ინგლისის ლიგის თასის კენჭისყრა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო მეტოქე გამოვლინდა. მოურინიოს გუნდი ლიგის თავისის მე-4 რაუნდში თანაქალაქელ "სიტის" დაუპირისპირდება.
171-ე დერბი 26 ოქტომბერს, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის პირველი დერბი სწორედ "ოცნებების თეატრში" გაიმართა, სადაც "სიტიმ" იმარჯვა.
მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სხვადასხვა ტურნირის ეგიდით 170-ჯერ შეხვდნენ. "სიტის" ანგარიშზე 50 მოგება ირიცხება, ხოლო "იუნაიტედის" ანგარიშზე 69. 51 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ სიტიმ" "იუნაიტედთან" გამართული ბოლო 7 შეხვედრიდან 5 მოიგო, თუმცა ბოლო ორ მატჩში გამარჯვებას ვერ ახერხებდა.