აშკარა ჯარიმა "ვოტფორდის" პირველი გოლის შეტევისას? "მარსიალის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევა ნათელი იყო, ამაზე კამათიც კი ზედმეტია. ანალოგიური შემთხვევა იყო გასულ კვირაში "სიტისთან", მაგრამ სამწუხაროდ, ამის არც კონტროლი და არც გაკრიტიკება შემიძლია. "
უიღბლობა
"ვფიქრობ პირველ ტაიმში, 25-30 წუთის განმავლობაში კარგად ვერ ვითამაშეთ. ამის კონტროლი და გაუმჯობესება შეგვიძლია, გვერდითა მსაჯის გადაწყვეტილებების კი არა. მეორე ტაიმში ბევრად უკეთესები ვიყავით, ანგარიში გავათანაბრეთ და ვუტევდით, როგორც დომინანტი გუნდი. გომესის ფენომენალური სეივი და უიღბლობა ჩვენს წინააღმდეგ იყო, რასაც ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ."
შეცდომებმა შედეგი გამოიღო
"ჩვენ შეგვიძლია ინდივიდუალური და კოლექტიური შეცდომების კონტროლი. მაგალითად, მეორე გოლის მომენტში, ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით: მოწინააღმდეგის ვინგერს არა საჯარიმოს გარეთ, არამედ საჯარიმოსთან დავხვდით და ამით დიდი უპირატესობა მივეცით. მეორე ინდივიდუალური შეცდომა კი მათი ნახევარმცველის დაუზღვევლობა იყო."
ანუ?
"კოლექტიურადაც და ინდივიდუალურადაც, უკეთესად უნდა გამოვიყურებოდეთ. უკმაყოფილო ვარ ყოველთვის, როცა სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ."