დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის თასზე "ნორთჰემპტონ თაუნს" დაუპირსპირდება. კლუბმა მატჩისწინა ვარჯიში უჩვეულო ადგილას გამართა, მოურინიოს გადაწყვეტილებით ფეხბურთელებმა ავტოსადგომზე ივარჯიშეს.
"წითელმა ეშმაკებმა" 8 დღეში ზედიზედ 3 შეხვედრა დათმეს, ამ ქმედებით კი პორტუგალიელმა თავისი გუნდის ფეხბურთელები დასაჯა.