გუშინ პრემიერ ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში "უოტფორდმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღო საკუთარ სტადიონზე და 3-1 დაამარცხა მეტოქე.
მოურინიოს გუნდი ზედიზედ მესამედ დამარცხდა, პრემიერ ლიგაში კი გუნდმა ზედიზედ მეორედ დათმო შეხვედრა. გასულ ტურში "წითელ ეშმაკებს" თანაქალაქელებმა სძლიეს და სეზონის პირველი დერბის მოგება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედი" "უოტფორდთან" ბოლოს 1986 წელს დამარცხდა.
უოტფორდი 3-1 მანჩესტერი უნაიტედი
სტადიონი: "ბიკერეჯ როუდი", უოტფორდი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-5 ტური მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი გოლები: 1:0 კაპუ (34), 1:1 რაშფორდი (62), 2:1 სუნიგა (83), 3:1 დინი (90-პენ) გაფრთხილება: ბრიტოსი (77), ჰოლებასი (77), დინი (86) - პოგბა (75), ფელაინი (88), დეპაი (89), რუნი (90) მაყურებელი: 21 118