პოლ სქოულზი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც დეილი ბლინდის კარგი ცენტრალური მცველობისა არ სჯერა და აღნიშნავს, რომ ყველა ბლინდის ჩავარდნის მოლოდინშია.
26 წლის ჰოლანდიელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ყველა მატჩი ჩაატარა შეცვლის გარეშე და ამჟამად იგი კრის სმოლინგს, გასული სეზონის ფეხბურთელთა ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელს ცვლის.
სქოულზი ბლინდის მიერ ნაჩვენებ თამაშს დადებითად აფასებს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ დეილის წარუმატებლობა მხოლოდ დროის საკითხია.
"ბლინდი უკეთესი დაცვითი ფუნქციების მქონე ნახევარმცველია, ვიდრე ცენტრალური მცველი, თუმცა ერიკ ბაიისთვის შესანიშნავი პარტნიორია მიმდინარე სეზონის განმავლობაში იმის ფონზე, რომ კრის სმოლინგი ახლა გუნდთან ერთად არ არის.
დიახ, ყველას და ყველაფერს ვერ ამარცხებს. რატომ? იმიტომ, რომ პრემიერ ლიგისთვის ფიზიკურად შეზღუდულია და ხალხი მის ჩავარდნას ელის. ვთვლი, ჯერ კიდევ ვთვლი, რომ "სიტის" წინააღმდეგ დინამიკურმა კევინ დე ბრუინემ დაჩაგრა. ხანგრძლივ პერსპექტივაში ბაიის პარტნიორად სმოლინგს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი", - განაცხადა "იუნაიტედის" ლეგენდამ.