უკვე მეორე სეზონია, რაც ”მანჩესტერის” კაპიტანს სერიოზული ტრავმები აწუხებს. ”წითლები” უკვე ეგუებიან ვიდიჩის დაკარგვას, რომელიც ”მანჩესტერის” დაცვის ბურჯია და მსოფლიაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება.
როგორც იტყობინებიან, ”მანჩესტერ იუნაიტედს” აქვს გიგანტური შემოთავაზება ”ანჟისგან” 33 მილიონი ფუნტის სახით. ”ანჟის” ოცნებაა ხელში ჩაიგდოს ვიდიჩი, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება რუსულ პრემიერ ლიგაში თამაშის. ის მოსკოვის ”სპარტაკში” თამაშობდა, საიდანაც ”მანჩესტერში” გადაბარგდა 2006 წელს.
იმასაც დავამატებ, რომ ”მანჩესტერს” ვიდიჩის ჩანაცვლება ”ფულჰემის” მცველით ბრედ ჰანგელანდით შეუძლია, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. ჰანგელანდის მაგივრად, ფერგის ჰყავს რიო ფერდინანდი, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი და ჯონი ევანსი.