"ფეიენოორდთან" მატჩის წინ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებული შეტყობინება აქვს.
იმის ფონზე, რომ შაბათს პრემიერ ლიგის მორიგი ტურის მატჩი "უოტფორდთან" ძალზე მნიშვნელოვანია, მოურინიო ხსნის, თუ რატომ სურს პირადი მოტივაციის მიღება ევროპული ტურნირის მატჩის წინ.
ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ იყენებს როტერდამში გასამართი მატჩისთვის ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როგორიც აქსელ ტუანზებეა, მოურინიომ თავისი არგუმენტით უპასუხა.
"ეს არ არის ტურნირი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, არც ის ტურნირია, რომელიც მე მინდა, არც ის, რომელიც ფეხბურთელებს უნდათ. მხოლოდ ის ტურნირია, სადაც ვართ და ეს რეალობაა. ტურნირს პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ კარგად ვიასპარეზებთ და ჩვენი კალიბრის გუნდისთვის კარგად ასპარეზი ტურნირიდან გავარდნას სულაც არ ნიშნავს.
ევროპის ლიგის მოგება გვინდა. ამის გაკეთება რთულია, მაგრამ შეგრძნება და თქმა ადვილია. აი, ასე ვუდგებით ტურნირს. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია. ის მოტივაცია უნდა ვიპოვოთ, რომელიც თავად მე უკვე ვიპოვე და ამ მოტივაციას ფეხბურთელებს გადავცემ, რადგან ვიცი, ევროპის ლიგა ყველა დიდი მოთამაშის ოცნება სულაც არ არის.
და რადგანაც ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობ, შენი მოტივაცია იმ ტურნირზე უნდა იპოვო, სადაც ხარ. ჩემი შეტყობინება ფეხბურთელებისთვის არის მოთამაშეები, რომლებიც აქ ჩამოვიყვანე; აქ ძალიან კარგი გუნდი მყავს და კარგი გუნდით თამაშსაც ვაპირებ.
აი, ამ შეტყობინების გაგზავნა მინდა მათთვის. წაგება რომ გვინდოდეს, ბავშვებს მოვიყვანდი, სამაგიეროდ გამოცდილებას მიიღებდნენ, შანს მივცემდი ტუანზებეს და სხვა ბიჭებს, მაგრამ ეს არ იქნებოდა კარგი მესიჯი ჩემი ფეხბურთელებისთვის.
მატჩის მოგებას და საუკეთესო გუნდით თამაშს ვეცდებით. კვირასაც მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ერთდროულად ორ მატჩზე ვფიქრობ, მაგრამ მხოლოდ მე და არა ისინი".