თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2016, 22:53
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4101,
კომენტარები: 18
მანჩესტერული დერბი: უპირატესობა, გამორჩეული ორთაბრძოლები და პროგნოზი
ხმაურიანი მეზობლები სტუმრად "ოლდ ტრაფორდზე".
მანჩესტერული დერბი: უპირატესობა, გამორჩეული ორთაბრძოლები და პროგნოზი
10 სექტემბერი...მანჩესტერი..."ოლდ ტრაფორდი"... პრემიერ ლიგა და საფეხბურთო სამყარო სრულ მზადყოფნაშია. 10 სექტემბერს "ოლდ ტრაფორდი" პეპ გვარდიოლასა და კამპანიას უმასპინძლებს!

დიახ, მანჩესტერული დერბი მოგვიახლოვდა, "იუნაიტედი" და "სიტი" მზად არიან "ურთიერთობის გასარკვევად". მანჩესტერული კლუბების დაპირისპირებაში ახალი ციკლი იწყება, რადგანაც ორივე მათგანმა საფეხბურთო ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას დაპირისპირების მთავარი ასპარეზი ახლა უკვე ინგლისი, მანჩესტერია.

მოურინიო და გვარდიოლა ერთმანეთს 18–ჯერ დაუპირისპირდნენ და პორტუგალიელმა ამ დაპირისპირებებში მხოლოდ 3–ჯერ მოახერხა გამარჯვება, ეს არ არის ის სტატისტიკა, რომლის გახსენებაც ჟოზეს დერბის წინ ესიამოვნებოდა, მაგრამ დღეს ორივე მათგანი სულ სხვა პირობებში უპირისპირდებიან ერთმანეთს, დღეს ისინი სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ.

მანჩესტერული დერბი: უპირატესობა, გამორჩეული ორთაბრძოლები და პროგნოზი

დერბის ორივე კლუბი მაქსიმალური ქულებით შეხვდება, ორივე გუნდმა 3 მატჩში ქულათა მაქსიმუმის დაგროვება შეძლო, თუმცა რომ არა მარკუს რაშფორდი... რომ არა მარკუს რაშფორდი "იუნაიტედი" დერბის დაკარგული ქულებით შეხვდებოდა, მაგრამ ახალგაზრდა ინგლისელმა ეს არ ისურვა და ჟოზეს ბიჭებს 3 ქულა "ჰალ სიტისთან" დაპირისპირებაში მატჩის ბოლო წუთებზე მოუტანა.

მანჩესტერული დერბი: უპირატესობა, გამორჩეული ორთაბრძოლები და პროგნოზი

ჩემპიონატი კარგად დაიწყეს "ქალაქელებმაც", გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ ძალიან კარგად ასპარეზობს რაჰიმ სტერლინგი, რომ აღარაფერი ვთქვათ კუნ აგუეროზე, რომელიც "სიტის" და საერთოდ ლიგის საუკეთესო ან, როგორც თქვენ გნებავთ, ერთ–ერთ საუკეთესო მოთამაშედ რჩება.

მაგრამ საქმე სწორედ ისაა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გამოსულ მოთამაშეებს შორის ჩვენ ვერ ვიხილავთ არგენტინელს, რადგანაც უინსტონ რიდთან ინციდენტის შემდეგ აგუეროს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია სწორედ მანჩესტერული დერბიდან ეწყება.

გუნდს დაუბრუნდა ბელგიელი ვინსენ კომპანი, მაგრამ როგორც გვარდიოლამ დაადასტურა, ის კვლავ არ ითამაშებს, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, არ ითამაშებს, "სანამ სისხლის ტესტის შედეგები არ იქნება საუკეთესო".

დანაკლისებზე საუბარი რომ დავასრულოთ, გეტყვით იმას, რომ "იუნაიტედს" დერბის წინ მარუან ფელაინი დაუბრუნდა, დერბი უნდა ითამაშოს ლუკ შოუმ, ბევრ ვარჯიშსა და მუშაობას გვპირდება, თუმცა დარწმუნებული არაა, რომ მზადყოფნაში იქნება ახალი შენაძენი ჰენრიხ მხითარიანი და ბოლოს ანტონიო ვალენსია, რომელიც მატჩის წინა დღით დაბრუნდება მანჩესტერში და ითამაშებს ის თუ არა, მხოლოდ პორტუგალიელმა იცის.

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

ზლატან იბრაჰიმოვიჩი VS ჯონ სტოუნსი

ეს იქნება ახალგაზრდა ინგლისელი მცველის ყველაზე უფრო დიდი გამოცდა, ჯონ სტოუნსის მთავარი სამიზნე შვედი იქნება, რომელმაც ჩემპიონატი არაჩვეულებრივად დაიწყო. ზლატანმა, თუ ჩავთვლით "ლესტერთან" დაპირისპირებას, 4 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. ეს იქნება იბრას პირველი მანჩესტერული დერბი, სტოუნსი და მისი არგენტინელი მეწყვილე, ნიკოლას ოტამენდი შვედს იოლ გასეირნებას ვერ დაპირდებიან, თუმცა პირიქითაც შეგვიძლია ვთქვათ, ვერც ზლატანი გაუიოლებს მათ საქმეს, რადგან ეს მას ძნელად რომ ახასიათებდეს.

მანჩესტერული დერბი: უპირატესობა, გამორჩეული ორთაბრძოლები და პროგნოზი

სტოუნსი გვარდიოლისეური ტიპური მოთამაშეა, ის თავისუფალია ბურთთან და კარგად შეუძლია როგორც უკან თამაში, ასევე შეტევის წამოწყება თუ პრესინგიდან თავის დაღწევა.

თავის მხრივ, ზლატანი არ არის მხოლოდ საჯარიმოს მოთამაშე, მას უყვარს მისი დატოვება, მოშორებით ბურთის მიღება და პასების განაწილება ფლანგებზე თუ უბრალოდ თავისუფალი სივრცის შექმნა. იბრას ავტორიტეტი, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას იქონიებს, ამასთანავე, მისი ფიზიკური მონაცემები შვედს კიდევ უფრო მეტ უპირატესობას აძლევს.

ფერნანდინიო VS პოლ პოგბა

პეპმა მოსვლის შემდეგ ფერნანდინიოს ზუსტად შეურჩია იდეალური პოზიცია, თამაშობს რა და უფრო მეტ დაცვით ფუნქციებს ასრულებს, ბრაზილიელის ცენტრში ყოფნამ ნახევარდაცვა უფრო საიმედო და შედეგიანი გახადა.

გავიხსენოთ თუ როგორ უყვარდა გვარდიოლას "ბარსელონაში" ხავიერ მასკერანო, სწორედ მასთან გარკვეულ თვისებათა მსგავსების გამო აირჩია პეპმა ფერნანდინიო, ის კარგად გრძნობს პოზიციას და აქვს კარგი პასი, აღსანიშნავია მისი კავშირი ზემოთხსენებულ სტოუნსთან, ინგლისელი კარგად ეხმარება მას შეტევების წამოწყებაში.

მანჩესტერული დერბი: უპირატესობა, გამორჩეული ორთაბრძოლები და პროგნოზი

"იუნაიტედის" მხარეს კი ცენტრში არც მეტი არც ნაკლები "მსოფლიო რეკორდი" პოლ პოგბა იქნება. მხოლოდ დრო გასცემს პასუხს მის სატრანსფერო ღირებულებას, მაგრამ პოგბამ უნდა შეძლოს და მოიპოვოს უპირატესობა ცენტრში ისეთი თვისებებისდა დახმარებით, როგორიცაა მისი ფიზიკურობა, სიმაღლე და სისწრაფე. პოგბას დრიბლინგს, გარღვევებსა და პასებს შეუფასებელი მნიშვნელობა ექნება.

ერიკ ბაიი VS კელეჩი იჰეანაჩო

ერიკ ბაიის მანჩესტერული კარიერა უბრალოდ შეუდარებლად დაიწყო. ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და, ამასთან, არავინ იცნობდა, დღეს "იუნაიტედის" გულშემატკივრების ერთ–ერთი საყვარელი ფეხბურთელია. დეილი ბლინდთან მისი პარტნიორობა განვლილი თამაშების ფონზე აღსანიშნავი და გამოსაყოფია, რადგანაც ეს ბოლო ორი დაცვაში შესანიშნავად ასპარეზობენ.

მანჩესტერული დერბი, რაღა თქმა უნდა, გამოცდა იქნება დაცვის ამ წყვილისთვის, "იუნაიტედის" უამრავი გულშემატკივარი ელოდა ერიკისა და აგუეროს დაპირისპირებას, რამეთუ ეს იქნებოდა ნამდვილი გამოცდა და საზომი, თუმცა უკვე აღვნიშნეთ, რომ აგუერო არ ითამაშებს და ამჯერად ბაიის "მორიგი მსხვერპლი" კელეჩი იჰეანაჩო უნდა გამოდგეს, მაგრამ რამდენად რეალურია ეს?

მანჩესტერული დერბი: უპირატესობა, გამორჩეული ორთაბრძოლები და პროგნოზი

იჰეანაჩო გასული სეზონის ერთ–ერთი აღმოჩენაა, როგორც გვარდიოლამ მოიხსენია, ის თავდამსხმელადაა დაბადებული. მართლაც, მას არ ჰქონია ბევრი სათამაშო დრო, თუმცა მისი ეს დრო ნამდვილად იყო ნაყოფიერი.

"იუნაიტედთან" ის, სავარაუდოდ, ძირითადში დაიწყებს და შეეძლება იმ მომენტების რეალიზებას, რომელსაც მას სილვა, ნოლიტო, დე ბრუინე თუ სტერლინგი შეუქმნიან, მაგრამ ის ხომ ლიგის საუკეთესო დაცვას დაუპირისპირდება("იუნაიტედს" მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული)? რა არის ნიგერიელის უპირატესობა? ის ტექნიკური, სწრაფი მოთამაშეა, მაგრამ ყველაზე უფრო კარგად მას პოზიციების შერჩევა გამოსდის. ბაიის მთავარი საზრუნავი სწორედ ეს იქნება, სხვა მხრივ სისწრაფესა და ფიზიკურ ბრძოლაში მას ნიგერიელთან არანაირი პრობლემები არ უნდა ჰქონდეს, ამიტომ ზემოთ დასმულ შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალური არის შანსი იმისა რომ იჰეანაჩო ერიკის "მორიგ მსხვერპლად" მოგვევლინოს, პასუხი მეტად დადებითია, ვიდრე უარყოფითი.

ყველაფერი ეს მხოლოდ ვარაუდია, ვარაუდი, რომელიც გარკვეულ ფაქტებზეა დაყრდნობილი, გვარდიოლას მოურინიოსთან კარგი სტატისტიკა აქვს, თუმცა ყველამ ვიცით, რომ პორტუგალიელი ესპანელის ყველაზე არასასურველი მეტოქეა, ამჯერად "სახლში" მოურინიოა და არა გვარდიოლა.

კარგი თამაში, გამორჩეული მომენტები, დაძაბულობა, ყველაფერ ამას ელოდება გულშემატკივარი ამ დაპირისპირებისგან, ჩვენი მხრივ კი დავამატებთ ერთ სუბიექტურ მოსაზრებას – "იუნაიტედის" გამარჯვებას, დიახ ,ჩვენ გამარჯვება და 3 ქულა გვსურს, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მე–4 ტურია და ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ ძალზედ რთული და გრძელი გზაა გასავლელი.

პროგნოზი

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "მანჩესტერ სიტი" 2–1

Bleacher Report
სტატიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
6 სექტემბერი 2016 22:57
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
აი ასე "უვერენნი" კაი ხანია არ ვყოფილვარ რა, ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ ამ შეხვედრას ძაან კარგად მოვიგებთ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: Goga777
6 სექტემბერი 2016 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
რატომ მგონია რომ ეს მაში 1 - 1 დასრულდება
0
№3
ავტორი: ikeoni
6 სექტემბერი 2016 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Unda gavxiot Es nabozrebiii
0
№4
ავტორი: tyeshela1
6 სექტემბერი 2016 23:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
მთავარია ცენტრი ჩვენ დავიჭიროთ. და ალბათ გააკეთებს ჩვენი 120 მილიონი მაგას. და ბასტის ან კარიკს თუნდაც შნეიდერლინს თუ დაუყენებს ურიგო არ იქნება ფელაინი ძაან ხეა არ მევასება. იტოგში ყველაფერი გვაქვს მოსაგებად
0
№5
ავტორი: Shaw
6 სექტემბერი 2016 23:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 31
მოურინიომ უნდა დაამარცხოს მისი პირადი მტერი გუარდიოლა და უკვე ჩვენი საერთო მტერი "სიტი"
0
№6
ავტორი: ლადო
7 სექტემბერი 2016 00:12
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
თითქმის ყველა დარწმუნებულია მოგებაში, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს
0
№7
ავტორი: DaTo_O
7 სექტემბერი 2016 00:15
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ციტატა: ლადო
თითქმის ყველა დარწმუნებულია მოგებაში, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს

მოიცა რატომ გიგრძნობს გული ცუდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№8
ავტორი: SANDROGRIGA
7 სექტემბერი 2016 00:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სგ ავტორ კარგი სიახლეა... სიტის უნდა მოვუგოთ
0
№9
ავტორი: LASHQARA
7 სექტემბერი 2016 03:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ინდივიდუალურად ჩვენი ფეხბურთელები მირჩევნია ბევრად, მაგრამ გუნდურად სიტი უფრო კარგად თამაშობს, სწრაფად გადადიან შეტევაში და ფლანგებს კარგად ტვირთავენ ჩვენ ვფიქრობ კუთხურებით და ბურთის ჩაგდებებით საჯარიმოში უფრო შევქმნით ხიფათს ვიდრე დალაგებული თამაშით თან ვალენსია თუ არ გვეყოლება მარჯვენა ფლანგს ძალიან გაუჭირდება, ანუ უნდა ავრიოთ ყველაფერი მოედანზე ფლანგები ვცვალოთ, ერთი და იგივე ფლანგს არ ჩავაჯინდეთ და ტაქტიკები ხშირად ვცვალოთ თამაშის მიმდინარეობისას ესე მივაღწევთ შედეგს და არ მგონია მაურინიოს ეს არ ქონდეს ნაფიქრი და იმედია სწორ ტაქტიკურ ცვლილებებს შემოგვთავაზებს love am ესაა ძმებო ჩემი აზრი რაც ნაფიქრი მაქ წინა თამაშებიდან გამომდინარე winked
0
№10
ავტორი: stepno
7 სექტემბერი 2016 04:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
2:1 mec eg prognozi maq :-D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top