თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2016, 07:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2587,
კომენტარები: 10
მოურინიო: "აგუეროს არყოფნა საქმეს ართულებს"
ჟოზე მოურინიო სერხიო აგუეროს დანაკლისს "იუნაიტედის" უპირატესობად არ მიიჩნევს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ სერხიო აგუეროს გარეშე დარჩენილი "მანჩესტერ სიტი" კიდევ უფრო რთულად დასამარცხებელი მეტოქე იქნება.

დღეს "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერული დერბი შედგება, რომელსაც არგენტინელი თავდამსხმელი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. "ვესტ ჰემის" მცველის, უინსტონ რიდის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ აგუერო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

"იუნაიტედის" პორტუგალიელი მწვრთნელი თვლის, რომ აგუეროს დანაკლისი "სიტის" კიდევ უფრო ამოუცნობ გუნდად აქცევს, რადგანაც მის ნაცვლად პეპ გვარდიოლას არაერთი სხვადასხვა ფეხბურთელის გამოყენება შეუძლია.

"აგუეროს დისკვალიფიკაცია სიტუაციას ცვლის, რადგანაც ასე საქმე გვირთულდება. როცა აგუერო ხელმისაწვდომია, ვიცით, რომ აუცილებლად ითამაშებს, მათ სქემას ვიცნობთ, მათ მოძრაობას ვიცნობთ. არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ მისი კალიბრის ფეხბურთელი უთუოდ ითამაშებს, როცა ხელმისაწვდომია.

თამაშის არჩევის საოცრად მრავალი ვარიანტი აქვთ. ახლა გვარდიოლას ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. შეუძლია ათამაშოს იჰეანაჩო, სტერლინგი, ან დავიდ სილვა "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე ხაზებს შორის. მას ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს.

ამ მატჩისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ, სიტუაციათა თანმიმდევრობით ვემზადებით, რადგანაც ჩვენს ფეხბურთელებს არაპროგნოზირებადობის დოზას ვუმცირებთ.

ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს სამუშაოს შესრულება გაუჭირდებათ მოწინააღმდეგის მრავალი სათამაშო ვარიანტის გამო. ვიცი, რომ ურთიერსაწინააღმდეგოდ ჟღერს, მაგრამ აგუეროს არყოფნა სიტუაციას უფრო გვირთულებს",
- აცხადებს მოურინიო.

წყარო: bbc
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 სექტემბერი 2016 09:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნუ რაღაც მომენტში მართალია მოურინიო და როგორც იტყვიან ხოლმე მედალს ორი მხარე აქვს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აგუეროს არ ყოფნა უფრო დიდი თავის ტკივილი იქნებოდა ვიდრე იმაზე ფიქრი თუ რა სქემით და რომელი ფეხბურთელით ათამაშებს გუნდს გვარდიოლა.
0
№2
ავტორი: nika manchester
10 სექტემბერი 2016 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
არა კაცო კაია რო არაა თორე ეს ისეთი დედა*******ი ფეხბურთელია ერთ გოლს მაინც გაგვიტანდა
0
№3
ავტორი: ikeoni
10 სექტემბერი 2016 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11624
Martalia magram rogorc danaklisi udidesiaa yvelam ici Ra Deda motynuli igrokia)))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
10 სექტემბერი 2016 09:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არი სიმართლის მარცვალი მარა სერხიო დიდი ძალაა სიტისთვის და დააკლდებათ, რა თქმა უნდა
0
№5
ავტორი: kantona-7
10 სექტემბერი 2016 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძალიან დიდი დანაკლისიაქვს სიტის და მოუ ეღადავება ალბათ 3d_2 manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: GioDz
10 სექტემბერი 2016 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
კიდე კაი არ არი )))
0
№7
ავტორი: GeorgeBest
10 სექტემბერი 2016 11:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ ვიცი რომელი უფრო მისწორდება, აგუეროს არ ყოფნა ტუ ტუმბოს დაბრუნება მარა ფაქტია ორივე მაგარია
0
№8
ავტორი: MEMPHIS 7
10 სექტემბერი 2016 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ისე როგორც ფეხბურთელი მაგარია და ვაფასებ მაგრამ ძაან მიხარია რო დღეს არითამაშებს ჩვენს წინააღმდეგ
0
№9
ავტორი: dachi_mu
10 სექტემბერი 2016 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Joze dzaan chkviani kacia :) dzaan klasnia usrulebs :)
0
№10
ავტორი: ლადო
10 სექტემბერი 2016 14:11
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ციტატა: გიორგი
არ ვიცი რომელი უფრო მისწორდება, აგუეროს არ ყოფნა ტუ ტუმბოს დაბრუნება მარა ფაქტია ორივე მაგარია

მეც მაგის დაწერას ვაპირებდი :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top