გამოცემა Daily Mail იუწყება, რომ მანჩესტერი უახლოეს დღეებში ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს ”კრისტალ პალასის” ახალგაზრდა ტალანტს, უილფრიდ ზაჰას.სწორედ ”იუნაიტედი” გამოხატავს ყველაზე დიდ ყურადღებას ინგლისელი ვინგერის მიმართ და უახლოეს 48 საათში ეცდებიან მის გადაბირებას.”კრისტალ პალასი” ზაჰას გაყიდვას აპირებდა 20 მილიონად, შემდეგ ფასი 18 მილიონ ფუნტმდე დაეცა, ”იუნაიტედი” კი მხოლოდ 12 მილიონის შეთავაზებას აპირებს, ამას დამატებული ბონუსებით, რომლის შესახებაც ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი.
არის შესაძლებლობა, რომ უილფრიდმა ასპარეზობა დარჩენილ სეზონში ”პალასში” გააგრძელოს არნედის წესით.ასევე ამ კლუბში შეიძლება აღმოჩნდეს რამდენიმე ფეხბურთელი მანჩესტერიდან.ფეხბურთელის შეძენა ”არსენალსაც” სურს და საინტერესოა, რომ თვითონ ზაჰაც ამ კლუბის გულშემატკივარია.ცნობილი გახდა, რომ ამ კვირაში ”კრისტალ პალასის” და ”ბარნლის” მატჩს ესწრებოდა სერ ალექს ფერგიუსონის დამხმარე, მაიკლ ფელანი.თვითონ ვინგერიც არ გამორიცხავს გუნდის დატოვებას ზამთარშივე.
”მე აღარ ვარ ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელი.თუ ჩემს მიმართ რომელიმე კლუბი ინტერესს გამოხატავს, არც მე და არც ჩემი კლუბი წინააღმდეგნი არ ვიქნებით და შესაბამისად, მე კლუბის დატოვება მომიწევს”.
რამდენიმე დღის წინ კი ზაჰამ თავის ტვიტერზე შემდეგი რამ დაპოსტა: