"იუნაიტედს" სერიოზული შემცილებელი გამოუჩნდა.
"ჩელსი" შეეცდება "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუწიოს კონკურენცია ანტუან გრიზმანის შეძენაში. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" ფრნაგი შემტევით ინტერესდება.
რამდენიმე დღის წინ გრიზამნი გამოტყდა, რომ მისი მომავალი "ატლეტიკოს" მწრთნელის დიეგო სიმეონეს მომავალზეა დამოკიდებული, რომელიც კლუბს ჯერ არ ტოვებს. ამასთანავე, ანტუანმა ისიც განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში სურს ძალების მოსინჯვა.
ფრანგი ვარსკვლავის შეძენის მთავარი პრეტენდენტი "მანჩესტერ იუნაიტედია". თუ ჭორებს დავეყრდნობით, კლუბი გრიზმანში გუნდის კაპიტნის უეინ რუნის შემცვლელს ხედავენ, რომელსაც მომდევნო თვეში 31 წელი უსრულდება.
The Telegraph-ი ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ "წითელი ეშმაკები" ყურადღებით აკვირდებიან ანტუანის კარიერის განვითარებას "ატლეტიკოში". მაგრამ მანჩესტერულ კლუბს წინააღდეგობებიც ხვდება, რადგან 25 წლის ფეხბურთელით ლონდონის "ჩელსიცაა" დაინტერესებული და ფეხბურთელში ნებსიმიერი რაოდენობის თანხას გადაიხდიან.
"ჩელსის" მესვეურები უკვე დიდი ხანია აკვირდებიან ფრანგ ფეხბურთელს და მისდამი ინტერესს ჯერ კიდევ 2014 წელს გამოთქვამდნენ, როდესაც გრიზმანი "რეალ სოსიედადიდან" "ატლეტიკოში" გადაბარგდა. ამ დროის შემდეგ ლონდონური კლუბი ელოდება იმ დროს, როდესაც ანტუანუ კვლავ ხელმისაწვდომი გახდება.
ასევე აღსანიშნავია გრიზმანის სატრანსფერო ღირებულებაც, რადგან ფეხბურთელი კონტრაქტის გამოსყიდვის გათვალისწინებით 84 მილიონი ფუნტ სტერლინგი ღირს (100 მილიონი ევრო). "იუნაიტედს" და "ჩელსის" კი ამ თანხის გადახდა თავისუფლად შეუძლიათ.
წყარო:
fapl.ru