"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა მიანიშნა, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას აპირებს.
დამოუკიდებლად მუშაობის პირველი გამოცდილება ნევილისთვის სრული კრახით დასრულდა - "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ 16 მატჩის განმავლობაში მოგვევლინა.
ესპანურ გუნდთან მუშაობის დასრულების შემდეგ გარი ტელევიზიაში დაბრუნდა, სადაც მიანიშნა, რომ სამწვრთნელო კარიერას აღარ განაახლებს.
"ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული ზედმეტად დიდია, მაგრამ გულახდილად ვთვლი, რომ სამწვრთნელო საქმიანობასთან დაბრუნება დიდი პროექტების სიუხვის გამო გამიჭირდება.
უახლოეს დროში - როგორც მინიმუმ მომდევნო ხუთ წელიწადში - მწვრთნელობას ვერ შევძლებ, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამის გაკეთება არც მინდა. შეიძლება, მწვრთნელი აღარასდროს გავხდე, მაგრამ ეს დანაკარგი არ იქნება. ზოგიერთს მიაჩნია, რომ დანაკარგია, მაგრამ ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ საჩემო არ არის", - განაცხადა ინგლისელმა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.