საფეხბურთო ლიგამ უარი განაცხადა თავის რიგებში პრემიერ ლიგის კლუბების სარეზერვო და ინგლისის ფარგლებს გარეთ მყოფი გუნდების შეყვანაზე.
საფეხბურთო ლიგა ჩემპიონშიპის, პირველი ლიგის და მეორე ლიგისგან შედგება, საერთო ჯამში კი 72 გუნდს მოიცავს. ამასთან, უკვე დიდი ხანია განიხილება ამ ჩემპიონატის სისტემის რეფორმირების საკითხი.
მაგალითად, ადრე იყო შეთავაზება იმის თაობაზე, რომ საფეხბურთო ლიგაში პრემიერ ლიგის გუნდების რეზერვებიც შეეყვანათ, თუმცა უმაღლეს ლიგაში გადასვლის პერსპექტივის შეზღუდვით. ასევე ვრცელდებოდა ჭორები, რომ ამავე ლიგაში შეიძლებოდა ცნობილი შოტლანდიური კლუბების, "სელტიკისა" და "რეინჯერსის" შეყვანაც.
ხუთშაბათს გაიმართა შეხვედრა, რომელსაც 72-ვე კლუბის მფლობელები დაესწრნენ და ამ შეკრებისას გადაწყდა, რომ ორივე ინიციატივა უარყოფილი იქნება.
მიუხედავად ამისა, მომავალში საფეხბურთო ლიგა მაინც განიცდის ცვლილებას და 4 დივიზიონისგან შედგება, რომელთაგან თითოეულში 20 გუნდი ითამაშებს.
ამგვარად, საფეხბურთო ლიგას რვა გუნდი დაემატება, მაგრამ მათ შორის არ იქნებიან პრემიერ ლიგის გუნდების რეზერვები ან არაინგლისური კლუბები.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.