ენტონი კროლა ევროპის ლიგის მატჩისთვის მზადებას დაესწრო.
მსოფლიო ჩემპიონი და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ენტონი კროლა ოთხშაბათს "წითლების" სავარჯიშო სესიას დაესწრო.
კროლა ხშირად შეიმჩნევა გუნდის გასვლით და საშინაო მატჩებში როგორც ევროპულ, ისე შიდა სარბიელზე, თუმცა ამჯერად ჰოლანდიაში ვერ გაემგზავრება, რადგან ხორხე ლინარესთან ბრძოლისთვის ემზადება, რომელიც 24 სექტემბერს მანჩესტერ არენაზე გაიმართება.
უეინ რუნი კრივის დიდი გულშემატკივარია და კროლას ადვილად დაუმეგობრდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის დეკემბერში კროლა მანჩესტერში მდებარე სახლის სიახლოვეს ორ მძარცველს შეებრძოლა და მუხლი დაიზიანა.
გუნდის კაპიტანმა კროლას თავისი თანაგუნდელებისგან ხელმოწერილი მაისური გაუგზავნა, რაც მორალური მხარდაჭერის ნიშნად გააკეთა, მოგვიანებით კი მის პირველ საჩემპიონო მატჩს დაესწრო დარლის პერესთან ორთაბრძოლისას.
რუნი ერთადერთი წევრი არაა გუნდში, ვისაც კრივი უყვარს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ასევე გატაცებულია კრივით და შაბათს ერთ-ერთ მატჩსაც დაესწრო გენადი გოლოვკინსა და კელ ბრუკს შორის.
გამონაკლისი ამ სიაში არც გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა.