"მანჩესტერ იუნაიტედმა" თვის რთულ გრაფიკს, დაუმატა მესამე რაუნდის გადათამაშბა, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება, კლუბი "ვესთ ჰემს" უმასპინძლებს. ეს მომენტი შეიძლება სასიხარულოდაც ჩაითვალოს, რადგან "იუნაიტედმა" მოახერხა ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრება: "მე გავემგზავრე "აპტონ პარკზე" სადაც ათასობით "იუნაიტედის" გულშემატკივარი იმყოფებოდა. ყველა ძალიან, გახარებულები ვიყავით, რომ არ გამოვარდით ინგლისის თასიდან. თუ გსურთ, რომ გაიგოთ რამდენად გვსურს ამ თასის მოგება, უნდა ნახოთ სერ ალექსის რეაქცია, რობინ ვან პერსის გოლის შემდეგ. ის მეცხრე ცაზე იყო სიხარულით." - აცხადებს კლუბის ყოფილი ნახევარმცველი manutd.com-თან.
"არ შეცდებით თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ გვსურს ამ ტურნირის მოგება. ჩვენ გადათამაშებას მივაღწიეთ. ჩვენ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ მატჩს რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ჩემპიონთა ლიგაზე და პრემიერ ლიგაზე."