ინგლისის 21 წლამდელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა განაცხადა, რომ მარკუს რეშფორდის დებიუტი გუშინდელ მატჩში შესანიშნავი იყო და დიდი ალბათობით ეს მისი ბოლო მატჩიც იქნება 21 წლამდელთა გუნდში.
გუშინ გაიმართა მატჩი, სადაც ინგლისის ნაკრებმა ნორვეგიის 21 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებს სძლიეს 6-1. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში მარკუს რეშფორდმა სამი გოლის გატანა მოახერხა და უდიდესი წვლილი შეიტანა მოწინააღმდეგის დამარცხებაში.
მატჩს ასევე ესწრებოდა ინგლისის ეროვნული ნაკრების ახალი თავკაციც, დიდი სემი. საუთგეიტი თვლის, რომ ახლა დიდი სემი საგონებელშია და შესაძლოა მან "წითელი ეშმაკების" ამომავალი ვარსკვლავი თან წაიყვანოს.
"ახლა სემს ბევრი საფიქრალი გაუჩნდა. მარკუსს კი მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ამ კვირაში შესანიშნავად იმუშავა. მაგრამ შესაძლოა ეს მისი ბოლო თამაში იყოს ჩვენთან და უფრო იმის თქმა მინდოდა მისთვის, რომ მასთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო."
"ძალიან მოხარული ვარ მისი შრომისუნარიანობით. ის ძალიან, ძალიან საინტერესო მოთამაშეა. რასაც მთელი კვირა ვარჯიშებზე ვხედავდი, სწორედ ის ვნახე თამაშზეც, ასე, რომ დიდად გაკვირვებული არ ვარ." - აცხადებს საუთგეიტი Daily Star-თან.