თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2016, 11:05
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3025,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" ზამთარში ნახევარმცველის შეძენას ეცდება
მოურინიოს იანვრის სატრანსფერო გეგმა შემუშავებული აქვს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს და გაძლიერებას ნახევარმცველით აპირებს. ინგლისური გრანდის შორტლისტში ორი ნახევარმცველი, ლისაბონის "სპორტინგის" 24 წლის ჩამშლელი უილიამ კარვალიუ და ტურინის "იუვენტუსის" 18 წლის ნახევარმცველი გრეგორის კასტანოსი არიან.

24 წლის უილიამ კარავალიუ განიხილება, როგორც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. მან საკამოდ მაღალ დონეზე ჩაატარა გასული ევროპის ჩემპიონატი და მიიქცია მრავალი კლუბის ყურადღება, მათ შორის "მანჩესტერ იუანიტედის".

ტურინის "იუვენტუსის" 18 წლის კვიპროსელი ტალანტის მიმართ "იუნაიტედის" გარდა ინტერესს ასევე მერსისაიდული "ევერტონიც" გამოხატავს. 18 წლის ნახევარმცველს შეუძლია როგორც ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში თამაში, ასევე მარცხენა ფრთაზეც.

ამავდროულად, "იუნაიტედი" ზამთარში განიხილავს მატეო დარმიანის გუნდიდან გაშვების ვარიანტს.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი მცველის მიმართ სერიოზულ ინტერესს სერია ა-ს ბინადრები, ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" გამოხატავენ, ასევე ინტერესია ინგლისიდან, კერძოდ, ლონდონის "ჩელსიდან".

"არისტოკრატების" მენეჯერი ანტონიო კონტე დიდი თაყვანისმცემელია მატეო დარმიანის.შეგახსენეთ, რომ კონტე და დარმიანი ერთად იტალიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდნენ და ახლა კონტეს მატეოსთან მუშაობა კლუბშიც სურს.

თავად ჟოზე მოურინიოს არ სურს კონკურენტის გაძლიერება და ეცდება მატეო იტალიის ჩემპიონატს დაუბრუნოს.

ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით იტალიელს სათამაშო დრო არც ისე ხშირად ეძლევა, რადგან პორტუგალიელის მთავარი არჩევანი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ეკვადორელი ანტონიო ვალენსიაა.

წყარო:M.E.N.
ახალი ამბები, ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: DRJBECKHAM
19 სექტემბერი 2016 11:26
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ყველაფერი ჭორი მგონია , ეხანდელი სიტუაციიდან გამომდინარე იწერება, რაღაც მოსაფიქრებელია მარსიალთან დაკავშირებით, მარჯვენა ფლანგზე მხიტარიანი უნდა დადგეს, არანაირი ეშლი იანგი და ასე შემდეგ, უნდა ცადოს და რუნის გარეშე უნდა ითამაშნ, მისი ადგილი პოგბამ უნდა დაიკავოს და ასევე იბრასაც შეუძლია უკან დაწეული თამაში, შნეიდერლინმა ფეინორდთან ცუდად ნაღდად არ ითამაშა და მაგასაც უნდა მიეცეს შანსი.
დე ხეა- შოუ -ბლინდი- ბაიი- ფოსუ მენსა
შნეიდერლინი ერერა პოგბა
მარსიალი- მხითარიანი -იბრაჰიმოვიჩი
ეს არის ყველაზე ნორმალური შემადგენლობა, რეშფორდი კიდე სათადარიგოდან შემოდიოდეს ბოლო ნახევარი საათი , სამწუხაროდ რუნის ადგილს ვერ ვხედავ
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
19 სექტემბერი 2016 11:26
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
კარვალიო კი არა 1 წელი ბაბუ დააბრუნეთ ასისტენტად კი გიგზი და 1 წელში გადააბარეთ გიგზს ყველაფერი.
0
№3
ავტორი: ikeoni
19 სექტემბერი 2016 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Magari choria
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
19 სექტემბერი 2016 12:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი, სულ ნახევარმცველს ვყიდულობთ და მაინც სულაა ნახევარდაცვაში პრობლემა
0
№5
ავტორი: giorgi_mg
19 სექტემბერი 2016 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შვაინა შეუწყვილოს პოგბას და მოგვარდება პრობლემა
0
№6
ავტორი: Legend Sir Alex
19 სექტემბერი 2016 15:09
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
კასტანოსი არ ვიცი, მაგრამ უილიამი საკმაოდ კარგი ჩამშლელია და ექსპერტები ხშირად იაია ტურეს ადარებენ ძალაინ მშრომელი ფეხბურთელია, ფიზიკურად საკამოდ ძლიერია, დრატყმაც ძალაინ მაგარი აქვს. ერთი სიტყვით ცუდი ფეხბურთელი არაა. რაც შეეხება მატეოს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს გუნდიდან თუ მის შემცვლელს ბევრად უფრო მაღალი დონისას მოიყვანენ.
0
№7
ავტორი: - MEMPHIS
19 სექტემბერი 2016 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
ჩემი აზრით მოურინიომ პოგბასა და შვაინშტაიგერის წყვილი უნდა გამოცადოს, წესით ერთმანეთს კარგად უნდა გაუგონ,ბოლობოლო ტიპს ფელაინის ასაკის მარტო გამოცდილება აქვს 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ SCORE IN FRONT OF 75.000 FANS
№8
ავტორი: gela-manutd
19 სექტემბერი 2016 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: ALEXFERGUSON
კარვალიო კი არა 1 წელი ბაბუ დააბრუნეთ ასისტენტად კი გიგზი და 1 წელში გადააბარეთ გიგზს ყველაფერი.

ეგ მინდა რაც ფერგი ცავიდა მაგის მერე
0
№9
ავტორი: vanovano
19 სექტემბერი 2016 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
როდის არ არის აქტიური იუნაუტედი სატრანსფერო ფანჯარაზე
0
№10
ავტორი: Malboro463
19 სექტემბერი 2016 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სანჩესი ან ალკანტარა!!

ფაბრეგასსაც ყიდის ჩელსი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top