თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2016, 13:08
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 4671,
კომენტარები: 20
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 1-2
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
გუშინ პრემიერ ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდნენ. მოურინიოსა და გუარდიოლას პირველი მანჩესტერული დერბი "სიტის" ახალი თავკაცის გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრაში სტუმრები 15-ე წუთზე დაწინაურდნენ, მეკარესთა პირპირ დარჩენილმა დე ბრუინმა შანსი არ დაუტოვა დე ხეას. 36-ე წუთზე კვლავ ბელგიელმა იაქტიურა და მეკარისგან შორეულ კუთხეში სცადა ბურთის გადაგზავნა, თუმცა "იუნაიტედი" ძელმა იხსნა, მაგრამ ბურთთან პირველი იჰეანაჩო აღმოჩნდა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს მოურინიოს შეგირდებმა 1 ბურთის გაქვითვა მოახერხეს, კლაუდიო ბრავოს შეცდომით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, "იუნაიტედი" 1-2 დამარცხდა თანაქალაქელ "სიტისთან".

შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ვალენსია, ბაიი, ბლინდი, შოუ (მარსიალი 81'), ფელაინი, პოგბა, მხითარიანი (ერერა 46'), რუნი, ლინგარდი (რეშფორდი 46'), იბრაჰიმოვიჩი.

მანჩესტერ სიტი: ბრავო, სანია, სტოუნსი, ოტამენდი, კოლაროვი, დე ბრუინი (საბალეტა 90'), ფერნანდინიო, სილვა, სტერლინგი (სანე 60'), იჰეანაჩო (ფერნანდო 53'), ნოლიტო.

მიმოხილვა



პირველი ტაიმი



მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
20 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 სექტემბერი 2016 13:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან გამმიტყდა ეს წაგება. რატომღაც ყველა დარწმუნებული იყო მოგებაში, ესე არ ვყოფილვარ თუმცა ესეტ თამაშს საერთოდ არ ველოდი. კონტრშეტევების დროს მკვდარი იყო გუნდი, უთამაშებელი ლინგარდი რამდენჯერ კარგავდა ბურთს ვერც ვითვლიდი, მხითარიანიც სხვაგან იყო, არადა იდეაში ორივე ფლანგიდან აქტიურები უნდა ვყოფილიყავით. ზლატანმაც ბევრი გააფუჭა, მარა თავისი გოლი მაინც შეაგდო

ყველაზე მეტად ფელაინი მომეწონა განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ბევრს იბრძოდა და უჯარიმოდაც wink პოგბა საერთოდ დაკარგული იყო, ან ესე ნელა რატო მოძრაობდა no ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა მოედანზე მყოფთაგან არავინ იცოდა სად იყო და რას აკეთებდა

ამით არაფერი დასრულებულა, ჯერ ყველაფერი წინაა მარა მოუ მაინც გუარდიოლას ბულკად რჩება, ყველაზე დიდი პრობლემაა მაგისთვის ეგ ტიპი areyoukiddingme
0
№2
ავტორი: shotkin
11 სექტემბერი 2016 13:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბოლომდე ისეთი შეთამაშებულები არვართ როგორც სიტი ამ ეტაპზე აქაც გამოჩნდა, მარსიალი უდა შევიდეს ფორმაში პოგბა ეპლს რიტმს მიეჩვიოს ამხელა ტემპს 90 წუთი ჯერ ვერ ყვება და ფორმაც უნდა აკრიფოს , მოკლე დ გუნდი უნდა შეამაშდეს მხითოც ნელ ნელა მარჯვენა კრაიზე უნდა ათამაშოს მოუმ და მგონია რო დავბალანსდებით უკვე სერიოზული ძალა ვიქნებით და მეორე თამაშს უკეთესად ვითამაშებთ სიტისთან, მოუმ კიდე ვარდიოლას ტაქტიკას რამე უნდა მოუფიქროს და ეჭვიც არმეპარება მაგაში
პ.ს ლინგარდი აღარ უნდა იდგეს სასტავში კაი ბიწია მახიმუმს დებს ზოგადად თუნდაც ლესტერთან მაგის გოლი ან ფა თასის ფინალი რად ღირს მარა რეალობა ასეთია ეს ბიჭი არაა ეს დონე
0
№3
ავტორი: dachi_mu
11 სექტემბერი 2016 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Araferii ar momxdara am marcxit araferii mtavrdeba :)
0
№4
ავტორი: Red Heart )))
11 სექტემბერი 2016 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
არაა რა ლინგარდი მარტო უემბლიზე დაიშვება wink
0
№5
ავტორი: Lady in red
11 სექტემბერი 2016 13:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
არ ვთვლი, რომ სიტი დაუმარცხებელია და არც იმას ვთვლი, რომ სიტი ბოლომდე ასე ითამაშებს უბრალოდ, ეს თამაში წავაგეთ ტაქტიკურად და ძირითადი გუნდის უაზრო ცვლილებით ლინგარდის და მხითარიანის სახით, თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება ეტიჰეტზე ასე რომ, ამით არაფერი არ დამთავრებულა. ყველა მეტოქე დასაფასებელია და გადაჭრით მე პირადად, ვეღარ ვამბობ გუნდი როდის მოიგებს და როდის არა ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, მაგრამ ახლა დალაგდება ყველაფერი დრო არის საჭირო, მთავარია მომენტების გამოყენება, ბრძოლა და გულიანად თამაში. გულიანად თამაში რეშფორს გამოსდუს ძალიან კარგად და შედეგსაც დებს. ამ ერთი თამაშით არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ მომდევნო მატჩები ასე არ უნდა გაგრძელდეს და მაგალითი უნდა იყოს ეს მწვრთვნელისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც.
0
№6
ავტორი: ლადო
11 სექტემბერი 2016 14:17
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნათელი მაგალითია ჩვენი გშემატკივრების იმისა რომ განაღდებული არაფერი გვქონდა. ყველა იმ გულშემატკივარს გავკარი ვისაც თავისი გუნდის არ სჯერა. მაგრამ ობიექტურად რომ გვემსჯელა, სიტი ჩვენზე შეკრული გუნდია. თავისი იენაჩოებით და ნოლიტოებით.. სამი-ოთხი ფეხბურთელი ვინც შეიძლება ჩვენს ფეხბურთელებს კონკორენცია გაუწიოს აგუერო, დე ბრუინი, სილვა და კომპანი. აქდან ორი აკლდათ და ის ორიც რო დაემატება უკეთესად ითამაშებენ... ჯერ არაფერი დაგვიკარგავს. დარწმუნებული ვარ მოურინიო რამეს მოიფიქრებს
0
№7
ავტორი: giorgiginturi
11 სექტემბერი 2016 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: NINI_ivanishvili
არ ვთვლი, რომ სიტი დაუმარცხებელია და არც იმას ვთვლი, რომ სიტი ბოლომდე ასე ითამაშებს უბრალოდ, ეს თამაში წავაგეთ ტაქტიკურად და ძირითადი გუნდის უაზრო ცვლილებით ლინგარდის და მხითარიანის სახით, თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება ეტიჰეტზე ასე რომ, ამით არაფერი არ დამთავრებულა. ყველა მეტოქე დასაფასებელია და გადაჭრით მე პირადად, ვეღარ ვამბობ გუნდი როდის მოიგებს და როდის არა ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, მაგრამ ახლა დალაგდება ყველაფერი დრო არის საჭირო, მთავარია მომენტების გამოყენება, ბრძოლა და გულიანად თამაში. გულიანად თამაში რეშფორს გამოსდუს ძალიან კარგად და შედეგსაც დებს. ამ ერთი თამაშით არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ მომდევნო მატჩები ასე არ უნდა გაგრძელდეს და მაგალითი უნდა იყოს ეს მწვრთვნელისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც.


ნიიინ როგორ ხარ? wink მოდი ასე ნუ შევაფასებთ ყველაფერს და ნუ გავნსჯით იმასაც შევხედოთ რომ გუნდი მოდის ფორმაში....
ეს ის სამყაროა სადაც ხალხი უბრალოდ უძლურია და ნერვიულობად გვრჩება ჩვენი საყვარელი გუნდის არ თამაში ან ვერ თამაში....
სულ უბრალო რეალობას შეხედეთ რატო უნდა წაგვეგო? ხალხი გვაკლდაა? ნაკლები ვიყავით? wink
აქ უბრალოდ ხელებს ითბობენ დიდი მილიარდებით და სამომავლოდ იმშვიდებენ თავს აწიეს კუში ისე რომ 1X-იც დაეწერა ხალხს....და ალბათ ნახევარ სამყაროს... და მოდი ამ კუთხით შეხედეთ შეგიძლიაათ? თუ რატომ ფრეც კი არ ითამაშეს,, ან თუ რატო წააგო გუშინ ბარსელონამ ვიღაც ალავესთან დ.ა.შ.... რამდენიც უცნაურობის წინაშე ვდგებით და დღეს არ არსებობს ძლიერი და სუსტი გუნდა ვისაც ვისთანაც უნდა და რადროსაც იმასთან მოაგებინებენ.....
უბრალოდ დავმშვიდდეთ და ვიყოთ კარგად იუნაიტედის ფანები wink სიტიც ძალიან ბევრ ქულას დაკარგავს მერწმუნეთ.....
0
№8
ავტორი: LASHQARA
11 სექტემბერი 2016 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
მოკლდ ეხლა რომ უყურე ახლიდან ამ მატჩს ბლინდის ძალიან ცუდი შეცდომა გამოჩნდა კარგათ ,მაგას სმოლინგი არგააკეთებდა ბლინდი არ არის მცველი ცენტრია ეგ კაცი და ვერცერთმა მწვრთნელმა სწორი პოზიცია ვერ ათამაშა თორე ჭკვიანი ფეხბურთელია მოედანს ხედავს, მერე მეორე გოლზე დგას მთელი დაცვა და უყურებს რას უყურებ რა მოხდება იმოძრავე ბურთს გაყევი მეკარემ რო თვალი გააყოლოს მესმის და მთელმა დაცვაამ აქ ვნახე პირველად.. რუნიზე გაშლილი ფეხით რომ ითამაშა ბრავომ დაკარგული რო ქონდა პოზიცია ეგ მარტო პენალი კი არა წითელიც იყო . პოგბა და ფელაინი თავის საქმეს მშვენივრად აკეთებდა ვალენსია იყო კიდე შეუდარებელი მშვენიერ ფორმაშია love ზევით უჭირდათ დანარჩენებს უფანტაზიოდ უტევდნენ თორე ცენტრი მშვენიერი იყო დაათრევდნენ ბურთს მთელი თამაშიშეტევაში გადაყავდათ გუნდი აი აქ გამოცნდა რომ სისწრაფეა საჭირო და რეშფორდი და მარსიალი რო ყოფილიყო ეს თამაში ესე არ დასრულდებოდა love სიმართლე რომ გითხრათ ტაქტიკის ბრალი იყო ბევრი რამე და მაურინიოსგან არ ველოდებოდი რომ ტაქტიკურად გვარდიოლას ვერ ჩაუდებდა რავიცი ვნახოთ შემდეგ დერბიზე რას მოიფიქრებს მანამდე კი ლივერპული გვეყოლება დასანგრევი და ძალიან რთული იქნება მათი დამარცხება დღეს სიტიზე უკეთ ლივერპული გამოიყურება ძალიან სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს winked მოკლედ ისევ დაცვაში გვაქ პრობლემები და შეთამაშება აკლია გუნდს ერთმანეთის უკეთ უნდა ესმოდეთ მოედანზე თუ უნდათ რამეს მიაღწიონ am წინ დიდი გზაა და აქ ერთი და ორი თამაშით ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, მხოლოდ ესე შევხვდებით სეზონის ბოლოს გამარჯვებულები love am
0
№9
ავტორი: vitali60
11 სექტემბერი 2016 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
დასანანია რომ დავმარცხდით.გვარდიოლამ აჯობა დღეს მოუს, ქათამი ლინგარდი და მხითარიანის დაყენება იყო შეცდომა, რაც მოუმ აღიარა. მაგრამ არაუშავს ესპანეთშიც ასე დაიწყო მოუმ მაგრამ მერე გადაუჯოკრა ბასელონას და ააცმევინა გვარდიოლას ესპანეთიდან, აქაც ასევე მოხდება, ღმერთი არს ჩვენთან
0
№10
ავტორი: Red Heart )))
11 სექტემბერი 2016 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ციტატა: ლადო
ნათელი მაგალითია ჩვენი გშემატკივრების იმისა რომ განაღდებული არაფერი გვქონდა. ყველა იმ გულშემატკივარს გავკარი ვისაც თავისი გუნდის არ სჯერა. მაგრამ ობიექტურად რომ გვემსჯელა, სიტი ჩვენზე შეკრული გუნდია. თავისი იენაჩოებით და ნოლიტოებით.. სამი-ოთხი ფეხბურთელი ვინც შეიძლება ჩვენს ფეხბურთელებს კონკორენცია გაუწიოს აგუერო, დე ბრუინი, სილვა და კომპანი. აქდან ორი აკლდათ და ის ორიც რო დაემატება უკეთესად ითამაშებენ... ჯერ არაფერი დაგვიკარგავს. დარწმუნებული ვარ მოურინიო რამეს მოიფიქრებს

ყველაზე მეტად ვისიც ამ მატჩში მეშინოდა კელეჩი იჰეანაჩო იყო hi2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top