თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2016, 18:38
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2924,
კომენტარები: 8
კოტ-დ'ივუარული კლდე
კოტ-დ'ივუარელი იუნაიტედის დაცვის ნამდვილი ლიდერია.
კოტ-დ'ივუარული კლდე
ერიკ ბაიი ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი გახლდათ იუნაიტედში და სწრაფადაც მოიპოვა პატივისცემა თავისი ძლიერი და სოლიდური თამაშით. ის ჯერ 22 წლისაა და სასწავლი კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, თუმცა ეჭვი არაა იმაში შესატანი, რომ მას აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი და შეუძლია უმაღლესი დონის ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდეს. 5 წლის წინ ერიკ ბაიი ესპანეთში მოხვდა "ესპანიოლის" სკაუტების დახმარებით, რომლებმაც ერიკი ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე შენიშნეს. ეს ტურნირი ესპანურმა კომპანიამ Promoesport_მ ჩაატარა ბურკინა-ფასოში. მისი განვითრება ესპანელების აკადემიაში ელვისებური ნამდვიალდ არ ყოფილა. ის 10 თვის განმავლობაში ელოდა სამუშაო ვიზას, რის შემდეგადაც მან "ესპანიოლ ბ_ში" დაიწყო ასპარეზობა, სადაც მან მთავარ გუნდთან შედარებით 4ჯერ მეტი მატჩი ჩაატარა. 2015 წელის იანვარში ერიკს ძალიან გამართლა. კატალონიურ დერბიში 5-1 მარცხის შემდეგ ის ვილიარეალის სკაუტებმა შეამჩნიეს, რომლებიც იმ დროისთვის გაბრიელ პაულისტას გაბარიტების მცველს ეძებდნენ. მოგეხსენებათ ესპანურა კლუბმა პაულისტა ლონდონის არსენალს მიჰყიდა. მიუხედავად 5-1 გამანადგურებელი ანგარიშისა ბაიი კარგად გამოიყურებოდა და მან საჰაერო ბრძოლები 100%_ით მოიგო, 6 ჯერ ჩაჭრა ბურთი და რამდენიმეჯერ ბრძოლაში აართვა მეტოქეს ბურთი. ესპანიოლის კარში გოლების წვიმა მხოლოდ მას შემდეგ წამოვიდა, რაც ბარსელონა სერიოზულად მოეკიდა მატჩს და სასურველ შედეგამდეც მიიყვანა.

2015 წლის იანვარი საკმაოდ კარგი პერიოდი გამოდგა ერიკ ბაიისთვის, რადგან ამ დროს მას კოტ-დივუარის ნაკრებიდანაც მოუვიდა მოწვევა, რომელიც აფრიკის თასისთვის ემზადებოდა. იმ გუნდში ბაიი ძირითადი მცველი იყო, რომელსაც მეწყვილედ ძალიან გამოცდილი კოლო ტურე ჰყავდა. მან შესანიშნავ სერიაში პენალტის გატანაც მოახერხა, სადაც მეკარეებზეც მიდგა ჯერი. კოტ-დივუარისთვის ტრიუმფალური ტურნირიდან დაბრუნების შემდეგ ის 5,7 მილიონად ესპანიოლიდან , სადაც მან მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, ვილიარეალში გადავიდა. ბაიის ტრანსფერს განიხილავდნენ, როგორც დიდხნიან პერსპექტივას და ვილიარეალის ხემძღვანელობა აპირებდა გარკვეული დრო მიეცათ ადაპტაციისთვის. თუმცა მუსაკიოს ტრავმამ ერიკს მისცა საშუალება გამხდარიყო ვიქტორ რუისის მეწყვილე ვილიარეალის დაცვის ცენტრში თითქმის მისვლისთანავე. 2015 წლის გაზაფხულზე ერიკს უკვე საკმაოდ ჰქონდა მატჩები ჩატარებული პრიმერა დივიზიონშიც. ის შესანიშნავად მოერგო ვილიარეალს და უკვე მომდევნო სეზონიდან ძირითადის ფეხბურთელიც გახდა. ერიკს ჰქონდა არასასიამოვნო მომენტიც, როცა ის მადრიდის რეალთან ორი ყვითელი ბარათის მიღბის შემდეგ გააგდეს. რა თქმა უნდა ეს მატჩი ყვითელი წყალქვეშა ნავისთვის მარცხით დასრულდა, რის შემდეგაც ვილიარეალის მწვრთნელმა გააკრიტიკა ერიკი უაროდ მიღებული გაფრთხილებებისთვის. თუმცა ის მომდევნო მატჩში გამოვიდა ევროპის ლიგაზე მინსკის"დინამოს" წინააღმდეგ და შემდეგ პრიმერა დივიზიონში დაეხმარა საკუთარ გუნდს სევილიასთან, სადაც ის შესანიშნავად გაუმლავდა ანდალუსიელების შეტევებს. გასულ გაზაფხულს ვილიარელი შესანიშნავ ფორმაში იყო და გარდა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისა მათ შეეძლოთ ევროპის ლიგის ფინალშიც გასულიყვნენ. ერიკი ლივერპულთან პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში დაიმტვრა და ამ ფაქტმა გარკვეულწილად იქონია გავლენა წყალქვეშა ნავის წარუმატებლობაზე. უკვე იმ დროიდანვე დაიწყო საუბრები, რომ მანჩესტერ სიტი იყო მისით დაინტერესებული, თუმცა საბოლოოდ ის მანჩესტერ იუნაიტედში აღმოჩნდა. ქალქელების პრიორიტეტი ჯონ სტოუნსი გახდა. ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება, თუმცა ამ დროს გარკვეულწილად დამხმარედ სტატისტიკებიც გამოდგება. გასულ სეზონში ერის საშალოდ 1.43 წარმთმევა ჰქონდა, ხოლო ჯონ სტოუნსს 1.18, ჩაჭრებშიც მშვენივრად გამოიყურებოდა კოტ დივუარელი საშუალოდ 2.29, ეს შესანიშნავი რეზულტატი იყო ჯონს სტოუნსის 1.81_თAნ შედარებით, რომელიც შესანიშნავად კითხულობს მატჩის მიმდინარეობას. ერთადერთი კომპონენტი სადაც ერიკი ჩმოუვარდებოდა სტოუნსს ეს საჰაერო ბრძოლები იყო (1,56 - ბაიი, 1,65-სტოუნსი). თუმცა ამასთან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ესპანეთში თამაშობდა. საბედნიეროდ იუნაიტედში დებიუტიდანვე გამოჩნდა, რომ მას შეუძლია გააორმაგოს ეს მაჩვენებლები

ძლიერი მხარეები

ახლა მივადექით ერიკის ძირითად მახასიათებლებს - ის დაცვაში შესანიშნავად გამოიყურება. პოზიციურად მისი თამაში გამოირჩევა და შეუძლია საკუთარი სხეულით ბურთის კარგად დაფარვა. გავითვალისწინოთ მისი ფიზიკური სიძლიერეც და მეორე სართულზე შესანიშნავი თამაში. ის კარგია ჰაერში და ასევე სწრაფია. თავისი სისწრაფე ეხმარება იმაში, რომ საკუთარი შეცდომები მალევე გამოასწოროს თუ ასეთი შემთხვევა იქნება. წინა სეზონის ჩაჭრების რაოდენობა მიგვითითებს იმაზე, რომ ერიკს შესანიშნავად შეუძლია თამაშის წაკითხვა. ასევე თავისებური უნივერსალობითაც გამოირჩევა, მას შეუძლია როგორც ფლანგზე დახმარება ასევე ცენტრშიც თამაში. მისი გამოუცდელობა დიდ დანაკლისად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და მას შეუძლია ჩამოყალიბდეს მაღალი დონის ფეხბურთელად. თავისი გაბარიტებით ის შესანიშნავად ერგება მოურინიოს ტაქტიკას, რომელსაც არა ერთი შესანიშნავი მცველი ჩამოუყალიბებია. ის რაც ბოლო 5 მატჩიდან რაც ერიკზე შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ ის საკმაოდ კარგად ადაპტირდა პრემიერ ლიგაში, რაც სულაც არაა გასაკვირი თავისი სტილისგან გამომდინარე. პოგბაში გადახდილ თანხასთან შედარებით 30 მილიონი ხურდებადაც შეიძლება ჩაითვალოს და ამ მხრივ ის არანაირ ზეწოლას არ განიცდის. პირველივე მატჩებიდან გამოჩნდა, რომ ის შესანიშნავად მოერგო გუნდს და ასევე სურათებიდანაც ვხედავთ, რომ მას თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ასევე ბაიის იუნაიტედის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ ცნობილი და საყვარელი სახელი ერიკი ჰქვია ,რაც გარკვეულ წილად დაეხმარება მას კლუბში ადაპტაციისათვის. ერიკი უკვე ორჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ერთხელ ეს იყო სუპერთასის ფინალში ლესტერთან, ხოლო მეორე უკვე პრემიერ ლიგის პირველ ტურში ბორმუთის წინააღმდეგ. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ერიკმა სუპერთასის მატჩი ტრავმით ჩაატარა, რომელიც მას მატჩის შემდეგ დაუდგინდა. ამის შემდეგ მას მთელი კვირა არ უვარჯიშია თუმცა მაინც შესანიშნავად ითამაშა ბორმუთის წინააღმდეგ.

სუსტი მხარეები

ერიკის სუსტი მხარე ისაა, რომ მას არ ჰყოფნის სათამაშო დისციპლინა და ვერ იღებს ისეთ ჯარიმებს, რის შემდეგადაც ის ბარათს არ მიიღებს. ამისთვის მას გამოადგბოდა ნორვიჩის საყრდენის ბრედლი ჯონსონის გაკვეთილები, რომელმაც 2012-2013 წლების სეზონში მხოლოდ 2 ყვითელი მიიღო, რაც წარმოუდგენელი შედეგია საყრდენისთვის. ამავდროულად ის იმდენჯერ ჯარიმდებოდა, რომ ამ მაჩვენებლით ლიდერობდა პრემიერ ლიგაში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ერიკისთვის ამ მომენტში საკუთარი თავის და ნერვების გაკონტროლებაა, რადგან წინა სეზონში მიღებული 12 ყვითელი ბარათი საკმაოდ ბევრია. ასევე ზოგჯერ ის არაა სრულად დარწმუნებული თავის მოქმედებაში, რაც გარკვეულწილად პრობლემას უქმნის როგორც მეკარეს ასევე მეწყვილეს, თუმცა ეს დიდ პრობლემად შეიძლება არ ჩაითვალოს, რადგან იუნაიტედში ახლა იწყება დაცვის ხაზის ჩამოყალიბება. ბაიის გაუმართლა რადგან საჭირო დროს იღებს იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც მას სჭირდება ჩამოყალიბებაში თან არ დაგვავიწყდეს რომ დაცვით ტაქტიკაში ჟოზე ერთ-ერთი გამორჩეულია. ერიკმა მიმდინარე სეზონი დეილი ბლინდთან ერთად დაიწყო და ბოლო მატჩებიდან გამოჩნდა, რომ ამ წყვილს აქვს გარკვეული შეცდომები. ერიკმა უნდა გააუმჯობესოს თავისი თამაში და მოერგოს ტაქტიკას, რადგან ბლინდი არ იქნება მისი ერთადერთი მეწყვილე მას სმოლინგთან და ჯონსთანაც მოუწევს შეწყვილება. სმოლინგთან შეწყვილება დუბლირების მსგავსი იქნება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ადრე ერთნაირი სტილის ვიდიჩი და ფერდინანდი იდგნენ იუნაიტედის დაცვაში და არ გასჭირვებიათ მსოფლიოს საუკეთესო დუეტად ჩამოყალიბებულიყვნენ. წინა სეზონში სმოლინგი საკმაოდ კარგად პროგრესირებდა, თუმცა მისი ტრავმიანობა ამ პროგრესს აფერხებს. ჯონსის შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა, მას უჭირს ზედიზედ 10 მატჩის ჩატარება მიყოლებით. დღეს მოურინიოსთვის ის მეოთხე ვარიანტად ითვლება, თუმცა ბაიისთან წყვილში მისი თამაში ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი შედეგის მომტანი. არაა გამორიცხული კიდევ ერთი მცველის ყიდვა ზამთრის ფანჯარაზე, იმ შემთხვევაში თუ იმ დრომდე არ მოდა ოპტიმალური დუეტის შერჩევა. ბაიი ნებისმიერ ექსპერიმენტში გადამწყვეტი ფიგურა იქნება ეს ნათელია და სწორედ მის მიხედვით შეეცდებიან დაცვის ცენტრში მეწყვილის მოძებნას. მან თავისი არაიდეალურობითაც დაამტკიცა, რომ დღეს იუნაიტედში საუკეთესო მცველია და თავისი პოტენციალითაც არ ჩამოუვარდება ჯონ სტოუნსს.

წყარო: FAPL.ru
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: nika manchester
13 სექტემბერი 2016 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ეს მართლა კლდეა ტიპი იმენია გაუვალია მარა აქვს ხოლმე რაღაც ნიუანსები
0
№2
ავტორი: levionok
13 სექტემბერი 2016 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მაგარი ბიჭია საჩემპიონთალიგოდ უკვე ჩამოყალიბებული იქნება როგორც ბაი ისე დაცვის მთელი ხაზი!
0
№3
ავტორი: ikeoni
13 სექტემბერი 2016 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Dzalian magariaa dzalian❤️
0
№4
ავტორი: GeorgeBest
13 სექტემბერი 2016 20:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერჯერობით ძალიან კარგია. სიტისთან მტლიანად გუნდი იყო არეული და არც ბაიიმ დააკლო, მარა დასაწყისი შთამბეჭდავია. ჯერ ახალგაზრდაა და იმედია კარგ მცველად ჩამოყალიბდება, ისეთად რომელიც ამდენი ხანია გვაკლია
0
№5
ავტორი: manuchari
13 სექტემბერი 2016 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
პაულო მალდინი ჩემი აზრით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეტესო მცველი იყო ალბათ ყველა დამეთანხმება და მასაც ქონდა ცოტა შეცდომები თან ის იტალიური დაცვის სტილით იყო გაზრდილი და იტალიურ დაცვაზე საუბარი ზედმეტია და კოდიუარელების დაცვაზე არასდროს არავის უთქმია რომ მსოფლიოში საუკეთესოაო და აქიდან გამომდინარე ბაიას ცოტა შეცდომები მის დიდ პლიუსებთან რა მოსატანია და უფრო მეტიც საპატიებელია
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
13 სექტემბერი 2016 22:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან კარგად დაიწყო და დიდი მომავალი ექნება თუ განაგრძო პროგრესი
0
№7
ავტორი: WeAreUnited
14 სექტემბერი 2016 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
მე ერთი რამის მჯერა სიტისთან მატჩი იყო დიდი გაკვეთილი როგორც გუნდისთვის ისე მოუსთვის და მე მჯერა რომ ამ შეცდომებს და ამ თამაშს 1-2-ად გამოასწორებენ :)
0
№8
ავტორი: Wardell
14 სექტემბერი 2016 16:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ აზრს რო რიო და ვიდა ერთნაირები იყვნენ, რიო ყველა ბურთზე "პატკატით" მიდიოდა და თავითაც ხტებოდა ხოლმე ბურთის დასაბლოკად, რიო კი ინტელექტის საშუალებით ცდილობდა ბურთის ართმევას, შეეძლო მატჩში ყველაზე მეტი ართმევა ჰქონოდა და ამავდროულად არცერთი "პატკატი"
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top