თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2016, 12:11
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1542,
კომენტარები: 7
მოურინიოს პოგბას შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟოზემ პოგბას შესაძლებლობებზე ისაუბრა
მოურინიოს პოგბას შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერს ჟოზე მოურინიოს სურს, რომ პოლ პოგბამ თავისი სარეკორდო ღირებულება დაივიწყოს და კლუბში დაბრუნება პოზიტიური სტარტით დაიწყოს.
ტრანსფერიდან დღემდე, პოგბამ ოთხივე მატჩი სრულად ჩაატარა წინა-სასეზონო მომზადების გარეშე. აქედან გამომდინარე, ჟოზე თვლის, რომ ფრანგს ფორმაში ჩასადგომად მცირე დრო დასჭირდება.

"თუ თქვენ შეადარებთ ჩვენს მიერ გადახდილ თანხას კლუბის შემოსავალს, მიხვდებით, რომ სხვა კლუბების გადახდილი 20,30 და 40 მილიონები უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი.

უბრალოდ მინდა, რომ პოგბამ ეს თანხები დაივიწყოს და საკუთარი თამაში აჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებამდე მომზადება არ გაუვლია, პირველივე მატჩში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გამარჯვებაზე და ამის შემდეგ, მცირე რეგრესი ჰქონდა. პოგბას მთლიანად ვენდობი, რადგან მის შესაძლებლობებს ვიცნობ: პოლი კარგი ბიჭია დიდი ამბიციებით და ბუნებრივია, რომ ის ძლიერ ფორმას აუცილებლად დაუბრუნდება."
- აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მოურინიოს სჯერა, რომ პოგბას აქვს უნარი, ითამაშოს გუნდისთვის სასურველ პოზიციაზე.
"ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. პრემიერ ლიგაში, უეინ რუნის 10-იანზე ვათამაშებთ, "ფეინოორდთან" ეს პოზიცია ერერამ დაიკავა და მას ზურგს შნეიდერლინი უმაგრებდა, რაც პოგბას მეტ თავისუფლებას აძლევდა. მის პოზიციაზე პრობლემები არ გვაქვს - ის თავს კომფორტულად გრძნობს." - განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
17 სექტემბერი 2016 12:18
  • სიახლეები: 1495
  • კომენტარები: 12132
ძაან ნელა მოძრაობს, არადა ტიპი კლდესავითაა, აქეთ იქცევიან როცა ბურთის ართმევას ცცდილობენ ან რამე wink კლასნია მარა უფრო სწრაფად მოქმედება უნდ ადაიწყოს, შეტევების ეგრე დაწყება კარგს არაფერს მოიტანს, არადა ერთადერთი ამის იმედად ვართ ხოლმე
0
№2
ავტორი: tyeshela1
17 სექტემბერი 2016 12:48
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
როგორმე უნდა მოახრერხოს და გახდეს გუნდის ლიდერი
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
17 სექტემბერი 2016 12:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7220
ციტატა: გიორგი
ძაან ნელა მოძრაობს, არადა ტიპი კლდესავითაა, აქეთ იქცევიან როცა ბურთის ართმევას ცცდილობენ ან რამე wink კლასნია მარა უფრო სწრაფად მოქმედება უნდ ადაიწყოს, შეტევების ეგრე დაწყება კარგს არაფერს მოიტანს, არადა ერთადერთი ამის იმედად ვართ ხოლმე


გეთანხმები, მეტი სისხარტე ჭირდება. ისე, ორ სამ მოთამაშეს ისე მოატყუებს ვითომ არაფერი მარა ამას შედეგი არ მოაქ მოედნის ცენტრში ტყუილად მატაობას. თითქოს ეზოში რო პატარებს ეთამაშები ისე თამაშობს wink დროა რო მეტი აქტიურობა გამოიჩინოს და გაუძღვეს ცენტრიდან გუნდს, რაც აშკარად შეუძლია
0
№4
ავტორი: shotkin
17 სექტემბერი 2016 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2314
ციტატა: გიორგი
ძაან ნელა მოძრაობს, არადა ტიპი კლდესავითაა, აქეთ იქცევიან როცა ბურთის ართმევას ცცდილობენ ან რამე wink კლასნია მარა უფრო სწრაფად მოქმედება უნდ ადაიწყოს, შეტევების ეგრე დაწყება კარგს არაფერს მოიტანს, არადა ერთადერთი ამის იმედად ვართ ხოლმე

ხო 4 წელი იტალიაში იყო და პრემიერლიგის რიტმს ესე მალე ვერ მიეჩვევა
0
№5
ავტორი: ikeoni
17 სექტემბერი 2016 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7150
შევა ფორმაში love
0
№6
ავტორი: Red Heart )))
17 სექტემბერი 2016 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ძაან კარგია,ყველაფერი აქვს იმისათვის რომ საუკეთესო გახდეს,უბრალოდ ჯერ ვერ შეეჩვია პრემიერ ლიგის ტემპს,ერთი გოლი უნდა ამას და მემფისსაც და გაიშვებენ მერე მაგრად
0
№7
ავტორი: gela-manutd
17 სექტემბერი 2016 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იმედია მალე აყომარდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

21 აპრილი 2019, 16:30
ევერტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
24 აპრილი 2019, 23:00
იუნაიტედი
სიტი
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი
ჩელსი
პრემიერ ლიგა
ევერტონი21 აპრილი
სიტი24 აპრილი
ჩელსი28 აპრილი

წინა მატჩები

16 აპრილი 2019, 23:00
ბარსელონა3
იუნაიტედი0
ჩემპიონთა ლიგა
13 აპრილი 2019, 20:30
იუნაიტედი2
ვესტ ჰემი1
პრემიერ ლიგა
10 აპრილი 2019, 23:00
იუნაიტედი0
ბარსელონა1
ჩემპიონთა ლიგა
ბარსელონა16 აპრილი
ვესტ ჰემი13 აპრილი
ბარსელონა10 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top