ენტონი მარსიალმა გულშემატკივარს თვითერით საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ აუწყა. 20 წლის ფორვარდმა "ვოტფორდთან" სახის არეში მიიღო დაზიანება, რის გამოც ჟოზე მოურინიოს პირველივე ტაიმში მოუწია ცვლილების გამოყენება. მისი თამაში ოთხშაბათს, ლიგის თასის მატჩში საეჭვოა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ არის.
"თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და წერილებისთვის" - წერს მარსიალი.
ენტონისთან ერთად, "ნორთჰემპტონთან" მოურინიო, სავარაუდოდ, არაერთ ძირითადის ფეხბურთელს დაასვენებს. "წითლებს" გასულ კვირაში სამი შეხვედრის ჩატარება მოუწიათ, ლიგის თასის მომდევნო შეხვედრის ჩათვლით კი ათ დღეში გუნდს მეოთხე მატჩი ექნება ჩატარებული. შეგახსენებთ, "იუნაიტედის" მომდევნო მეტოქე პრემიერ ლიგაში შაბათს, "ოლდ ტრაფორდზე", "ლესტერი" იქნება.