ანდერ ერერა პრემიერ ლიგის მომდევნო მეტოქეს რთულად დასამარცხებელს უწოდებს და არ ფიქრობს, რომ ერთ კვირაში სამი მატჩი გუნდის წარუმატებლობის და თავის გასამართლებელი მიზეზი უნდა გახდეს.
"მარტივი არ არის პრემიერ ლიგის ორ მატჩს შორის ერთი შეხვედრის ჩატარება, მაგრამ ამით თავს ვერ გავიმართლებთ. ძლიერი გუნდი გვყავს და მისi თითოეულ წევრის მიზანი კლუბის დახმარებაა. "უოტფორდი" გასულ სეზონში კარგად ორგანიზებული და რთულად დასამარცხებელი გუნდი იყო, ახალ სეზონში კი მათ თითქმის ყველა ფეხბურთელი შეინარჩუნეს. პრემიერ ლიგის გასვლითი მატჩის მოგება მარტივი არასდროსაა. გასულ სეზონში, მათ ბოლო წუთზე მოვუგეთ. ვიმედოვნებ, კვირას ამას უფრო ადრე მოვახერხებთ. გამარჯვება გვწყურია, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება." - ამბობს ერერა.
ესპანელ ნახევარმცველს იმედი აქვს, რომ სასტარტოში ადგილს დაიმკვიდრებს და კლუბს კიდევ ერთხელ დაეხმარება ინგლისის თასის მოგებაში.
"ჩემი შესაძლებლობები კარგად იცით. "იუნაიტედში" 76 მატჩი ჩავატარე და ალბათ, უკვე კარგად მიცნობთ. ერთადერთი, რაც ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ გუნდის მოთამაშე ვარ. მზად ვიქნები ყოველთვის, როცა მენეჯერს დავჭირდები. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სურს მატჩის პირველივე წუთიდან დაწყება, მაგრამ "იუნაიტედში" ეს მარტივი არ არის. სწორედ ამიტომ ვვარჯიშობ და ვაკეთებ მაქსიმუმს, რამდენიმე შეცდომა დავუშვი, რადგან მეც ადამიანი ვარ, მაგრამ დანებებას არასდროს ვაპირებ" - დაასრულა ერერამ.