ჟოზე მოურინიომ როტერდამში 20-კაციანი შემადგენლობა ჩაიყვანა, რომელსაც "ფეიენოორდთან" მატჩისთვის გამოიყენებს.
ფეხბურთელები, რომლებიც ოთხშაბათს შუა დღეს ჰოლანდიაში ჩაფრინდნენ, შემდეგი არიან: დე ხეა, რომერო, ჯონსტონი; დარმიანი, ბაიი, ბლინდი, ფოსუ-მენსა, როხო, სმოლინგი; კერიკი, ფელაინი, ერერა, მატა, მემფისი, პოგბა, შნეიდერლინი, იანგი; იბრაჰიმოვიჩი, მარსიალი, რეშფორდი.
ევროპის ლიგის მომდევნო მატჩი მხოლოდ მესამე შეხვედრა იქნება "იუნაიტედსა" და "ფეიენოორდს" შორის. წინ ორი მატჩი "წითლების" გამარჯვებით დასრულდა - 1997/98 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით და საშინაო მატჩში - მაგრამ ჰოლანდიელები ამ მატჩს სეზონის სტარტზე ჩატარებულ 5 მატჩში მოპოვებული 5 გამარჯვებით ხვდებიან.