ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში "ფეიენოორდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა მეტოქე. ევროტურნირებზე "წითელი ეშმაკებისთვის" ეს გასვლით შეხვედრებში ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო. მსგავსი შედეგი კლუბის ისტორიის მანძილზე არასდროს დაფიქსირებულა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ ევროტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა: 7 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება. კლუბმა ევროტურნირებზე თავისი ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან (გარდა შესარჩევისა) 7 წააგო და 1 ფრედ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მეორედ დამარცხებით დაიწყო. გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ინგლისელები პსვ-სთან დამარცხდნენ.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.