამი საშინაო მატჩიდან ორი.
"ლესტერ სიტი"
მე-11 ადგილი, 7 ქულა
ბოლო ხუთი შეხვედრა: წ-ფ-მ-წ-მ
"მელიები" პრემიერ ლიგის ბოლო 4 გასვლით მატჩში ვერ ახერხებენ გამარჯვებას. დამარცხების შემთხვევაში გუნდი 2014 წლის შემდეგ პირველად წააგებს ზედიზედ სამ გასვლით მატჩს.
თუ "ლესტერი" დამარცხდება, მიმდინარე სეზონში მესამე მატჩს დათმობს - ზუსტად ამდენივე რაოდენობის მატჩი წააგეს გასულ სეზონში მთლიანად.
კლაუდიო რანიერი ჟოზე მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში დაუმარცხებელია - 2 მოგება, 2 ფრე.
"ლესტერმა" პრემიერ ლიგის ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა გოლის გატანა.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 5 (4 ლიგაში) გოლი
უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 3 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონატის ბოლო 6 საშინაო შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა (4 პსჟ-ს რიგებში, 2 - "იუნაიტედის").
"წითლების" ფეხბურთელებმა პრემიერ ლიგაში ჯამში 526.6 კმ გაირბინეს, რაც ჩემპიონატში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
"უოტფორდთან" მატჩში "იუნაიტედის" მოთამაშეებმა ჯამში 98.9 კმ. ირბინეს, რაც 2013/14 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
"ლესტერ სიტი"
წამყვანი ბომბარდირი: მარეზი, ვარდი - 3-3 გოლი.
ისლამ სლიმანიმ 2016 წელს ჩატარებულ 23 მატჩში 22 გოლი გაიტანა (20 "სპორტინგის" რიგებში და 2 "ლესტერის"), მათ შორის 9 გოლი თავით გაიტანა (7 "სპორტინგის" რიგებში, ხოლო 2 "ლესტერის").
ჯეიმი ვარდიმ ყველა ტურნირის მასშტაბით "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში სამი გოლი გაიტანა.
თუ მოედანზე დენი სიმპსონი, დენი დრინქუოტერი ან რონ-რობერტ ცილერი გავლენ, ითამაშებენ წინააღმდეგ გუნდისა, რომელშიც კარიერა დაიწყეს.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 122-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 61 შეხვედრაში იზეიმა, "ლესტერმა" 33-ში, ხოლო 28 მატჩი ფრედ დასრულდა.
"ლესტერი" და "იუნაიტედი" უკვე შეხვდნენ ერთმანეთს მიმდინარე სეზონში. 2016 წლის 7 აგვისტოს ინგლისის სუპერთასის მატჩი "წითლების" გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 საშინაო შეხვედრაში არ დამარცხებულა (5 მოგება, 2 ფრე) და ამ მატჩებში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა.
"მელიებმა" "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხეს 3 ქულის აღება - 1998 წლის იანვარში სტუმრებს გამარჯვება ტონი კოტიმ მოუტანა.
"იუნაიტედის" წინააღმდეგ გასვლაზე მოპოვებული 6 გამარჯვებიდან სამი "ლესტერმა" მეორე მსოფლიო ომამდე მოიპოვა.
ბოლო 16 მატჩში "ლესტერის" მიერ მოგებული ერთადერთი შეხვედრა 2014 წლის სექტემბრით თარიღდება, როცა "მელიებმა" სახლში 5-3 იმარჯვეს.
"წითელმა ეშმაკებმა" "ლესტერის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 14-ვე შეხვედრაში გაიტანეს გოლი, ჯამში კი ეს ნიშნული 33 გოლს აღწევს.
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "იუნაიტედი" - 56 მოგება, "ლესტერი" - 32 მოგება, ფრე - 28.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 12 მოგება, "ლესტერი" - 2 მოგება, ფრე - 6.
"იუნაიტედის" სტადიონზელიგა: "იუნაიტედი" - 38 მოგება, "ლესტერი" - 6 მოგება, ფრე - 14.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 6 მოგება, "ლესტერი" - 1 მოგება, ფრე - 3.
გასული წლის ანალოგიური შეხვედრა
"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-1
"ლესტერ სიტი"თარიღი: 2016 წელი, 1 მაისი
არბიტრი: მაიკლ ოლივერი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მარსიალი 8'
გოლი "ლესტერის" რიგებში: მორგანი 17'
გაძევება: დრინქუოტერი 86'
გუნდების სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
მსაჯთა ბრიგადა:
მთავარმა მსაჯმა მაიკ დინმა მიმდინარე სეზონში 4 მატჩი განსაჯა და ფეხბურთელებს 21 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.
გვერდითი მსაჯები: საიმონ ლონგი, იან ჰასინი
სათადარიგო არბიტრი: ლი მეისონი