ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ თავგანწირვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა გუნდთან საუბრისას.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტია მსოფლიო ფეხბურთში და მისი მენეჯმენტული უნარები საქვეყნოდ ცნობილია.
"ჰაინეკენის" რეკლამაში, რომელშიც მოურინიო გადაიღეს, პორტუგალიელმა "მოსამზადებელი სიტყვა" წარმოთქვა, რის შემდეგაც Goal-ს ინტერვიუ მისცა. "რაღაც მსგავსება ვიპოვე რეალურ გუნდურ საუბართან. მახსოვს, რადგან ვიდეოს გადაღებისას ეს უნდა გამეკეთებინა, თუმცა სიტყვა "თავგანწირვა" რამდენჯერმე გამოვიყენე, იმიტომ, რომ ამას ჩემს ფეხბურთელებთან აუცილებლად ვაკეთებ.
ყველაფერი საკმარისი არ არის - რაღაც უფრო მეტი გჭირდება, თავგანწირვა გჭირდება. დაღლილი ხარ, მაგრამ მაინც უნდა მიიტანო; მატჩის დროს პრობლემა გაქვს, მაგრამ მას თავი უნდა გაართვა.
ასე რომ, თავგანწირვა "ჰაინეკენის" მოსამზადებელ სიტყვაში უძლიერესი სიტყვა იყო, თუმცა ამ სიტყვას ისედაც ხშირად ვიყენებ".