სერ ალექსს, ფეხბურთელების არჩევის ბევრი ვარიანტი გააჩნია, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში, მხოლოდ თერთმეტი მოთამაშე ხვდება. ჩიჩარიტო აცხადებს, რომ გუნდში, ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ გუნდის არც ერთი მოთამაშე, თვის პირად წარმატებას, არასდროს არ აყენებს გუნდის წარმატებაზე წინ: "ჩვენი ძალა იმაში გამოიხატება, რომ გუნდში საუცხოო ატმოსფეროა. ჩვენ გვსურს ტიტულების მოგება, ამიტომ გუნდის ყველა ფეხბურთელი მზადაა ერთმანეთს, დახმარება გაუწიონ. თქვენ, მხოლოდ თქვენს თავზე არ კონცენტრირდებით. თქვენ, თქვენს ყველა პარტნიორს, ყურადღებას აქცევთ." – განაცხადა მექსიკელმა ფორვარდმა manutd.com–თან.
"როდესაც ვთამაშობ ვან პერსისთან, დენი ველბეკთან და ვაზასთან ერთად, ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ტაქტიკაზე, მოძრაობაზე და დაცვით ქმედებებზე. თქვენ ყოველთვის უნდა ეკონტაქტოთ ერთმანეთს და დაეხმაროთ კიდეც. მე და დენი ერთად "ვესთ ჰემთან" მატჩში გამოვედით მინდორზე, ხოლო ვაზა და რობინი ერთად უფრო მეტ დროს ატარებენ სასტარტო შემადგენლობაში."
"ისტორიულად ისე დაეწყო, რომ – "მანჩესტერი" ითვლება შემტევ კლუბად. ჩვენ გვსურს იმდენი ბურთის გატანა რამდენსაც შევძლებთ, თამაშში. გვსურს წინ თამაში და კარგი შედეგების მიღწევა. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია კლუბში, ყველა ფეხბურთელს შეუძლია თავის თავს რეალიზება მოუხდინოს. არანაირ ზეწოლას არ განვიცდით. ყოველ ჯერზე, როდესაც მონდორზე გავდივართ, სერ ალექსი გვეუბნევა: "უბრალოდ გადით მინდორზე და გააკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ." თუ ნახავდით ჩვენს ვარჯიშებს, მიხვდებოდით, თუ როგორ გაუმჯობესდა ჩვენი თამაშის ხარისხი. ეს ძალიან, მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ, არ ვამბობ იმას, რომ პრემიერ ლიგაში ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ უბრალოდ, ჩვენს ძალებში ვართ დარწმუნებულები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რთული მატჩებისთვის."
"ყოველთვის ვცდილობ თამაშის გაუმჯობესებას, იმის და მიუხედავად, თუ როგორ მიდის ჩემი საქმეები. მე არ ვამბობ, რომ იდეალური ფეხბურთელი ვარ. ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თამაშის გაუმჯობესებას. ყოველთვის ახალს ვსწავლობ და მთელი ძალებით ვცდილობ გუნდს დავეხმარო. ძალიან მინდა ბევრი გოლის გატანა და კლუბის დახმარება. მაგრამ თუ ამ საქმეს ვინმე სხვა აკეთებს მინდორზე, მე მაინც ბედნიერი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გუნდი წარმატებულად გამოიყურებოდეს, ყოველ კვირას."