თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2016, 16:31
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3637,
კომენტარები: 19
"შესაძლოა ეს მისთვის ბოლო თამაში იყოს"
ინგლისის U21 მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა გუშინდელ მატჩზე
ინგლისის 21 წლამდელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა განაცხადა, რომ მარკუს რეშფორდის დებიუტი გუშინდელ მატჩში შესანიშნავი იყო და დიდი ალბათობით ეს მისი ბოლო მატჩიც იქნება 21 წლამდელთა გუნდში.

გუშინ გაიმართა მატჩი, სადაც ინგლისის ნაკრებმა ნორვეგიის 21 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებს სძლიეს 6-1. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში მარკუს რეშფორდმა სამი გოლის გატანა მოახერხა და უდიდესი წვლილი შეიტანა მოწინააღმდეგის დამარცხებაში.

მატჩს ასევე ესწრებოდა ინგლისის ეროვნული ნაკრების ახალი თავკაციც, დიდი სემი. საუთგეიტი თვლის, რომ ახლა დიდი სემი საგონებელშია და შესაძლოა მან "წითელი ეშმაკების" ამომავალი ვარსკვლავი თან წაიყვანოს.

"ახლა სემს ბევრი საფიქრალი გაუჩნდა. მარკუსს კი მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ამ კვირაში შესანიშნავად იმუშავა. მაგრამ შესაძლოა ეს მისი ბოლო თამაში იყოს ჩვენთან და უფრო იმის თქმა მინდოდა მისთვის, რომ მასთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო."

"ძალიან მოხარული ვარ მისი შრომისუნარიანობით. ის ძალიან, ძალიან საინტერესო მოთამაშეა. რასაც მთელი კვირა ვარჯიშებზე ვხედავდი, სწორედ ის ვნახე თამაშზეც, ასე, რომ დიდად გაკვირვებული არ ვარ." - აცხადებს საუთგეიტი Daily Star-თან.

წყარო:fapl.ru
სიახლეები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Wiieofficial
7 სექტემბერი 2016 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მარკუს love
0
№2
ავტორი: ლადო
7 სექტემბერი 2016 16:34
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეს ბიჭი რომ გვახარებს ტყუილია.. დიდი გულშემატკივარი ვარ ამ ბიჭის. მწვერვალები მინდა დაიპყროს.
0
№3
ავტორი: Lady in red
7 სექტემბერი 2016 16:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მთელ სულს და გულს დებს თამაშებში, ის არავის გავს, მხოლოდ ერთია და თამაშობს როგორც ინგლისელს შეეფერება. არავის არ ბაძავს, იღებს სიამოვნებას საკუთარი თამაშით და არის ბრწყინვალე.
0
№4
ავტორი: Legend Sir Alex
7 სექტემბერი 2016 16:47
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ჩვენი ბრილიანტია ეს კაცი, იმედია ლოქო სემი მიხვდება რომ ნაკრებში უნდა გამოიძახოს.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 სექტემბერი 2016 16:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დიდი ვარსკვლავი გახდება თუ გააგრძელა პროგრესი
0
№6
ავტორი: jokero89
7 სექტემბერი 2016 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
imedia egre gaagrdzelebs da imedia joze micems shanss
0
№7
ავტორი: Chaxrux
7 სექტემბერი 2016 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Kide ertxel vambob WALCOTI amis naxevaric ar aris...
0
№8
ავტორი: LASHQARA
7 სექტემბერი 2016 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
რეშფორდი იმსახურებს ძირითად ნაკრებში თამაშს ეს უდავოა love am
0
№9
ავტორი: levionok
7 სექტემბერი 2016 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
სიტისთან პირველ 11 კაცში ველი მარსიალის ნაცვლად
0
№10
ავტორი: stepno
7 სექტემბერი 2016 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ სიტისთან იმედია იქნება ძირითადში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top