თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2016, 11:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3628,
კომენტარები: 15
"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
მანჩესტერული დერბის ტაქტიკური ანალიზი.
"იუნაიტედმა" თავისი პირველი მატცხი განიცადა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ და, სამწუხაროდ, ეს მანჩესტერულ დერბიში მოხდა.

შემადგენლობები

მიუხედავად მოურინიოს სიტყვებისა, რომ აგუეროს არყოფნაში "სიტის" შემადგენლობის გამოცნობა უფრო რთული იქნებოდა, რადგან გუნდს უფრო მეტი ვარიანტი გამოუჩნდა, მხოლოდ ზარმაცი თუ ვერ მოახერხებდა გამოცნობას. ფლანგები ნოლიტოსა და სტერლინგის სახით და თავდასხმა გამოკვეთილი ფორვარდით იჰეანაჩოს სახით.

აი, თავად ჟოზემ კი, რომელმაც საკუთარ თავს უღალატა, გადანაცვლებები განახორციელ და ერთბაშად ორი ცვლილება გააკეთა - სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა ჯესი ლინგარდი, რომელიც ინგლისის სუპერთასის მერე არ გვინახავს და ჰენრიხ მხითარიანი, რომელმაც თავისი ქვეყნის ნაკრებში მიღებული ტრავმა ახლახანს მოიშუშა.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ჟოზეს აზრი გასაგები იყო: ლინგარდი და მხითარიანი - სწრაფი ფეხბურთელები არიან, რომელთაც კოლაროვსა და სანიაზე, გვარდიოლას სქემაში ცენტრში ხშირად შემწევ ფეხბურთელებზე ზეწოლა უნდა მოეხდინათ.

და თუ გასაგებია მატას ჩანაცვლება ჰენრიხით, რამეთუ სომეხი ხუანზე გაცილებით სწრაფია, მარსიალის ნაცვლად ლინგარდის გამწესების მთავარი მიზეზი ფრანგის სუსტი თამაში და ნაკრებში ასპარეზობა განაპირობებდა.

გადამწყვეტი მომენტები

როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, მოურინიოს მიერ ლინგარდსა და მხითარიანზე დადებულმა ფსონმა არ გაამართლა. ორივე ფეხბურთელი სწრაფად კარგავდა ბურთს პრესინგის დროს და არც საკმარისი სივრცე ჰქონიათ იმისათვის, რომ კონტრშეტევაზე გაქცეულიყვნენ.

მე-7 წუთი

როგორ უნდა ემუშავა "იუნაიტედის" შეტევას მხითარიანთან ერთად, მეშვიდე წუთის ეპიზოდში შეგვიძლია ვნახოთ. წართმევა მოედნის ცენტრში (შეამჩნიეთ: მარუან ფელაინის უშუალო მონაწილეობით) და რუნი გრძელი გადაცემით პოულობს ჰენრიხს.



შეტევაში ჩართულმა პოგბამ შორეული დარტყმა სცადა, თუმცა წინ საკმაო სივრცე ჰქონდა იმისათვის, რომ ბურთი კართან ახლოს მიეტანა. ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

მე-13 წუთი


ბურთის კიდევ ერთხელ წართმევა ფელაინისგან საყრდენ ზონაში და სწრაფი გადაცემა ზლატანს. სამწუხაროდ, იბრაჰიმოვიჩმა ამ ეპიზოდში პარტნიორები არ შეამჩნია ან ვერ შეამჩნია და ეპიზოდის თვითონ გადაწყვეტა მოისურვა. დაკარგვა.



ლოგიკური და იოლი გადაწყვეტილება იყო შეტევაში ჩართულ ლინგარდზე პასის გაკეთება: მცველი ზურგით კარისკენ იდგა და ჯესი ფლანგიდან ერთი-ერთზე გავიდოდა და თუკი თავად ვერ გაიტანდა, სავსებით შესაძლებელი იყო პასით რუნი ან მხითარიანი მოეძებნა.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა

***

გატანილ გოლამდე, მიუხედავად იმისა, რომ "სიტი" თამაშს აკონტროლებდა, მოურინიოს ჩანაფიქრი ამართლებდა. ეს მოურინიოს კარიერაში ხშირად გვინახავს. სხვა საქმეა, რომ შემტევმა ფეხბურთელებმა ამ ეპიზოდებში ინდივიდუალურად ძალზედ სუსტად ითამაშეს.

მე-15 წუთი, "იუნაიტედის" შეტევა და დე ბრუინეს გოლი

პირველი გოლი "სიტიმ" უკვე მე-15 წუთზე გაიტანა და ამაში მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის დამნაშავე. გუნდმა თამაშის ამ მონაკვეთში უკბილოდ ითამაშა.



მოდით, სულ თავიდან გადავხედოთ ეპიზოდს. "იუნაიტედი" ვალენსიას ჩაჭრის მერე კონტრშეტევაზე გადადის და აქ ჩნდება პირველი პრობლემა - ჰენრიხს უბრალოდ გასაქცევი არსად აქვს: იმდენად ქვევით არის დახეული, რომ როცა ბურთი მიიღო, მთელი მოედნის გარბენა მოუხდა, რათა მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მისულიყო. "სიტის" დაცვა ზონების გადაკეტვას ახერხებს.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ამიტომაც, მხითარიანი უკან ბრუნდება და შეტევა რუნიზე ცენტრში გადააქვს. თავდასხმა კაპიტნის არაზუსტი პასით სრულდება და ბურთი რიკოშეტის შემდეგ "სიტის" კუთხურის ალამთან მიდის.

აქ მეორე პრობლემას ვხედავთ - გუნდური მოქმედებების შეუთანხმებლობას. ჰენრიხმა არ იცის, რა მოიმოქმედოს - პრესინგზე წავიდეს თუ დაცვაში დაბრუნდეს (ან მხითარიანს ეგონა, რომ ბურთი მოედნის ფარგლებს გადაკვეთდა).

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


მხითარიანი მხოლოდ მაშინ ახდენს რეაგირებას, როცა იბრაჰიმოვიჩი ბრავოზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


მაგრამ უკვე გვიანია და ზეწოლა საკმაოდ უნიათოა. კოლაროვს საკმარისი დრო აქვს იმისათვის, რომ მშვიდად გააკეთოს პასი შეტევაში, სადაც ცენტრალური მცველები კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ: ბაიი მარცხდება (უფრო სწორად კი არც შედის) იჰეანაჩოსთან ორთაბრძოლაში, ხოლო ბლინდი ჩაწოდების შემდეგ დასწრებაზე აგვიანებს. შედეგად, ერთი-ერთზე გადის დე ბრუინე, რომელიც შეცდომას არ პატიობს.

***

ისე ჩანდა, რომ ჰენრიხი შეტევაში ასე ხშირად ყოფნის გამო დისკომფორტს განიცდიდა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ხუან მატა, რომელსაც ჟოზემ სწორედ ამ კომპონენტში დასდო ბრალი, უფრო ორგანიზებულად გამოიყურებოდა და თანაც ყველგან; მხითარიანის გამოყვანა უფრო ლოგიკური იქნებოდა "ჰალ სიტის" ტიპის გუნდებთან, როცა ბევრი მომენტის შექმნა შეიძლება და მოწინააღმდეგის ნახევარზე უფრო მეტ დროს ატარებ, ვიდრე საკუთარზე.

მე-16 წუთი

გატანილი გოლის შემდეგ ნამდვილი კოშმარი დაიწყო. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. დააკვირდით შეტევას, რომელიც მოედნის ცენტრიდან ბურთის გათამაშებას მოჰყვა:



ყურადღება მიაქციეთ მოედნის ცენტრში ჩავარდნას. პოგბა შეტევაში ჩარჩა, ფელაინიმ ფლანგზე აიწია. გაგვიმართლა, რომ სტერლინგს მოედანზე გამოსვლა დაავიწყდა.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა

28-ე წუთი

ჩვენი პასუხი კოლაროვის გადაცემაზე ბლინდმა გასცა. დეილიმ ჰენრიხი იპოვა და ეპიზოდი პენალტით დასრულდებოდა, მაგრამ მსაჯებმა თამაშგარე აღმოაჩინეს, რაც, რა თქმა უნდა, იყო.



36-ე წუთი. "სიტის" მეორე გოლი

მეორე გოლის ეპიზოდში გუნდმა კვლავ საოცარი პასიურობა გამოამჟღავნა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, დაცვის ფეხბურთელების განლაგება გაუგებარია. გიგანტური სივრცეები ხაზებს შორის იმის ფონზე, რომ მოწინააღმდეგის მოთამაშეები საკმაოდ მაღლა დგანან.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ამ ზონაში ადვილად გადის გადაცემები და "სიტის" ორი ფეხბურთელი არც ისე ეშმაკური პასით ადვილად გადის დაცვის ხაზს.

დიახ, მოწინააღმდეგეებს ცოტათი გაუმართლათ ბურთის ასხლეტვისას, მაგრამ როცა დე ბრუინე მარტივი ფინტით ორ მეტოქეს იშორებს, შემთხვევას არაფერი უნდა დააბრალო.



მხოლოდ ბლინდს არ დავადანაშაულებდი. სრულიად გაუგებარ რამეს აკეთებდა ყველა ფეხბურთელი და ქაოსურად მოქმედებდნენ; დეილის პოზიცია ამ შეუთავსებელი თამაშის შედეგია, არათუ უხეში ინდივიდუალური შეცდომა.

42-ე წუთი. "იუნაიტედის" გოლი

დახმარება იქიდან მოვიდა, საიდანაც არავინ ელოდა. კლაუდიო ბრავომ "იუნაიტედს" გოლი აჩუქა.



ამ მომენტში "სიტის" ფეხბურთელები მიხვდნენ, ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის და ტაიმის მიწურული ცალსახად ჩააფლავეს სიფრთხილის გამოჩენით. "იუნაიტედს" მომდევნო მომენტები უფრო ბრძნულად უნდა გამოეყენებინა.

46-ე და 47-ე წუთები


დამატებულ დროში ზლატანს ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი.

ჯერ რუნის ჩაწოდების შემდეგ:



მერე ლინგარდის პასის შემდეგ, რომელმაც მეტოქეს ბურთი საჯარიმოში გამოგლიჯა:



და თუ პირველ ეპიზოდში ბრავოს კარის აღება რთული იყო, მეორე შანსს ზლატანი არ გაუფრთხილდა იმის გათვალისწინებით, რომ საჯარიმოში მას არავინ უსლიდა ხელს და კარში მეკარე არ იდგა.

***

ჯესისა და ჰენრიხის თამაშმა მწვრთნელი არ დააკმაყოფილა და შესვენებაზე შეცვლები განახორციელა.

მოედანზე გამოვიდნენ მარკუს რეშფორდი და ანდერ ერერა. და თუ მარკუსის ცვლილება ლინგარდზე პოზიციური იყო, მეორე შეცვლამ არსებითი სხვაობა შეიტანა გუნდის შეტევის აგებულებაში: რუნი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა, პოგბამ მაღლა, "ათიანის" პოზიციაზე აიწია.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა

იმის გათვალისწინებით, რომ პოგბა პირველ ტაიმში დაცვით მოქმედებებში დაიკარგა, გადაწყვეტილება საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. საწყის წუთებში "იუნაიტედი" სტუმრებს წნეხის ქვეშ ამყოფებდა, თამაშის ხასიათი შეიცვალა, თუმცა ამას მნიშვნელოვანი მომენტები არ მოჰყოლია. მოიმატა აგრესიამ: ზლატანმა და მარუანმა თითო ყვითელი ბარათი მიიღეს.

თუმცა პეპმა სწრაფად მოახდინა რეაგირება და 53-ე წუთზე მეორე საყრდენი შეიყვანა ფერნანდოს სახით, რომელმაც ერთადერთი თავდამსხმელი იჰეანაჩო შეცვალა. ფერნანდინიომ ოდნავ მაღლა აიწია და შეტევაში აქტიურად მონაწილეობდა, რამეთუ დიდ შრომას ასრულებდა. დე ბრუინეს "ცრუ ცხრიანის" როლი მისცეს.

მე-60 წუთზე ლეროი სანემ სტერლინგი შეცვალა და მარჯვენა ფლანგზე გამოვიდა, რათა სანიას რეშფორდის წინააღმდეგ მოქმედებაში დახმარებოდა.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


პირველი მნიშვნელოვანი შეტევა "იუნაიტედმა" მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში განახორციელა. დეილი ბლინდმა მორიგი პასი გააკეთა სწრაფ შეტევაში და მარკუს რეშფორდი სტუმრებისთვის სახიფათო ზონაში აღმოცნდა.

სამწუხაროდ, ეპიზოდი არ ჩათვლილი გოლით დასრულდა თამაშგარის გამო, რომელშიც ზლატანი აღმოჩნდა.



უნდა აღინიშნოს, რომ რეშფორდს პასის გაკეთება შეეძლო, როცა ზლატანი საჯარიმოში იჭრებოდა. შესაძლოა, რეშფორდი პარტნიორს ვერ ხედავდა.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა

74-ე წუთი

"სიტიმ" ფლანგიდან სანეს კონტრშეტევით უპასუხა. ეპიზოდი ძალიან ჰგავს ჰენრიხ მხითარიანის მომენტს, როცა შეტევაში ვერ გაიქცა და საბოლოოდ ჩვენს კარში გაშვებული გოლი მივიღეთ. სანე გაიქცა.



დე ბრუინე, რომელიც ერთადერთი თავდასხმელის როლს ითავსებდა, ადვილად დაუძვრა ვაიისა და ვალენსიას.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა

ამ შეტევის შემდეგ ჟოზემ შემდეგი ცვლილებები განახორციელა: დაღლილი ლუკის ნაცვლად მარსიალი გამოვიდა - ეს ვა-ბანკ სვლა იყო. ანდერ ერერამ, რა თქმა უნდა, დაცვის სიახლოვეს უკან დაიხია, მაგრამ გუნდმა ბოლო 10 წუთი ფაქტიურად სამი მცველით ჩაატარა. დე ბრუინესა და სილვას წინ წასვლისათვის უბრალოდ ძალები არ ჰყოფნიდათ, მხოლოდ სანეს კი ცოტა რამ თუ გამოსდიოდა.

მარსიალი შეტევის მარჯვენა ფლანგზე გადავიდა, რუნიმ კვლავ ცენტრში შეიწია.

სერიოზული ზეწოლა არ მოხერხდა, თუმცა ზლატანსა და პოგბას ნახევარმომენტები ჰქონდათ.

***

მეორე ტაიმი, შეიძლება ითქვას, თანაბარი გამოდგა. კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდა "სიტისაც"(სილვას დარტყმა კარს ოდნავ ასცდა და კუთხურის სახიფათოდ ჩაწოდება დე ხეას სეივით) და "იუნაიტედსაც" (რუნი გარღვევა).

გვარდიოლამ დროულად განახორციელა საპასუხო ცვლილებები და, რაც ყველაზე მთავარია, ამან შედეგები მოიტანა. პოგბა, რომელიც შეტევის სიახლოვეს გადავიდა, კვლავ შეუმჩნეველი იყო, სანიასა და სანეს წყვილმა კი რეშფორდს რამდენიმე მიაღებინეს ბურთი თავისუფალ ზონაში.

დაკვირვება

მოწინააღმდეგე

მატჩზე დაკვირვება მოურინიოს იმ სიტყვების ქვეშ, რომელშიც მან მატჩის შემდეგ ნათლად გაუსვა ხაზი, რომ ზოგიერთმა ფეხბურთელმა ის არ მისცა, რაც მათგან მოითხოვა, საყურადღებო სურათი მოგვცა: გვარდიოლასაც შეეძლო იმავეს თქმა თავისი ფეხბურთელების შესახებ. მაგალითად, სტერლინგმა არანაკლებ ცუდი მატჩი ჩაატარა, ვიდრე მხითარიანმა; სტოუნსი და ბრავო ერთად იმდენჯერ შეცდნენ, რომ მთელი სეზონისთვის საკმარისი იქნებოდა.



თუმცა ზოგიერთი ფეხბურთელის ცუდი თამაში მატჩის საერთო სურათზე არ ასახულა. "სიტი" პრესინგითა და ბურთის კონტროლით გამოირჩა. ამასთან, გვარდიოლას გუნდს არ ეტყობა, რომ მე-60 წუთზე ყველა დაიხოცება და მაშინ შეძლებ მათ დამარცხებას (რაც ხშირად ემართებოდა "ლივერპულს" წინა სეზონში). რა თქმა უნდა, ბოქსინგ დეი და უკვე დაწყებული ევროთასები გვიჩვენებენ, მართლაც რა შეუძლია პეპის გუნდს; მაგრამ თამაშის შესახებ გავბედავ პროგნოზირებას, რომ ეს გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. სხვა საქმეა, რომ ბრავოსა და სტოუნსის სასწაულმოქმედება ძვირად შეიძლება დაუჯდეთ და დე ბრუინეზე დამოკიდებულებაც, შესაძლოა, ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ მაინც არის.

გადაცემების სიზუსტე

სეზონის პირველ ნაწილში "იუნაიტედი" გადაცემების საშულო 87%-იან სიზუსტეს აჩვენებდა.

პირველ ტაიმში ეს მაჩვენებელი 76%-მდე დაეცა, იმის ფონზე, რომ "იუნაიტედმა" მეტოქეზე ორჯერ ნაკლები პასი გააკეთა.

"ძლიერი მეტოქე". "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ბევრი დაკარგვა და ნაკლი - პირველ ყოვლისა ფლანგის ნახევარმცველებს მხითარიანსა და ლინგარდს.

დასკვნა


მიუხედავად მატჩის წინ ატეხილი მთელი აჟიოტაჟისა, საკმაოდ ჩაკეტილ თამაშს ველოდი შესაძლო ანგარიშით 0-0; მაგრამ მატჩი ყველაზე მაღალსანახაობრივი გამოდგა.

მარცხმა, რა თქმა უნდა, განწყობა გაგვიფუჭა და მატჩის შემდეგ შემადგენლობასა და ცალკეულ ფეხბურთელებზე ბევრი კითხვაც გააჩინა. იმედია, მოურინიო სწორ დასკვნებს გააკეთებს, მით უმეტეს, რომ ევროთასები ზოგიერთი ექსპერიმენტის განხორციელების საშუალებას იძლევა.

მანამდე კი უნდა ვაღიაროთ, რომ მანჩესტერულ დერბიში სამართლიანად დავმარცხდით გუნდთან, რომელიც უფრო ძლიერია.



მიჩნდება აზრი, რომ ჟოზემ გარკვეულწილად თავისი თავი დაამარცხა. მაშინ, როცა გვარდიოლამ არაფერი მოიფიქრა და თავისი თამაში ითამაშა, მოურინიომ ახალი რამის გამოგონება სცადა, რაც ამ სეზონში ჯერ არ გვინახავს.

ბონუსი

რეშფორდი


გვარდიოლა და რუნი


ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
12 სექტემბერი 2016 11:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეშფორდის მომენტი მართლა ძაან მაგარი იყო love მაგარი კაცი გაზარდა გუნდმა და მჯერა დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს

ყველაფერი ბლინდს შეეტენა, შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს თამაში მთლიანად გუნდმა და პირველ რიგში მოუმ წააგო და არა რომელიმე კონკრეტულმა ფეხბურთელმა. ნახევარდაცვა საერთოდ მოშლილი იყო, დე ბრუინემ ლელოები დაგვიდო, გაგვიმართლა რამდენიმე ეპიზოდში. კარგად შეთამაშებულია უკვე სიტი და ძალიან მაგარ გუნდად ყალიბდება

პოგბასგან ძალიან ბევრს ველოდი, მინიმუმ ცენტრში ხალხისთვის ხელის შეშლა მაინც ეცადა. გასაგებია რომ ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს და ესე უცებ ვერ გახდება გუნდის მამოძრავებელი ძალა მარა მაგისგან გაცილებით მეტს ველით

ჩვენი დაცვის "მაგრობა" ზუსტად ესეთ თამაშებში ჩანს. სმოლინგს ველი ძირითადში, დაცვის ლიდერი ეგაა და არავინ სხვა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2016 12:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაგარი განხილვაა
0
№3
ავტორი: Red Heart )))
12 სექტემბერი 2016 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
რეშფორდი უკვე მაღალი კლასია
0
№4
ავტორი: ikeoni
12 სექტემბერი 2016 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Xo nu iyo shecdomebi magram am wagebit araferi mtavrdeba swor daskvnebs gamoitans joze
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 სექტემბერი 2016 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კორენევი ისე მაგრად აყალიბებს ხოლმე ყველაფერს მგონი დასამატებელი არაფერია. პირადად ჩემთვის ყველაზე გაუგებარი რაც არის ესაა მოურინიოს გადაწყვეტილება, როცა გამარჯვებული შემადგენლობა შეცვალა. დაუწერელი კანონია, რომ გუნდი როცა იგებს ის შემადგენლობა არ უნდა შეცვალო. მესმის, რომ შეიძლება პეპისთვის გარკვეული "სიურპრიზები" უნდოდა შეეთავაზებინა, მაგრამ უთამაშებელი ლინგარდით და ტრავმიანი მხითარიანით ამის გაკეთება, რომ ძალიან გაჭირდებოდა მოუს ეს უნდა სცოდნოდა.
მოკლედ ასეა თუ ისეა ამ მატჩისგან სწორი დაკსვნები უნდა გააკეთოს მოურინიომ და რაც მთავარია გუნდმა ისევ დამაჯერებლად უნდა მოიგოს თამაშები.
0
№6
ავტორი: Wardell
12 სექტემბერი 2016 12:51
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
დერბი, თამაშის დაწყებამდე წავაგეთ, ვერ ვხედავდი ვერცერთ მოთამაშეში ანთებულ თვალებს და ბრძოლის ჟინს, ან ვისში უნდა დამენახა მხითარიანში რომელიც 1 თვეა გუნდშია? თუ ფელაინიში? ესეთ დიდ მატჩებში უნდა ათამაშე ფეხბურთელები ვინც მართლა მთელი გულით გუნდზეა შეყვარებული და თავს არ ზოგავს, მახსოვს ფლეთჩერი სულ რო დამტვრეული ყოფილიყო მაინც აყენებდა ხოლმე ბაბუ ლივერპულთან და სიტისთან. მოკლედ კარგად გამოჩნდა რო ერერა ძირითადის კაცია.

რაც შეეხება სიტის და გუარდიოლას, ახალი ამერიკა არ აღმოუჩენიათ და არც ბორბალი გამოუგონიათ, ითამაშეს ისე როგორც სანდერლენდთან, სტოკთან და ბუქარესტის დინამოსთან. არაფერი ახალი არ შემიმჩნევია, ასე თამაშობდა ბარსაც და ბაიერნიც, უბრალოდ იქ უფრო მაგარი შემსრულებლები ყავდა პეპს. ვერ მივხვდი რატო დარბოდნენ მხითარიანი, ლინგარდი და ზლატანი ბრავოს საჯარიმოსთან, ელემენტარულია ვისაც მინი უთამაშია პროსტა გაგბერავენ სირბილში და მაინც მეტნი არიან გაგითამაშებენ გამოძვრებიან, ბრავოს 1-2 მარიაჟობა რო არა ეგრე იქნებოდა ზუსტად. სიტის უნდა შეხვდე შენ ნახევარზე და ის პატარა ზონა კიდევ უფრო უნდა შეუმცირო თორე ამხელა სივრცეები თუ მიეცი უეჭველი დაისჯები.

მოკლედ რაც იყო იყო, იმედია ჟოზე შეცდომაზე ისწავლის, ერთი კია ფერგიმაც წააგო სახლში ბოლო სეზონში სიტისთან და მანაც 2-1 მაგრამ არავის აჟიოტაჟი არ აუტეხავს, მშვიდად, წყნარად გავხდით ჩემპიონები, ეხლაც მაგის სუნი მცემს.
0
№7
ავტორი: bziki
12 სექტემბერი 2016 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ნუ გასაგებია რისი მიღებაც უნდოდა მოუს მხითარიანის და ლინგარდისგან სწრაფი გაცევები კონტრზე, და მცველებსაც უკეთესად უნდა დახმარებოდნენ ვიდრე მარსიალი და მატა, უფრო მოზრავი მობილური ფეხბურთელები არიან მარა რაც მივიღეთ ვნახეთ აშკარად არ იყვნენ მზად ესეთი ტემპისთვის არც ფიზიკურად არც ფსიქოლოგიურად

პოგბას გაუჭირდება ეგრევე ეპლის ტემპს აყვეს დროთა განმავლობაში აყვება

რუნი მგონი მოდის ფორმაში აშკარად უკეთესი იყო

და სმოლინგი ბლინდის კი არა ბაის მაგივრად გამოცდილება ბევრს ნიშნავს ესეთ თამაშებში

ამ ეტაბზე უკეთესი გუნდია სიტი მაგრამ მომატების პერსპექტივა აშკარად გვაქ, თამან დარწმუნებული ვარ მაგ ტემპით სიტი გადაიწვება 4 ფრონტზე + ბოქსინგდეი ვნახოთ რა იქნება ბოლოს
0
№8
ავტორი: Lady in red
12 სექტემბერი 2016 12:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
სიტი შეთამაშებულია, მაგარამ არა დაუმარცხებელი. ყველაზე კარგად ასეთ თამაშებში ჩანს გუნდის მინუსები და ეს მწვრთნელმა უნდა დაინახოს, მოუს შეცდომა ძირითადის შეცვლა იყო და ამან გუნდი დააბნია აშკარად. ყველაფერი წინ არის და იმედი მაქვს გამოსწორდება ის შეცდომები, რაც სიტისთან გამოჩნდა.
0
№9
ავტორი: Legend Sir Alex
12 სექტემბერი 2016 13:09
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მსიამოვნებს ესეთი სტატიები და იმედია ყოველი მატჩის შემდეგ დაიდება, გულდასაწყვეტია ეს მარცხი, სჯობს სწრაფად დაივიწყოს გუნდმა მარცხი და ფოკუსირება მომდევნო მტჩებზე მოახდინოს, ამ მარცხით არაფერი არ მთავრდება ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. GGMU! love manunited love
0
№10
ავტორი: dachi_mu
12 სექტემბერი 2016 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Pirvel rigshi madloba avtors am ganxilvistvis,dzaan dzaan didi madloba tan, rac sheexeba tviton tamashs,gunds ukve chempionobas vtxovt,van gaalis dros evropa ligis gundi viyavit da amisken sheguebas mogviwodebda :) sxvaoba tqven gansajet :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top