იაია ტურეთი "იუნაიტედი" და "არსენალი" ინტერესდებიან.
"მანჩესტერ სიტის" კოტ'დ იუვარელმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ, რომელსაც ახალ სეზონში ჯერჯერობით პრემიერ ლიგაში მატჩი არ ჩაუტერებია, შესაძლოა "სიტი" დატოვოს. ტურემ შესაზლოა კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, მისი აგენტის განცხადებით ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერია შეუძლებელი.
Sky Sports-ის ინფორმააციით, იაია ტურეს გადაბირება ორ ინგლისურ გრანდს "არსენალსა" და "სიტის" დაუძინებელ მტერს, "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.
კოტ'დ იუვარელი ნახევარმცველი, რომელსაც პრემიერ ლიგის ახალ სეზონში მატჩი არ ჩაუტარებია და იგნორილებული იქნა პეპ გვარდიოლასაგან, მზადაა კლუბი გამოიცვალოს.
პეპ გვარდიოლამ ტურე ჩემპიონთა ლიგის განაცხადის მიღმაც დატოვა, რაც უფრო ზრდის ტურეს "სიტიდან" წასვლის ალბათობას. მისი აგენტის, დიმიტრი სელუკის განხცადებით, ტურეს მიმართ ინტერესს უკვე იჩენენ პრემიერ ლიგის გრანდები.
სელუკის განცხადებით, ტურე განიხილავს კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელების ვარიანტს, აგენტი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ტურემ შესაძლოა კარიერა ამერიკაში ან ჩინეთში გააგრძელოს.
წყარო:
Goal