თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2016, 12:55
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3594,
კომენტარები: 19
"ჩელსი" გრიზმანს არ დათმობს
"იუნაიტედს" სერიოზული შემცილებელი გამოუჩნდა.
"ჩელსი" შეეცდება "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუწიოს კონკურენცია ანტუან გრიზმანის შეძენაში. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" ფრნაგი შემტევით ინტერესდება.

რამდენიმე დღის წინ გრიზამნი გამოტყდა, რომ მისი მომავალი "ატლეტიკოს" მწრთნელის დიეგო სიმეონეს მომავალზეა დამოკიდებული, რომელიც კლუბს ჯერ არ ტოვებს. ამასთანავე, ანტუანმა ისიც განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში სურს ძალების მოსინჯვა.

ფრანგი ვარსკვლავის შეძენის მთავარი პრეტენდენტი "მანჩესტერ იუნაიტედია". თუ ჭორებს დავეყრდნობით, კლუბი გრიზმანში გუნდის კაპიტნის უეინ რუნის შემცვლელს ხედავენ, რომელსაც მომდევნო თვეში 31 წელი უსრულდება.

The Telegraph-ი ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ "წითელი ეშმაკები" ყურადღებით აკვირდებიან ანტუანის კარიერის განვითარებას "ატლეტიკოში". მაგრამ მანჩესტერულ კლუბს წინააღდეგობებიც ხვდება, რადგან 25 წლის ფეხბურთელით ლონდონის "ჩელსიცაა" დაინტერესებული და ფეხბურთელში ნებსიმიერი რაოდენობის თანხას გადაიხდიან.

"ჩელსის" მესვეურები უკვე დიდი ხანია აკვირდებიან ფრანგ ფეხბურთელს და მისდამი ინტერესს ჯერ კიდევ 2014 წელს გამოთქვამდნენ, როდესაც გრიზმანი "რეალ სოსიედადიდან" "ატლეტიკოში" გადაბარგდა. ამ დროის შემდეგ ლონდონური კლუბი ელოდება იმ დროს, როდესაც ანტუანუ კვლავ ხელმისაწვდომი გახდება.

ასევე აღსანიშნავია გრიზმანის სატრანსფერო ღირებულებაც, რადგან ფეხბურთელი კონტრაქტის გამოსყიდვის გათვალისწინებით 84 მილიონი ფუნტ სტერლინგი ღირს (100 მილიონი ევრო). "იუნაიტედს" და "ჩელსის" კი ამ თანხის გადახდა თავისუფლად შეუძლიათ.

წყარო: fapl.ru
სიახლეები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
8 სექტემბერი 2016 12:58
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არსად არ წავა ეს, მით უმეტეს მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე და ჩოლოს წასვლამდე
0
№2
ავტორი: zurazura
8 სექტემბერი 2016 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
შანსი არააა ეს ჩვენთან მოვა

თან ბექემი მაგრად ევასება ამას
0
№3
ავტორი: aka-99
8 სექტემბერი 2016 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ვთქვაათ და გრიზმანი მოვიდეს მანჩესტერში, და ვის ამოაგდებს ვის ადგილას ჩაჯდება ??
0
№4
ავტორი: ikeoni
8 სექტემბერი 2016 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Tanxam ucbad ar shegveshinos)))))
0
№5
ავტორი: ლადო
8 სექტემბერი 2016 13:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ციტატა: aka-99
ვთქვაათ და გრიზმანი მოვიდეს მანჩესტერში, და ვის ამოაგდებს ვის ადგილას ჩაჯდება ??

არ გვყავს მარჯვნივ ნორმალური შემტევი. გვყავს მატა და ლინგარდი და თუ საჭირო ხდება ხოლმე მხითარიანი. რუნით დავიწყე მე პირადად ფეხბურთის ყურება და უდიდესი ფეხბურთელია ჩემს თვალში, ჩემ თვალწინ გავითარდა იუნაიტედში, მაგრამ თU ასე თამაში გააგრძელა გრიზმანი სწორედ მის ადგილას მინდა
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 სექტემბერი 2016 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ატლეტიკოს კაი ხანი არ დატოვებს სიმეონე და შესაბამისად გრიზმანის წასვლაც გამორიცხულია.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
8 სექტემბერი 2016 13:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია ჯერ დატოვოს ატლეტიკო
0
№8
ავტორი: The Special One
8 სექტემბერი 2016 14:05
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: ლადო
ციტატა: aka-99
ვთქვაათ და გრიზმანი მოვიდეს მანჩესტერში, და ვის ამოაგდებს ვის ადგილას ჩაჯდება ??

არ გვყავს მარჯვნივ ნორმალური შემტევი. გვყავს მატა და ლინგარდი და თუ საჭირო ხდება ხოლმე მხითარიანი. რუნით დავიწყე მე პირადად ფეხბურთის ყურება და უდიდესი ფეხბურთელია ჩემს თვალში, ჩემ თვალწინ გავითარდა იუნაიტედში, მაგრამ თU ასე თამაში გააგრძელა გრიზმანი სწორედ მის ადგილას მინდა

მითუმეტეს ცენტრ ფორვარდზეც შეუძლია თამაში.ვნახოთ როგორ ითამაშებენ იბრა და რუნი,რომელიმე რო ჩააგდებს დარწმუნებული ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: MEMPHIS 7
8 სექტემბერი 2016 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ამ სეზონში თუ ვერაფერი მოიგო ატლეტიკომ და მგონიარო ვერ მოიგებს ჩოლო დატოვებს გუნდს და ბევრი გაყვება
0
№10
ავტორი: lefty
8 სექტემბერი 2016 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ციტატა: MEMPHIS 7
ამ სეზონში თუ ვერაფერი მოიგო ატლეტიკომ და მგონიარო ვერ მოიგებს ჩოლო დატოვებს გუნდს და ბევრი გაყვება

მეც ეგრე მგონია და პოგბა დიდ როლს ითამაშებს გრიზმანის გადმოყვანაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top