თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2016, 12:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1813,
კომენტარები: 10
რანიერი: "მოურინიოსთან უთანხმოება წარსულს ჩაბარდა"
კლაუდიო რანიერი "იუნაიტედის" მწვრთნელთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.
რანიერი:
"ლექსტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი აცხადებს, რომ მოურინიოსა და მისი უთანხმოება წარსულს ჩაბარდა და პორტუგალიელთან ერთად ღვინის დალევისთვისაც მზად არის.

როცა 2004 წელს მოურინიომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რანიერი ჩაანაცვლა, მას უიღბლო უწოდა და დააბრალა, რომ ტიტულის მოგება სულაც არ სურდა. მოგვიანებით კი ჟოზე "ინტერში" მუშაობისას აკრიტიკებდა იტალიელ კოლეგას.

"ოლდ ტრაფორდზე" შაბათს გასამართი მატჩის წინ რანიერი გვარწმუნებს, რომ მოურინიოსა და მის ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა და მატჩის შემდგომ ღვინოს სიამოვნებით დალევდა.

"დიახ, უთანხმოება გვქონდა, მაგრამ ეს პრეისტორიულ ხანაში იყო. დიდებული, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

Soccer Aid-ს მიერ ამ ზაფხულს ჩატარებული საქველმოქმედო მატჩი გახსოვთ? დანარჩენი მსოფლიოს ნაკრების მწვრთნელი მე ვიყავი და ჟოზეს ინგლისის ნაკრებს ვხვდებოდი.

ჩვენი უთანხმოება წარსულს ჩაბარდა, ახლა ყველაფერი რიგზეა. ყველა მწვრთნელს თავზესაყრელი საქმე აქვს. ურთიერთობა დალაგდა, ჟოზე კარგი მწვრთნელი და დიდებული ადამიანია.

იქნებ კარგი წითელი ღვინის დალევაც შემომთავაზოს. წითელი ღვინო მიყვარს და თუ შემომთავაზებს, დავთანხმდები",
- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: tyeshela1
23 სექტემბერი 2016 12:28
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ძან მევასება რანიერი. რაც მაგან გააკეთა ეგეთი რაღაც არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია. იქნებ ინგლისის ნაკრები ჩააბარონ
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2016 12:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გავიდეს მოედანზე და მოიგოს, პირადი დაპირისპირებები ჩვენთვის დიდათ საინტერესო არაა, მთავარია გუნდი რას იზამს და მემგონი მოურინიოსაც ეს ანაღვლებს
1
№3
ავტორი: GeorgeBest
23 სექტემბერი 2016 13:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იქნებ კარგი წითელი ღვინის დალევაც შემომთავაზოს. წითელი ღვინო მიყვარს და თუ შემომთავაზებს, დავთანხმდები
ღვინოები და ამბები ბაბუს ევასება მარტო wink
0
№4
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2016 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Es teslaki unda gavxiot xval
1
№5
ავტორი: POGBA END MEMPIS
23 სექტემბერი 2016 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
Gvinos daleva moustvis Ara kargi memgoni citistanac magito wavaget albat teslma gvardiolam datro DA magito AMA's kide dedas moukitxavt xvale 15 :30 wutze
0
№6
ავტორი: K1llsw1tch
23 სექტემბერი 2016 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ციტატა: გიორგი
იქნებ კარგი წითელი ღვინის დალევაც შემომთავაზოს. წითელი ღვინო მიყვარს და თუ შემომთავაზებს, დავთანხმდები
ღვინოები და ამბები ბაბუს ევასება მარტო wink

Mousac magrad evaseba da fergie werda rom ertxel moum ragac ishviati portugaliuri gvino achuqa da magar gasworebulshi iyo babu :D
0
№7
ავტორი: kobinio
23 სექტემბერი 2016 18:45
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Amas araushav da ai vengeri ki beberi teslakia :)
1
№8
ავტორი: gela-manutd
23 სექტემბერი 2016 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ხვალ გამოცდება ვინ რა ხართ
0
№9
ავტორი: - MEMPHIS
23 სექტემბერი 2016 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
ძაან მევასება კლაუდიო,მარა ხვალ დამარცხდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ SCORE IN FRONT OF 75.000 FANS
№10
ავტორი: stepno
24 სექტემბერი 2016 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
:-))) witeli gvino kaia namdvilad :-D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top