"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პირობას დებს, რომ ჟოზე მოურინიოს შეთავაზებას დათანხმდება და მასთან ერთად ღვინის დალევაზე მიპატიჟებას მიიღებს.
შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" მოურინიოსა და გვარდიოლას დაპირისპირება კიდევ ერთხელ განახლდება, თუმცა ესპანელი ამტკიცებს, რომ ჟოზე მოურინიოსადმი მტრულად სულაც არ არის განწყობილი.
"თუ დამპატიჟებს ჭიქა ღვინოზე, დავთანხმდები. ბევრჯერ მითქვამს, რომ მას პატივს ვცემ. ჩემი ყველა კოლეგისა და მოწინააღმდეგისგან გაკვეთილის მიღებას ვცდილობ და არც ისაა გამონაკლისი. ჟოზე ჩემი მწვრთნელი იყო, როცა ბობი რობსონის ასისტენტი გახლდათ.
ჩვენი ბოლო შეხვედრა მადრიდში რთული გამოდგა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ პრემიერ ლიგის მწვრთნელების შეხვედრაზე შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ რონალდ კუმანსა და ტონი პიულისთან ერთად. ასე რომ, ყველაფერი რიგზე გვაქვს. ჩვენი დაპირისპირება - ეს უფრო მედიის გამონაგონია", - აცხადებს გვარდიოლა.