"ფეინოორდთან" მატჩის წინ "იუნაიტედის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა ევროპის ლიგაზე საკუთარი დებიუტი გაიხსენა. მარკუს რეშფორდის დებიუტი სწორედ ამ ჩემპიონატზე გასულ სეზონში შედგა, სადაც დუბლის შესრულება მოახერხა.
"ჩემთვის ეს ღამე ყველაფრის დასაწყისია. ფანები იმ მომენტში ძალიან დამეხმარნენ. მატჩის დაწყებამდე, რაც არ უნდა წარმოიდგინო მის მიმდინარეობაზე, შედეგი ყოველთვის განსხვავებულია. ფანები დაუჯერებელნი იყვნენ, ეს ღამე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოგონებაა.
გუნდი კვლავ იმავე ჩემპიონატშია და გვინდა მის ტიტულს დავეუფლოთ, რადგან ეს "იუნაიტედს" ჯერ არასდროს გაუკეთებია და ბედნიერი ვიქნები, თუ ამ კლუბის იმ პირველი კლუბის ნაწილი ვიქნები, რომელიც ევროპის ლიგას მოიგებს. მენეჯერმა გარკვევით გვითხრა, რომ ყველა ჩემპიონატის მოგება უნდა, სადაც მონაწილეობას ვიღებთ და ჩვენი სურვილიც იგივეა. მან "ფეინოორდისთვის" ძლიერი შემადგენლობა გაამზადა და მოუთმენლად ველით მათთან დაპირისპირებას." - განაცხადა რეშფორდმა.