როგორც Daily Mirror-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ჯერ ბოლომდე არ დაუსრულებია გუნდის გაძლიერება და მორიგი დაინტერესება "ატლეტიკოს" ურუგვაელი მცველი, ხოსე მარია ხიმენესია, მეტიც, ჟოზე მოურინიომ ხოსეს დასაკვირვებლად საკუტი მიუჩინა, რომელიც გასული კვირას უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწრო.
ურუგვაელი ცენტრალური მცველი მადრიდულ გრანდს 2013 წელს შეუერთდა და მაშინვე იქცა "ატლეტიკოს" ძირითადი გუნდის მცველად, სადაც მისი პარტნიორი, მისივე თანამემამულე დიეგო გოდინია.
როგორც მოგეხსენებათ, სეზონის სტარტზე ჟოზე მოურინიოს პირველადი არჩევანი დაცვის ცენტრალურ რგოლში ბაი - ბლინდის დუეტი იყო, მაგრამ ჰოლანდიელმა ვერ გაამართლა მასზე გაცემული ავანსები. ჟოზეს აზრით, 21 წლის ხიმენესი იდალურად გაუგებს ერიკ ბაის და ძალიერ დუეტს ჩამოაყალიბებენ დაცვის ცენტრში.