თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2016, 16:12
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2919,
კომენტარები: 17
ფელაინი: "ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ"
ფელაინის კონცენტრაცია მომდევნო მატჩებზეა გადართული.
ფელაინი:
"მანჩსტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა მოედანზე, თუმცა მისმა გუნდმა პირველი მარცხი განიცადა მიმდინარე სეზონში და ეს მის პირდაპირ კონკურენტთან მოხდა. მიუხედავად ცუდი რეზულტატისა, ფელაინიმ თავის თანაგუნდელებს მოუწოდა დაევიწყებინათ ეს წარუმატებლობა და მომდევნო მატჩზე ეფიქრათ: "შედეგით ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რაც არაა გასაკვირი, ჩვენ დერბი დავთმეთ. თუმცა ეს მხოლოდ სეზონის მეოთხე თამაშია და წარუმატებლობა ყველა გუნდს აქვს. ახლა მთელი ჩვენი კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე უნდა გადავიტანოთ და შესაბამისად, შევხვდეთ მოწინააღმდეგეს."

"მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, მაინც შევქმენით მომენტები და შესვენებაზე შეგვეძლო რომ 2-2ზე გავსულიყავით. ასე რომ ეს პრობლემა არაა. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვმოქმედებდით საკმარისად აგრესიულად. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში გუნდი გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა. წინ კიდევ 34 მატჩია და ახლა სასოწარკვეთილების დრო არაა. ახლა ჩვენი მიზანია მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ. მომდევნო მატჩები ხუთშაბათსა და კვირას უნდა გავმართოთ. ევროპა ლიგაზე მონაწილეობის გამო საკმაოდ რთული გრაფიკი გვაქვს, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ."


წყარო:Manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: tyeshela1
13 სექტემბერი 2016 16:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
შემდეგ თამაშში შევჭამთ სიტის ოღონდ არა მხითარიანებით და ლინგარდებით
0
№2
ავტორი: GeorgeBest
13 სექტემბერი 2016 16:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საინტერესოა შვაინას თუ მისცემს როდისმე შანსს areyoukiddingme ფელაინი არ გამოიყურება ცუდად მარა მაინც
0
№3
ავტორი: LASHQARA
13 სექტემბერი 2016 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მაგარი კაცია ფელოო ''პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვმოქმედებდით საკმარისად აგრესიულად''. აი ამიტომ მევასება love am
0
№4
ავტორი: Red Heart )))
13 სექტემბერი 2016 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ბასტის უნდა დროო
0
№5
ავტორი: ikeoni
13 სექტემბერი 2016 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ფელა რა ფორმაშიაა love
0
№6
ავტორი: nika_nikusha
13 სექტემბერი 2016 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
აუ კარგით რა იმენა შეშააა, ტექნიკა ამას არ აქვს სისწრაფე და კრეატივით ეს არ გამოირჩევა რა მოგწონთ ვერ გავიგე. ტიპი იმენა მოსიარულე ყვითელი ბარათია
0
№7
ავტორი: stepno
13 სექტემბერი 2016 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: nika_nikusha
აუ კარგით რა იმენა შეშააა, ტექნიკა ამას არ აქვს სისწრაფე და კრეატივით ეს არ გამოირჩევა რა მოგწონთ ვერ გავიგე. ტიპი იმენა მოსიარულე ყვითელი ბარათია

უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვიი ესეთი ფეხბურთელი საჭიროა გუნდში თამაშს კარგად თუ დააკვირდები ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს და ფელა რო არა ცენტრში ძალიან ბევრ ორთაბრძოლას წავაგებთ რაც ძალიან ცუდია.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
13 სექტემბერი 2016 20:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია მოუ სწორ დასკვნებს გამოიტანს სიტისთან მატჩის მერე
0
№9
ავტორი: manuchari
13 სექტემბერი 2016 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
სიტისთან ჩემზე მეტან ლინგარდი იყო გაოგნებული ძირითადში რომ მოხვდა და მაგიტომაც ვერაფერი გააკეთა თავ მიჩრილ ქათამივით დახტოდა
0
№10
ავტორი: Iunaitedi
13 სექტემბერი 2016 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Depaize raismis.? :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top