თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2016, 18:29
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 4183,
კომენტარები: 15
მოურინიოს ისკო სურს
პორტუგალიელ მწვრთნელს "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი სურს.
მოურინიოს ისკო სურს
როგორც ცნობილი გამოცემა Mirror იუწყება, ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" გაძლიერებას ისკოთი გეგმავს. წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" ესპანელის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკების" ახალმა თავკაცმა გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე 150 მილიონი ფუნტი დახარჯა და გუნდი 4 ახალწვეულით გააძლიერა.

ისკომ ზიდანის ნდობის მოპოვება ჯერ კიდევ ვერ მაოხერხა. მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სულ 111 წუთი დაჰყო მოედანზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოურინიოს რუნის სათადარიგოთა სკამზე გამწესება აქვს გადაწყვეტილი, რაც ისკოს შეძენის კარგი მიზეზია.

ესპანელ ფეხბურთელს "სამეფო კლუბთან" მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.
ახალი ამბები, ჭორები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Mike
20 სექტემბერი 2016 18:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ისკო ძალიან მაგრად მევასება manunited
0
№2
ავტორი: JuanMata
20 სექტემბერი 2016 18:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისკოს ადგილზე მინიმუმ 3 ფეხბურთელი გვყავს: რუნი, მატა და წელს ნაყიდი მხითარიანი, ანუ გამოდის მხითარიანი ტყუილად ვიყიდეთ wink

ამ დროს ფლანგებზე ვინ თამაშობს?

1. მატა, რომელიც ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელია.
2. რეშფორდი-მარსიალი - ცენტრალური ფორვარდები.
3. იანგი - ვერ ჩაწოდებული ბურთების მეფე
4. ლინგარდი, რომელიც წელიწადში ორჯერ ინდომებს მარტო ფეხბურთის თამაშს.
5. დეპაი - recourse
0
№3
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2016 18:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მევასება მარა მეეჭვება აქ წამოვიდეს, კლუბის გამოცვლა კი ესაჭიროება winked უფრო მეტ დროს იმსახურებს

პირველ რიგში რუნის სკამზე დასმა დიდი პრობლემა იქნება, საკითხავია დასვამს თუ არა, თუ დასვა კიდევ 3 ფეხბურთელს შეუძლია მაგ პოზიციაზე დგომა, პირველ რიგში პოგბას, იქით მატა და მხითარიანი გვყავს. ისკო თუ კლუბს დატოვებს მარტო იმიტომ რომ სათამაშო დრო ჰქონდეს და აქ მოსვლით რამდენად კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი

ისე თუ შემტევია დასამატებელი პირველ რიგში ნორმალური ვინგერი გვინდა და არა ატიანები, რომლებიც "ფლანგზეც" თამაშობენ
0
№4
ავტორი: man21utd
20 სექტემბერი 2016 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
მე პირადად მინდა რო ეს მოვიდეს და გუნდიდან მატა და ჰერერა გავუშვან. ამ ორს 60 მილიონად მაინც გავყიდით ჯამში და ისკოს დათრევა კაი ფასად შეიძლება არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი რაც გადავიდა მადრიდში მგონი

თასზე თამაში დღეს გვაქვს?
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
20 სექტემბერი 2016 19:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაიწყო ახლა ჭორები 3 ვერ მოგებული თამაშის მერე
0
№6
ავტორი: ikeoni
20 სექტემბერი 2016 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
არ იქნება ცუდიი
0
№7
ავტორი: gela-manutd
20 სექტემბერი 2016 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
კაი იქნება
0
№8
ავტორი: SAF
20 სექტემბერი 2016 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მოურა მირჩევნია ფლანგებია პრობლემა და არა 10იანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№9
ავტორი: Lee Sharpe
20 სექტემბერი 2016 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ისკოს მოსვლა გამეხარდება ძAლიან მაგარი ფეხბურთელია, იმედია გვარდოლა ვერ აგვახევს
ციტატა: man21utd
მე პირადად მინდა რო ეს მოვიდეს და გუნდიდან მატა და ჰერერა გავუშვან. ამ ორს 60 მილიონად მაინც გავყიდით ჯამში და ისკოს დათრევა კაი ფასად შეიძლება არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი რაც გადავიდა მადრიდში მგონი

თასზე თამაში დღეს გვაქვს?

მგონი ხვალ გვაქვს 21 რიცხვში
ისედაც მაღAლი დონის მოთამაშეების დეფიციტი გვაქვს, რა მატა და ერერა, ეგენი გაუშვი და ფელაინი-იანგი დატოვე მერე ეწავა ჩვენი საქმე კარგად, ფულზე პრობლემა არარის რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ გაისვრიან 105 მილიონებს.
0
№10
ავტორი: sandroo
20 სექტემბერი 2016 21:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: man21utd
მე პირადად მინდა რო ეს მოვიდეს და გუნდიდან მატა და ჰერერა გავუშვან. ამ ორს 60 მილიონად მაინც გავყიდით ჯამში და ისკოს დათრევა კაი ფასად შეიძლება არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი რაც გადავიდა მადრიდში მგონი

თასზე თამაში დღეს გვაქვს?

ერერა და მატა ჯამში 40 მილიონადაც არ გაიყიდება, მატა ხო მარა ერერაში დიდ ფულს ვინ გადაიხდის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top