თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2016, 12:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1924,
კომენტარები: 9
პარლორი: "რუნის დრო ამოიწურა"
ექსპერტი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედში" რუნის ადგილი აღარ არის.
პარლორი:
Sky Sports-ის ექსპერტი რეი პარლორი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში უეინ რუნი აღარ უნდა გაამწესოს.

30 წლის რუნიმ მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკების" საწყისი ხუთივე შეხვედრა პირველივე წუთებიდან ითამაშა, თუმცა მხოლოდ კრიტიკა დაიმსახურა. გამონაკლისი შემთხვევა არც ლიგის თასის მატჩი იყო, სადაც კაპიტანი "ნორთჰემპტონის" წინააღმდეგ არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

პარლორს მიაჩნია, რომ ამჟამად რუნი გუნდისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს და მოურინიომ იგი უნდა შეცვალოს.

"ვფიქრობ, რუნი ამჟამად დიდ პრობლემას წარმოადგენს. რას მოიმოქმედებს მოურინიო? კვლავ გამოიყენებს?

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დრო მოვიდა სასტარტო შემადგენლობიდან რუნის ამოგდებისა - უბრალოდ იმისათვის, რომ ხელახლა დაიმუხტოს და ყურადღების ცენტრს განერიდოს, რადგანაც ახლა ის უმძიმესი კრიტიკის ქვეშ ექცევა.

ვფიქრობ, სასტარტოში მაიკლ კერიკი ან მორგან შნეიდერლინი უნდა გამოჩნდნენ, რომლებმაც პარტნიორობა მარუან ფელაინის უნდა გაუწიონ. 10 ნომერის პოზიციაზე პოლ პოგბა ითამაშებდა. ერთ ფლანგზე რეშფორდი, უთუოდ იბრაჰიმოვიჩი და მარჯვენა მხარეს ვაკანტური ადგილი უჩნდებათ.

ახლა მხოლოდ სწორი ბალანსის პოვნაა საჭირო, რასაც მოურინიო ბოლო რამდენიმე მატჩში ვერ ახერხებდა",
- განაცხადა პარლორმა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 სექტემბერი 2016 12:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თითქოს დრო მოვიდა სასტარტო შემადგენლობიდან რუნის ამოგდებისა - უბრალოდ იმისათვის, რომ ხელახლა დაიმუხტოს და ყურადღების ცენტრს განერიდოს, რადგანაც ახლა ის უმძიმესი კრიტიკის ქვეშ ექცევა


good2
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2016 12:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოუხდება რამდენიმე მატჩი სათადარიგოზე. იმის მტკიცება რო რუნი მანჩესტერის თილისმაა და ასე შემდეგ აფსურდია ჩემი აზრით, ფაქტია მარტო სახელიღა დადის მოედანზე, რო ამოვარდება სასტარტოდან მერე მოვა ცოტა აზრზე, აქ სიბერე არაფერ შუაშია, მონდომება არ ეტყობა საერთოდ და თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობს, გასაგებია ასაკში შედის და სისწრაფეს კარგადვს მარა ეს ვერ გადაფარავს მის საშინელ თამაშს ამ სეზონში
2
№3
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2016 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magisken midis saqme ((((
1
№4
ავტორი: POGBA END MEMPIS
23 სექტემბერი 2016 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
Rodesac xar manches...kapitani gundshi unda iyo lideri lideri tu Ara kargi fexburteli runi ki agarcetia memgoni droa misi shemcvleli ki hereiraa amashi albat metanxmebit
0
№5
ავტორი: K1llsw1tch
23 სექტემბერი 2016 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
Samwuxarod martalia.Gunds anelebs dzalian wazzas tamashi.Magram chemi azrit es zedmeti tavdajerebulobis bralia, cota xani dasvas moum skamze da egreve atamashdeba.Aseri ragaceebi wazzas fergies drosac axasiatebda da maxsovs rogor tovebda xolme skamze shigadashig da es yvela sezonshi xdeboda.
0
№6
ავტორი: gela-manutd
23 სექტემბერი 2016 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
არაა ცუდი იდეა
0
№7
ავტორი: - MEMPHIS
23 სექტემბერი 2016 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
რაღაცით მართალიც არის სამწუხაროდ cry2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ SCORE IN FRONT OF 75.000 FANS
№8
ავტორი: levionok
23 სექტემბერი 2016 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: SANDROGRIGA
მოუხდება რამდენიმე მატჩი სათადარიგოზე. იმის მტკიცება რო რუნი მანჩესტერის თილისმაა და ასე შემდეგ აფსურდია ჩემი აზრით, ფაქტია მარტო სახელიღა დადის მოედანზე, რო ამოვარდება სასტარტოდან მერე მოვა ცოტა აზრზე, აქ სიბერე არაფერ შუაშია, მონდომება არ ეტყობა საერთოდ და თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობს, გასაგებია ასაკში შედის და სისწრაფეს კარგადვს მარა ეს ვერ გადაფარავს მის საშინელ თამაშს ამ სეზონში

იბრა 35 იაა მაგრამ კლასი რას შვება უნდა დაისვენოს და მოენატროს თამაში აუცილებლად
0
№9
ავტორი: stepno
24 სექტემბერი 2016 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Tyuils ambobso ra namusit vtqva :-(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top