სერ ალექსი გვატყობინებს, რომ იანგის და ვიდიჩის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ასევე განაცხადა, რომ უეინ რუნი და ლუის ნანი "ვესთ ჰემთან" მატჩს ჩაატარებენ...
სერ ალექსმა გულშემატკივრები იმით გაახარა, რომ ეშლი იანგისა და ნემანია ვიდიჩის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ისინი სულ მალე შეძლებენ გუნდის დახმარებას.
"ამ წუთისთვის ნემანიას მუხლი კარგად აქვს. - განაცხადა კლუბის არხთან ინტერვიუში. - მას პატარა შერყევა აქვს, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. გუშინ მან ივარჯიშა და ყველაფერი კარგად გააკეთა."
"ნამდვილად დამტკიცდა, რომ ფეხბურთელებს არაფერი სერიოზული არ სჭირთ. იანგმა დარტყმა მიიღო, მას მცირე დისკომფორტი აქვს მუხლის მიდამოში, მაგრამ სერიოზული არაფერია. ვფიქრობ, ის შემდეგ კვირას დაგვიბრუნდება. მისი "ტოტენჰემთან" გამოყვანა ცოტა არარეალურია, ხოლო შემდეგ მატჩში ის სასტარტო შემადგენლობაში დადგება."
"იუანიტედის" ბოსმა ასევე განაცხადა, რომ უეინ რუნი და ლუის ნანი ითამაშებენ "ვესთ ჰემთან" მატჩს, რომელიც ამ ოთხშაბათს გაიმართება, ხოლო ჯონი ევანის მომავალ ორ მატჩს გამოტოვებს, იმიტომ, რომ სამწვრთნელო შტაბს არ სურს გარისკვა.