"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა ფეხბურთელმა მაიკლ კერიკმა განაცხადა, რომ თავისი სტილის ერთგული დარჩება და მოურინიო მის შესაძლებლობებს დააფასებს.
ოთხშაბათს გამართულ ლიგის თასის მატჩში კერიკმა შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა და თავისი დიდხნიანი "მშრალი" სერია დაასრულა.
35 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორე შეხვედრა ჩაატარა, თუმცა თვლის, რომ მოურინიო მას ენდობა.
"ვფიქრობ, მოურინიომ იცის რა შემიძლია და ჩემი სათამაშო სტილის შეცვლას არ ვაპირებ. ნამდვილად იცის, რისი მაქნისი ვარ, ჩემი ძლიერი მხარეები, ისევე როგორც ყველა სხვის. ზოგიერთ მატჩს ატარებ, ზოგიერთს კი ტოვებ", - განაცხადა ინგლისელმა.
ზედიზედ სამი მარცხის განცდის შემდეგ "იუნაიტედი" ზეწოლის ქვეშ მოექცა, მაგრამ კერიკი ფიქრობს, რომ ამას გუნდზე გავლენა არ უქონია: "ვფიქრობ, ყველა მშვიდად უნდა მოეკიდოს გუნდში მომხდარ ცვლილებებს.
ჩვენ გუნდი ვართ, ერთი გუნდი, ერთად ვმარცხდებით და ერთად ვიმარჯვებთ. დღეს ერთად ვითამაშეთ და შედეგიც მივიღეთ".