თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2016, 13:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3038,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ბრძოლა თუ გინდათ, კრივის მატჩს დაესწარით"
ჟოზე მოურინიო გვარდიოლასთან კონფლიქტის განახლებას არ აპირებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტის ჩახშობისათვის მზად არის.

ესპანეთში ერთად მუშაობის პერიოდიდან მოყოლებული, მწვრთნელებს არც ისე კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, ეს დაპირისპირება კი ახლა მანჩესტერში გრძელდება.

"თქვენ, ჟურნალისტებს ჩემგან ხმაურიანი სათაურის მიღება გსურთ, მე კი სადილზე მაგვიანდება. ჩვენ განსხვავებული მიზნები გვაქვს. თქვენ ხმაურიანი ისტორიები გჭირდებატ, მაგრამ მე არაფერი მომიმზადებია.

პეპს პრემიერ ლიგის მწვრთნელების შეკრებაზე შევხვდი და ბევრი ვისაუბრეთ. ეს თქვენ გსურთ რაღაც კონფლიქტი, ბრძოლა. თუ ასეა, წადით და კრივის მატჩს დაესწარით. შაბათს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება იქნება და არა მოურინიოსა და გვარდიოლასი",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

ჟოზეც არც გვარდიოლასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირება მიაჩნია რეალურად. მოურინიო დარწმუნებულია, რომ მსგავსი საკითხები უკანა პლანზე გადავა, როცა მოედანზე გუნდები გავლენ.

"არასდროს მსმენია, ზლატანს ეთქვას, რომ გვარდიოლა ცუდი მწვრთნელია. არაფერია უჩვეულო იმაში, რომ მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის კონფლიქტი არსებობს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ.

სულ რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე, რომ ედენ აზარს ანტონიო კონტე უყვარს, მაგრამ მე არ ვუყვარდი. მაგრამ ის ჩემს მტრად სულაც არ მიმაჩნია - ასეთი რამ ფეხბურთში ხდება.

თუ გგონიათ, რომ ზლატანი გოლის გატანის შემთხვევაში პეპისკენ გაიქცევა და იქ აღნიშნავს, ძალიან ცდებით; ეს არ მოხდება. თქვენ ხმაურიანი ისტორიები გჭირდებათ, პრესის სათაურები, მაგრამ ეს მხოლოდ ფეხბურთის 90 წუთია ორ ძალიან კარგ გუნდს შორის, რომელთა რიგებში უამრავი ფანტასტიკური ფეხბურთელია",
- დაასრულა მოურინიომ.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
10 სექტემბერი 2016 14:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მთავარია ზლატანმა გოლი გაიტანოს და სადაც უნდა იქ გაიქცეს. ადვილი თამაში არ იქნება, მთავარია ბოლომდე ბრძოლა და თავდაჯერებულობა, როგორც ეს ჰალთან თამაშის დროს გამოამჟღავნეს. საკმაოდ კარგი დღეა მატჩის მოსაგება.
0
№2
ავტორი: ლადო
10 სექტემბერი 2016 14:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დიდება თქვენს გამოჩენას ბატონო დუმბო!
0
№3
ავტორი: kantona-7
10 სექტემბერი 2016 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მაგარ თამაშს ველი და სული გამძვრა უკვე ლოდინით როდის დაიწყება manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: SANDROGRIGA
10 სექტემბერი 2016 14:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რთულია არ დაეთანხმო
0
№5
ავტორი: dybbuk
10 სექტემბერი 2016 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
პოგბას ერთადერთი გოლით იგებს მანიუ, ნანახი მაქვს ეს თამაში wink
0
№6
ავტორი: ikeoni
10 სექტემბერი 2016 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Zlatanma unda tenos ra❤️
0
№7
ავტორი: levionok
10 სექტემბერი 2016 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რეშფორდი გაიტანს მაგრად მჯერავსდა სხვები რამდენს მიამატებენ ვნახოთ 11 ვემ რომ გაიტანოს ურიგო ვარიანტი არ არის :D

რა აინტერესო შემადგენლობა გამოიყვანა მატა,მარსიალი სკამზე ლინგარდს და მიხითარიანს ენდო მარსიალის დასჯენა სკამზე გამოვიცანი თუმცა რეშფორდი მეგონა და არა ლინგარდი ვნახოთ ვნახოთ :)
0
№8
ავტორი: nika manchester
10 სექტემბერი 2016 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ზლატანა გაიტანს
0
№9
ავტორი: niksonpro101
10 სექტემბერი 2016 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
სჰენ მოგი*** დედის მუ*ელი გვარდიოლა ხარ ტო შვაბრიოლა am
0
№10
ავტორი: jokero89
10 სექტემბერი 2016 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ცოტაც და გახურდება თამაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top