"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოლ პოგბას შესახებ კომენტარი გააკეთა და ფრანგის კრიტიკოსებს თავისი არგუმენტით უპასუხა.
"ოლდ ტრაფორდზე" რეკორდული თანხის სანაცვლოდ გადასვლის შემდეგ პოგბას ჯერ კიდევ არ გამოუჩენია თავი გატანილი გოლით და არც მისი თამაში იწვევს აღტაცებას, რის საფუძველზეც ფრანგის კრიტიკოსები მომრავლდნენ, თუმცა შვედი ფორვარდი მათ "ეჭვიანებს" უწოდებს და არ ეთანხმება.
"პოლი იმ თაობის წევრია, რომელიც საფრანგეთში მნიშვნელოვანი ხდება. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ვერ მოიგო, სამწუხაროდ, მაგრამ ძლიერი თაობა ჰყავთ და ისინი უკეთესები გახდებიან, პოლი კი ერთ-ერთი მათგანია და ისიც უკეთესი გახდება იქიდან გამომდინარე, თუ რა გააკეთა.
აქამდე პოლს პირადად არ ვიცნობდი, ეს ბიჭი შრომისმოყვარეა და პროგრესირება სურს, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ეს ეჭვიანი ხალხი მის შესახებ ნათქვამ სიტყვებს უკან წაიღებს, რადგან ის მხოლოდ უკეთესი გახდება", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.