თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2016, 20:36
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3803,
კომენტარები: 13
დეილი ბლინდისა და ერიკ ბაიის ერთად მოქმედების ანალიზი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველების შესანიშნავი თამაში.
დეილი ბლინდისა და ერიკ ბაიის ერთად მოქმედების ანალიზი
მოგეხსენებათ, ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" რა დიდებული ფეხბურთელები შეიძინა. გულშემატკივრები განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ მსოფლიო ვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშს და ასევე კლუბში სარეკორდო თანხის სანაცვლოდ მოსულ პოლ პოგბას, რომელიც მართლაც საუკეთესოდ ასპარეზობს მოედნის ცენტრში. თუმცა კლუბმა შეიძინა ისეთი ფეხბურთელიც, რომელიც შეუმჩნევლად აკეთებს ძალიან ბევრ შავ სამუშაოს და საიმედოდ დგას დაცვის ცენტრში.

დეილი ბლინდისა და ერიკ ბაიის ერთად მოქმედების ანალიზი


მოდით, გამოვტყდეთ, რომ ძალიან ცოტას თუ სჯეროდა სეზონის დასაწყისში, რომ გუნდის ძირითადი ცენტრალური მცველები დეილი ბლინდი და ერიკ ბაიი აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ სწორედ იმ გულშემატკივართა მცირე რაოდენობის იმედები და ეჭვები გამართლდა, რომლებიც სწორედ ასე ფიქრობდნენ.

შაბათს გამართული მატჩი "ჰალ სიტისთან" "იუნაიტედმა" დამატებით დროში მოიგო და ბევრ გულშემატკივარს გაახსენა დიდებული, ფერგის ეპოქის დროს მოგებული მატჩები დამატებით დროში. ფეხბურთელებმა შეტევაში მართლაც კარგი სამუშაო გასწიეს და ნამდვილად იმსახურებენ შექებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს დეილი ბლინდისა და ერიკ ბაიის ტანდემი დაცვის ცენტრში, რომლებიც ძალიან დაეხმარნენ გუნდს ამ მატჩის მოგებაში.

უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კი, ერიკ ბაიი მატჩის შემდგომ საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს ტვიტერის მომხმარებლემა. ამიტომ, არასწორი იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ ახლა "იუნაიტედის" დაცვა საიმედო არაა. შეგახსენებთ, რომ ბაიი "ლესტერთანაც" და "ბორნმუთთანაც" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ასეთი შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ ის თვის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტიც შეიძლება გახდეს.

საქმეზე გადავიდეთ, ყველას ებადება ასეთი კითხვა, რა არის მიზეზი ბლინდისა და ბაიის წარმატებისა?

თავიდანვე შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდეც არ შეხვედრია ისეთ კლუბს, რომელიც გამუდმებით და მწვავედ უტევს. ასე რომ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დაცვაზე, რომელიც არის წარმატებული, მაგრამ შესაძლოა უფრო მეტი წარმატებაც მოიპოვოს მომავალში. უნდა აღინიშნოს, რომ დეილი და ერიკი ერთმანეთს შესანიშნავად შეეწყვნენ, აჩვენებენ ერთმანეთის ძლიერ მხარეებს მოწინააღმდეგეს და ცდილობენ ერთმანეთით შეავსონ თავიანთი სუსტი მხარეები. სწორედ ასე აწყობს მოურინიო ახლა გუნდის სისტემას. Squawka-ს ჟურნალისტმა დევიდ ო'ბრაიანმა "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდგომ კარგად აღნიშნა ის, რომ მარუან ფელაინი დაცვისკენ ღრმად იწევდა, რათა დეილი ბლინდს დახმარებოდა მეორე სართულზე. "ჰალთან" ოდნავ განსხვავებული რამ ვიხილეთ.



სამი ბურთი, რომელიც ბელგიელმა " საუთჰემპტონთან" მატჩში მეორე სართულზე მოიგო, სწორედ იმ ზონაში გახლდათ, სადაც დეილი ბლინდი იმყოფებოდა, მინდვრის მარცხენა მონაკვეთში. შაბათს გამართულ მატჩში კი მარუანს ფლანგი ჰქონდა შეცვლილი და ახლა მარჯვენა ფლანგზე ანტონიო ვალენსიას, რომელიც თავისი ფლანგზე ჩარბენებით გამოირჩეოდა ამ მატჩში, საჰაერო ორთაბრძოლებში ეხმარებოდა. ხოლო მარცხენა ზონაში კლუბის ახალწვეული, პოლ პოგბა თამაშობდა და საკმაოდ წარმატებულადაც ართმევდა თავს თავის მოვალეობას.

ფრანგი ძალიან ხშირად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე და მუდმივად უტევდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ შემდეგ ჟოზე მოურინიომ მას როლი შეუცვალა და პოლი უფრო ხშირად დაცვისკენ იწევდა. ამ როლის შეცვლით მოურინიომ თავი აირიდა "ჰალ სიტის" კონტრშეტევებისგან. გუნდის დაცვას ერთი ორად უფრო ძლიერს ხდის ის ფაქტი, რომ მათ წინ არიან ისეთი ძლიერი და მაღალი ნახევარმცველები, როგორებიც პოლი და მარუანი გახლავთ.

ლუი ვან გაალისგან განსხვავებით, რომელიც მცველებს ტვირთავდა იმით, რომ ბურთი პირდაპირ შეტევაში გადაეტანათ, ჟოზე მოურინიო ასე არ იქცევა და თავის ცენტრალურ მცველებს ამ კუთხით ნაკლებად ტვირთავს. ლუი ყოველთვის ერთი სტილით თამაშობდა, მას უყვარდა ბურთის ფლობა, სწორედ ამას აკეთებდა გუნდში ყველა, ცენტრალური მცველიდან დაწყებული. ხოლო მოურინიო ფეხბურთელებს ასწავლის, რომ შეტევაში დაცვიდან სწრაფად გადავიდნენ.

მოდით, დავუბრუნდეთ ისევ "ჰალ სიტისთან" მატჩს. როდესაც ბაიიმ ბურთი ცენტრალურ ზონაში მიიღო, მან იქვე გადააწოდა პარტნიორს და თვითონ თავის პოზიციას დაუბრუნდა. იგივე ეხება დეილი ბლინდსაც. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა კომპაქტურად თავის დაცვას, რაც ახალი მწვრთნელის წყალობით ხდება. ეს ტაქტიკა შესანიშნავად მუშაობს, რადგან გუნდში კარგი ბალანსია.

სტატისტიკის მოყვარულთათვის კი ერიკ ბაიის თამაში ციფრებში რომ გადავიყვანოთ პრემიერ ლიგის პირველ სამ მატჩში საშუალოდ 2,3 ართმევა გააკეთა, 0,3 დაბლოკილი დარტმა, ამავე რაოდენობის ჩაჭრილი პასი, 5,2 ატანა საკუთარი საჯარიმოდან საშუალოდ. მან მხოლოდ და მხოლოდ 1,3ჯერ დაარღვია წესები საშუალოდ მატჩში. ხოლო მისი ზუსტი პასების რაოდენობა პროცენტებში ასე გამოიყურება -95,5% 37 გადაცემიდან.

დეილი და ერიკი შესანიშნავ ტანდემს ქმნიან, რაც მათ ყოველ მატჩში დაამტკიცეს. ციფრები და მაჩვენებლები, რომლებიც მათ ამ მატჩების განმავლობაში დააფიქსირეს დიდი იმედის მომცემია მომავლისთვის. განსაკუთრებით შესანიშნავია ართმევებში დაფიქსირებული მაჩვენებლები. "ლესტერთან" გამართულ მატჩში უემბლიზე ერიკმა შესანიშნავად აართვა ბურთი ჯეიმი ვარდის, რომელიც წამი წამზე დარტყმას აპირებდა, რომ არა ერიკის ფეხებში ვარდნა. ვარდნით არა მარტო ამ მატჩში გამოირჩეოდა ბაიი, მან შესანიშნავად მოახერხა ბურთის ართმევა აბელ ერნანდესისთვის 62 წუთზე, შაბათს გამართულ მატჩში "ჰალ სიტისთან".

მას სისწრაფე და რეაქცია შესანიშნავ და საიმედო მცველად აქცევს გუნდელებისთვის. ბლინდი ერიკისგან განსხვავებული სტილის მოთამაშეა, ის უფრო კარგად თამაშს კითხულობს და ამით შეუძლია მეტოქის შეცდომებით ისარგებლოს. მაგალითისთვის, "ჰალთან" გამართულ შეხვედრაში, 46-ზე წუთზე, ერიკმა თითქოს პოზიცია დაკარგა, რაც ბლინდმა მაშინვე შეამჩნია და თავისუფალი ზონა გადაკეტა, რომ არა ეს, "იუნაიტედის" კარის დარაჯს მოუწევდა საქმეში ჩართვა.

დეილი ბლინდის სტატისტიკა კი ამ დროისთვის ასეთია: 2 ართმევა, 5,3 ატანა, 1,7-ჯერ გადაეფარა ბურთს და არ მისცა მეტოქეს დარტყმის საშუალება, 1 ჯარიმა, 0,3 დაბლოკილი კროსი მის ფლანგზე. 90,3% ზუსტი გადაცემებისა 51,3 ცდიდან.

დეილი ბლინდისა და ერიკ ბაიის ერთად მოქმედების ანალიზი


ორივე მცველის სტატისტიკა და ციფრები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა მათი ბუნება ერთმანეთისგან სრულად განსხვავდება. ბაიი 21-ე საუკუნის ცენტრალურ მცველს 100%-ით ერგება. ფიზიკური მდგომარეობის წყალობით და სიზუსტეში, რომელიც იგი შვეიცარულ ქრონომეტრს არ ჩამოუვარდება, მან ჩასრიალების მივიწყებული ხელოვნება გააღვიძა. ბლინდიც, თავის მხრივ, ცენტრში სწორად მუშაობს, რომლის მოძრაობაც წინასწარ არის გათვლილი. ფიზიკურად დეილი სუსტია, მსგავსად წამყვანი ლიგების შემტევებისა, ასე რომ, მისი სათამაშო სტილი ფიზიკური ბრძოლების ნეიტრალიზირებაზე არ არის გათვლილი.

რა თქმა უნდა, სუსტი მატჩები მისთვის კვლავ იქნება. გაიხსენეთ, გასული სეზონის მატჩები "ოლდ ტრაფორდზე" "უოტფორდისა" და გასვლაზე, "ტოტენჰემისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.

გუნდის წინააღმდეგ აშკარად გამოიკვეთა შემტევი, მაგრამ ბლინდისა და ბაიის წყვილი ბალანსის თვალსაზრისით დაცვაში საუკეთესოა.

მათთვის მომდევნო ტესტი 10 სექტემბერს გასამართი მანჩესტერული დერბი იქნება. ეჭვიც არ არსებობს იმაში, რომ გვარდიოლა "იუნაიტედის" მცველების სუსტ წერტილებსა და პრობლემებს ეძებს. "სიტი" შემტევი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, სწორედ ამიტომ "ეშმაკებს" დიდი გამოცდა ელით.

სინამდვილეში, ეს დერბი შესაძლოა დაცვაში ცვლილებების შეტანის მიზეზი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ დეილი და ერიკი 10 სექტემბერს შთაბეჭდილებებს მოახდენენ, მათი საკითხი სერიოზულად დადგება. ამჟამად ისინი მხოლოდ შექებას იმსახურებენ, რადგან კარიერის სტარტზე იმყოფებიან- ამაზე საუკეთესო სტარტი მათგან რთული წარმოსადგენია.

წყარო:carrick.ru
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Shaw
6 სექტემბერი 2016 20:42
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 31
ვენაცვალე ამათ wink
0
№2
ავტორი: GeorgeBest
6 სექტემბერი 2016 20:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაფერი ისეტ გუნდებთა მატჩებში გამოჩნდება რომლებიც მუდმივად შემოგვიტევენ, ბლინდის ბევრი მინუსიც მანდ გამოჩნდება. დაცვის ძირითადის წყვილად სმოლინგი-ბაიის დუეტი იდეალურია, ბლინდის ეს თამაში სასიხარულოა თუმცა ბევრი უკლია იქამდე რომ სმოლინგი დაგვისვას სკამზე
0
№3
ავტორი: t123123
6 სექტემბერი 2016 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
smolings ras upirebs
0
№4
ავტორი: jokero89
6 სექტემბერი 2016 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
თვის საუკეთესო მწვრთნელად მოურინიო დაასახელეს wink
0
№5
ავტორი: ikeoni
6 სექტემბერი 2016 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dacva idealurtan miaxloebulia titqmis❤️❤️❤️
0
№6
ავტორი: stepno
6 სექტემბერი 2016 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mainc bai smolingi mirchevnia
0
№7
ავტორი: chestersa
6 სექტემბერი 2016 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
--ვალენსია--სმოლინგი--ბაიი--შოუ--
-----------ბლინდი--პოგბა--------------
------მხითო--რუნი--მარტიალი-------
----------------იბრა----------------------

და კარში რათქმაუნდა ჩვენი დავითა მგონი დროა ეს შემადგენლობა ვიხილოთ!
0
№8
ავტორი: ლადო
6 სექტემბერი 2016 21:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუცილებლად მოსინჯავს სმოლინგი ბაიის დუეტსაც. და ჩემი აზრით ეგ დუეტი იქნება ოპტიმალური. მაგრამ ბლინდიც კარგად შეუწყვილდა
0
№9
ავტორი: პოლ პოგბა
6 სექტემბერი 2016 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ბაიის დიდი იმედი მაქ
0
№10
ავტორი: deqstera
7 სექტემბერი 2016 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ბაიი-სმოლინგიო რომ იძახით, მოდი მარტივად ვთქვათ საუკეთესო დაცვის წყვილები... ორიდან ერთი მაინც არის ჭკვიანი თუ გინდა კარგი ცენტრი შექმნა!!

1. ვიდა-რიო - ვიდიჩი იყო ძლიერი და ხანდახან ქაჯიც, რიო კი ყოველთვის უკეთ კითხულობდა თამაშს და საჭიროების შემთხვევაში აზღვევდა!
2. პუიოლი-მარკესი - პუიოლი იყო უფრო ქაჯი, მარკესი ჭკვიანი და აზღვევდა მშვენივრად(იგივეს შეთავსებას ცდილობდა პიკე, მაგრამ მარკესი სხვა დონე იყო).
3. სილვა-ლუისი - გინდ პსჟ-ში და გინდ ბრაზილიის ნაკრებში დავიდ ლუისი არის კარგი მცველი, მაგრამ მაშინ როცა გვერდში ყავს ჭკვიანი მეწყვილე როგორც იყო ტერი და სილვა.

ვერდამისახელებთ ძლიერ ცენტრალურ წყვილს, რომლებიდანაც ერთი მაინც არიყო ჭკვიანი და კლასნი, ისეთი ვინც უკნიდან ბურთს კარგად გაგითამაშებდა, მოდი ყველამ აღიაროს სმოლინგმა ბურთი არიცის, იგივეს ვიტყვი ბაიიზე, შეიძლება ტექნიკა აქვს მაგრამ ბურთის გაგორება, მეწყვილის გადაზღვევა, საჭიროების შემთხვევაში გრძელი პასის გაკეთება და ასე შემდეგ მაგათი საქმე არარის...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top