"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველის, პოლ სქოულზის განცხდებით, მოურინიოს სჭირდება კიდევ ერთი მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველი, რათა პოლ პოგბას შეუწყვილოს.
სქოულზის განცხადებით, "იუნაიტედისათვის" იდაილური კანდიდატები "რეალ მადრიდის" ნახევარმცველები: ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი არიან.
ინგლისელის აზრით, მოდრიჩი და კროოსი არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთა გვერდითაც პოგბა შეძელებს მისი საუკეთესო თამაშის ჩვენებას.
"პოგბას "იუვენტუსში" თამაშის დროს გვერდით ანდრე პირლო ჰყავდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიმეიქერია."
"ვფიქრობ,სატრანსფერო ფანჯარაზე ჟოზე მოურინიომ უნდა დაიმატოს ისეთი დონის მოთამაშე, რომლის გვერდითაც პოგბა შეძლებს მისი საუკეთესო შეშაძლებლობების დემონსტრირებას."
"მე ვიცი, რომ ის კმაყოფილია მისი ოთხი შენაძენით, რომლებიც გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინა, მაგრამ მოურინიომ არ უნდა დაასრულოს ტრანსფერები გუნდში და უნდა მოიყვანოს ისეთი სტილის მოთამაშეები, როგორებიც მოდრიჩი და კროოსი არიან, ვფიქრობ, რომ აღნიშნული მოთამაშეებიდან ერთ-ერთის დამატება სავსებით შესაძლებელია."
"ამ ტიპის ფეხბურთელებთან ერთად პოგბა ბევრად უკეთესი და ძლიერი იქნება," - დაასრულა სქოულზმა.