ობერტანი თავის მანჩესტერულ ცხოვრებაზე საუბრობს.
მანჩესტერის ყოფილმა ფრანგმა ლეგიონერმა, რომელიც ამჟამად რუსეთის ჩემპიონატში მახაჩკალის ანჟიში ასპარეზობს ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ Сhampionat.com_ს სადაც მან თავის მანჩესტერულ კარიერაზე ისაუბრა
როგორი მიიღეთ მოწვევა მანჩესტერიდან, როცა სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გქონდათ გატანილი?იუნატედის სკაუტები დაახლოებით 15 წლიდან მაკვირდებოდნენ. მე უფრო ადრეც შემეძლო მანჩესტერში გადასვლა თუმცა დედის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ლიცეუმში სწავლა დამემთავრებინა. შემდეგ უნივერსიტეტშიც ჩავაბარე, თუმცა იქ სწავლა მხოლოდ 6 თვეს შევძელი. შეუძლებელია ვარჯიშებზე და ლექციებზე ერთდროულად სიარული.
სად და როდის მიიღეთ მოწვევა იუნიატედისგან?მანჩესტერ იუნაიტედის სელექციონერს, რომელიც დიდხანს მაკვირდეებოდა , პარიზში შევხვდი ოჯახთან ერთად. მან ამიღწერა სიტუაცია თუ როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი გუნდში. ამის შემდეგ გავემგზავრე ინგლისში, გავიარე სამედიცინო შემოწმება და სერ ალექსსაც შევხვდი.
ნერვიულობდით თუ არა ამ მოვლენების დროს ?
სიმართლე გითხრათ არც ისე. მაშინ ტრავმირებული ვიყავი და ვიცოდი, რომ დაახლოებით 5 თვე მექნებოდა იმისთვის რომ გუნდთან შევთამაშებულიყავი. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს დაზიანება უფრო დამეხმარა გუნდში გასაწევრიანებლად. ერთადერთი იმის მეშინოდა, რომ ეს ტრავმა ჩაშლიდა ტრანსფერს. თუმცა სერ ალექსმა მაშინვე დამამშვიდა:"გამოჯანმრთელდი, ჩვენ დაგელოდებით". პირველი 2 თვე მანჩესტერში საერთოდ არ ვვარჯიშობდი, შემდეგ კი ნელ-ნელა დავიწყე სირბილი და მსუბუქი ვარჯიშები
თქვენი პირდაპირი კონკურენტი ნანი იყო ?არა მხოლოდ. ასევე გიგზი და ვალენსია.
რეალური იყო კონკურენციის დაძლევა ?
მე ყველაფერს ვაკეთებდი და თავდაუზოგავად ვშრომობდი თუმცა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან რთული იყო.
"ეშმაკად" გახდომისთვის თუ არის რაიმე ტრადიცია გუნდში?დიახ, ახალბედამ რაიმე სიმღრა უნდა უმღეროს გუნდს ან სიტყვით გამოვიდეს. მე მეორე ვარიანტი ავირჩიე. მე მათ ვუთხარი თუ როგორი ბედნიერი ვიყავი იუნატედში მოხვედრით და ვოცნებობდი მათთან ერთად ტიტულის მოგებაზე.
ვინ იყო გუნდის გული?გუნდში და გასახდელში განწყობას ყოველთვის უეინ რუნი და პატრის ევრა ქმნიდნენ.
"ბაბუა" გიგზსს თავი შორს ეჭირა ? გიგზი ყველას კარგად ესალმებოდა და წარმატებებს უსურვებდა, თუმცა უფრო ხშირად გამოცდილ ფეხბურთელებთან ურთიერთობდა, სქოულზთან და ფერდინანდთან.
ზორან ტოშიჩი თუ გახსოვთ? დიახ, მახსოვს. მშვიდი და ცოტა ჩაკეტილი ბიჭი იყო. არ ვფიქრობ რომ ზორანი ბედნიერი იყო მანჩესტერში, მას საერთოდ არ უწევდა თამაში. ცსკა_ში ის სულ სხვა ფეხბურთელი გახდა. ფაქტია, რომ ის რუსეთში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.
რა კურიოზები გახსენდებათ მანჩესტერიდან?მთავარი ოხუნჯი იქ რუნი იყო. მას შეეძლო საპარსი ქაფი ბუცებში ჩაესხა. გუნდში თუ ცუდი ტანსაცმლით მიხვიდოდი , მაშინ ვარჯიშის მერე შენი ტანსაცმელი ბაზიდან გასასვლელ შლაგბაუმზე დაგხვდებოდა გადაკიდებული.
თქვენიც იქ ეკიდა? მე ყოველთვის კარგად ვიცმევდი.
მაიკლ ოუენის მოგონებებიდან იმ მანჩესტერში ვიდიჩზე ხისტი ფეხბურთელი არ იყო არავინსრული სიმართლეა. ის ძალიან აგრესიული ფეხბურთელია. როდესაც ორ გუნდად ვთამაშობდით ჯობდა მის გუნდში ვყოფილიყავი, ვიდრე მის წინააღმდეგ.
პოლ პოგბა...მასთან ერთად რამდენიმე მატჩი ჩავატარე რეზერვებში. იქიდანვე ეტყობოდა რომ დიდი მოთამაშე იზრდებოდა და მან ეს იმედები გაამართლა.
შეიძლება ფეხბურთელი 100 მილიონი ღირდეს?თუ იხდიან მაშინ ღირს. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ დღეს დიდ თანხებს თავდამსხმელებში იხდიან, ხოლო როცა 100 მილიონს მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელში გადაიხდიან ეს ფაქტი მაშინვე თვალში გვხვდება.
როგორია გაბრაზებული სერ ალექსი?გასახდელში ჩემთვის ბუცები არ უსვრიათ, მგონი ყველაფერი საინტერესო გამოვტოვე(იცინის). თუ ფერგიუსონს რაიმე არ მოსწონდა ის ამის შესახებ გაგაგებინებდა. იგრძნობოდა, რომ მისი სიტყვები გულიდან მოდიოდა. მას ძალიან უყვარდა მანჩესტერ იუნაიტედი და სურდა რომ იჩვენც იგივე გრძნობა გვქონოდა ამ გუნდის მიმართ
ანდრეი კანჩელსკისი ყვებოდა, რომ თამაშის შემდეგ სახლში დაბრუნებისას ფერგიუსონი ზოგჯერ ფეხბურთელებთან ბანქოს თამაშობდა...
უფროსი ბიჭები რუნი და რიო თამაშობდნენ ზოგჯერ. ასეთი შემთხვევა მე არ მახსოვს. ფერგიუსონი ყოველთვის ავტობუსის წინა რიგებში მოკალათდებოდა და ფეხბურთშ უყურებდა.
ვინ ხუმრობდა გუნდში სერ ალექსზე ?მხოლოდ უფროსები - სქოულზი, გიგზი და გარი ნევილი, ისინიც მხოლოდ ერთი-ორი სიტყვით. დანარჩენები ყოველთვის ჩუმად ვიყავით. მის ფეხსაცმელში ქაფის ჩსხმა არავის მოსდიოდა აზრად, თვით რუნისაც კი.
გახსოვთ ცსკა_სთან მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ?რომელი? 2:2 რომ დასრულდა?
თითქმის... 3:3დიახ მახსოვს ეს შეხვედრა. მაშინ შეცვლაზე შემოვედი. ძალიან რთული და მძიმე მატჩი გამოდგა.
როგორ აღნიშნეთ ჩემპიონობა 2011 წელს ?როგორც ყოველთვის. საზეიმო მსვლელობა ქუჩებში, ორსართულიანი ღია ავტობუსი, და გარშემო უამრავი გულშემატკივარი. ის ტიტული იუნაიტედის გულშემატკივარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოვიპოვეთ. მაშინ ჩელსი და სიტი დიდ თანხებს ხარჯავდნენ გუნდის გასაძლიერებლად.
მანჩესტერში ცხოვრებისას დაპირისპირებას თუ გრძნობდით ქალაქის ქუჩებში?დიახ, ძირითადად სიტის გულშემატკივრებთან შეხვედრისას, როცა ისინი მიგვანიშნებდნენ რომ ისინი თავიანთი გუნდის ერთგულები იყვნენ და უჭერდნენ მათ მხარს. ისინი ამას ძალიან თავაზიანად გამოხატავდნენ. დაპირისპირება მოედანზე არ გვიშლიდა იმაში ხელს, რომ სიტის ფეხბურთელებთან მოედნის გარეთ კარგი ურთიერთობა გვქონოდა. თუ ერთმანეთს სადმე შევხვდებოდით, ყოველთვის მივესალმებოდით და მოვიკითხავდით ერთმანეთს.
2 წლის განმავლობაში რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მოგონება მანჩესტერში?თუ პირადი გაინტერესებთ მაშინ ეს ბურსასპორთან გოლია. ხოლო გუნდური გამარჯვება სიტისთან ეტიჰადზე. ერთადერთ საგოლე შეტევაში მე და ევრამ მივიღეთ მონაწილეობა, რომელიც საბოლოოდ სქოულზის თაურით დასრულდა. ასევე მახსენდება ლიგის ფინალი ბარსელონასთან. მატჩის განაცხადში ვერ მოვხვდი, მაგრამ მატჩზე ვიყავი და შემდეგ გუნდთან ერთადაც მივედი სასტუმროში. ის დამარცხება ძალიან დიდი დარტყმა იყო სერ ალექსისთვის. გაოგნებული ვიყავი , როგორ ვაჟკაცურად გადაიტანა ეს ფაქტი.
სერ ალექსის ავტობიოგრაფია წაკითხული გაქვთ?არა.
მან თქვენ ერთი აბზაცი მოგიძღვნათ..დიახ, ვიცი ამის შესახებ
ფერგიუსონის ავტობიოგრაფიიდან:"ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ ფეხბურთელი რომელიც მხოლოდ 2 მილიონი ღირს და შეიძლება ფანებმა ეს სისუტედ ჩათვალოს. ისინი იფიქრებენ რომ ჩვენ ქვეივთ დავწიეთ ჩვენი სტანდარტები. გაბრიელ ობერტანი დაახლოებით ამდენი დაგვიჯდა. ის ელვასავით სწრაფი იყო. თუმცა მეტოქის მოედანთან გაბრიელი ზოგჯერ იბნეოდა საკუთარ ფეხებში. მისი დავალება იყო თავისი სისწრაფის კონტროლი და მოწინააღმდეგი კარის მიმართულების კარგი დარტყმების შესრულება. "სამართლიანი იყო თუ არა ფერგიუსონი თქვენს შეფასებაში?იმ მომენტისთვის ნამდვილად. ძალიან იმპულსურად ვმოქმედებდი. დროთ განმავლობაში ვისწავლე ემოციების გაკონტროლება და კარგად ვხვდებოდი თუ რა ასპექტში უნდა გამეუმჯობესებინა თამაში. ახლა ყოველთვის ვაანალიზებ ჩემს თამაშს მატჩის შემდეგ.
ოლდ ტრაფორდზე განსაკუთრებული ატმოსფეროა ?იუნაიტედს განსაკუთრებული გულშემატკივრები ჰყავს. ისინი ყოველთვის გუნდის გვერდით არიან არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩემპიონატის მატჩია, ასოციაციის თასის თუ ლიგის თასის.
ნანობთ იუნაიტედიდან წასვლას ?შემეძლო დარჩენა თუმცა რისთვის ? სათადარიგოთა სკამზე ჯდომის გარდა სხვა მომავალი არ მქონდა კლუბში. მე მინდოდა თამაში, ამიტომაც დავტოვე მანჩესტერი.
ფერგიუსონმა რა გითხრათ?მან მითხრა რომ მხარს მიჭერს და პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებას.
წყარო:
Manutd.ru