თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2016, 20:40
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3689,
კომენტარები: 23
"ჩვენ არ ვართ რუნი,ჩვენ ვართ "იუნაიტედი"
ჟოზემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
ჟოზემ "ლესტერთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ჩვენ არ ვართ მხოლოდ რუნი, ჩვენ გუნდი ვართ

"რუნის ფორმა "იუანაიტედის" ახლანდელ ფორმას ჰგავს. ჩვენ არ ვართ რუნი, ჩვენ ვართ გუნდი,
ჩვენ ყველამ კარგად დავიწყეთ. ჩვენ ყველამ ერთად მოვიგეთ 4 მატჩი და ყველამ ერთად წავაგეთ 3 მატჩი. ჩვენი მთავარი მიზანია შესაძლებლობა მივცეთ ყველა ფეხბურთელს რაც შეიძლება მეტი მატჩი ითამაშონ"

ბოსი საკუთარ ფეხბურთელებს იცავს

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამ გააღიზიანა ჟოზე ამ კვირაში ყველაზე მეტად მან უპასუხა: "არა, მე არ ვარ გაბრაზებული. მე იღბლიანი ადამიანი ვარ რომ მარტივად არ ვბრაზდები. ერთადერთი რაც მაღიზიანებს ის კრიტიკაა, რასაც ჩემი ფეხბურთელების მიმართ ვისმენ. მე ისინი უნდა დავიცვა. მე მიყვარს მათი დაცვა, მაგრამ მაშინ როცა თქვენ ხართ საქმეში (ჟურნალისტები) ეს საკმაოდ რთულია."

"აინშტაინებს ფული სჭირდებათ რომ იცხოვრონ, ისინი ვერ წვრთნიან, ვერ თამაშობენ, სათადარიგოზეც კი არ არიან. მათ შეუძლიათ წერა, ლაპარაკი და სხვისი საქმიანობის გაკრიტიკება. მე ქველმოქმედი ადამიანი ვარ, მიყვარს ქველმოქმედება, ამიტომ რატომ უნდა გავანაწყენო აინშტაინები ? მე მათი არსებობა მსიამოვნებს."

საჩემპიონო ამბიციები

"პირველივე დღიდან გეუბნებოდით რომ ჩემპიონობა ჩემი მოტივაციაა, მე ამით ვცხოვრობ. არ მესმის იყო ასეთი დონის გუნდში და გულშემატკივრებს სხვა მესიჯები გაუგზავნო. ეს რთულად შესასრულებელი ამოცანაა, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს ეს შეუძლიათ."

"ლესტერის" შექება

"მათ მოიგეს ჩემპიონატი, რადგან ისინი ძალიან კარგები იყვნენ და ისინი კარგები არიან დღესაც. ვფიქრობ მათი თამაში ადვილად პროგნოზირებადია. ეს არის დაცვაზე ორიენტირებული გუნდი, რომელსაც უყვარს კონტრშეტევები. ეს არის მათი თამაში და ამის გამოცნობა ადვილია, მაგრამ მისი შეჩერება ძალიან რთული."

ყველაზე ცუდი მენეჯერი ისტორიაში

ჟოზემ ჟურნალისტების შეკითხვაზე დაიცავდა თუ არა "ლესტერი" ჩემპიონობას ირონიულად უპასუხა: "პრემიერ ლიგის ისტორიაში ეს ბევრ გუნდს არ გაუკეთებია. ერთხელ ეს "იუნაიტედმა" შეძლო, მეორედ კი ვიღაც გუნდმა, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი ჰყავდა."

და ბოლოს, ბოსმა განაცხადა რომ ხვალინდელ მატჩში ენტონი მარსიალი მონაწილეობას არ მიიღებს, გაცდენის მიზეზი კი მისი ტრავმაა, რომელიც ფრანგმა წინა მატჩში მიიღო.

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
23 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2016 20:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარსიალის არ ყოფნა ცუდია, მარა მეორე მხრივ რეშფორდი იქნება ალბათ სასტარტოში რაც სასიხარულოა
1
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 სექტემბერი 2016 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს ვან გაალზე უარესია როცა საქმე ჟურბალისტებს ეხება wink

ხვალე აუცილებებლად უნდა მოვიგოთ, თორე ძაან ჩამოვრჩებით სიტის და მერე უფრო ძნელი იქნება დაწევა.
2
№3
ავტორი: Dato Sirabidze
23 სექტემბერი 2016 20:57
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ჟოზემ ჟურნალისტების შეკითხვაზე დაიცავდა თუ არა "ლესტერი" ჩემპიონობას ირონიულად უპასუხა: "პრემიერ ლიგის ისტორიაში ეს ბევრ გუნდს არ გაუკეთებია. ერთხელ ეს "იუნაიტედმა" შეძლო, მეორედ კი ვიღაც გუნდმა, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი ჰყავდა."


გაასწორა wink
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№4
ავტორი: - MEMPHIS
23 სექტემბერი 2016 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
როგორ არ მინდა ამის თქმა მაგრამ მართალია
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ SCORE IN FRONT OF 75.000 FANS
№5
ავტორი: dachi_mu
23 სექტემბერი 2016 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mesmis im xalxis vinc "ainshtainebshu" tavisi tavi amoicno :) tqvenc unda iyot aba ra
0
№6
ავტორი: gilmour
23 სექტემბერი 2016 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ყველა ზარმაცი ჩვენთან თამაშობს და რა ქნას ამ კაცმა:) ამათ ხელში უკვე მოიესი და ვან გაალიც მეცოდებიან. რას ულოცავდა ეგეთს ფერგი კაცმა არ იცის, ცხენებივით არბენინებდა 90 წუთი.
0
№7
ავტორი: kobinio
23 სექტემბერი 2016 21:39
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: dachi_mu
mesmis im xalxis vinc "ainshtainebshu" tavisi tavi amoicno :) tqvenc unda iyot aba ra

Ramdeni gaitruna :)
3
№8
ავტორი: Ashley Young
23 სექტემბერი 2016 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ტრიპაჩი ხარ ჟოზე!!! მანჩესტერის მწვრთნელი ასეთი არ უნდა იყოს!!! ეხ, ფერგი:-(
2
№9
ავტორი: de gea1
23 სექტემბერი 2016 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ჯოზეა ტრპაჩი ხო ? არ დაიკარგოთ სეზონის ბოლოს რაა შემი ტხოვნააა
2
№10
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2016 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Magari kaciii❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top