დღეს პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მატჩში "უოტფორდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა მეტოქე. ჟოზე მოურინიოს გუნდი პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა, თავი კაპუემ გამოიჩინა და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. მანჩესტერელებმა ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე მარკუს რეშფორდის გოლის წყალობით მოახერხეს. შეცვლაზე შემოსულმა სუნიგამ ჯერ წინ გაიყვანა გუნდი, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანის მოპოვება მოახერხა, რომელიც დინმა გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.