"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახვერმცველმა მარუან ფელაინიმ ტრავმა მოიშუშა და ახლა მზადაა მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობის მისაღებად.
"ჰალ სიტისთან" ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (0-1) ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფელაინი გარკვეულ პერიოდს გამოტოვებდა ზურგის ტკივილის გამო.
ნამდვილად, მარუან ფელაინიმ ვერ შეძლო საკუთარ ნაკრებს დახმარებოდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, თუმცა გუშინ წინ მან კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ 84 წუთი დაჰყო მინდორზე პრობლემების გარეშე.
როგორც Daily Mirror-ი გვამცნობს, ბელგიელი ნახევარმცველი მზადაა მანჩესტერულ დერბიში სათამაშოდ, რომელიც 10 სექტემბერს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.