ერიკ ბაიიმ კოტ დ'იუვარის აფრიკის ერთა თასზე კვალიფიცირებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. აფრიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატი ზამთარში გაბონში დაიწყება. "სპილოები" ფინალურ სტადიაში სიერა-ლეონეს ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულეს, რის შემდეგ ტურნირის საგზური ავტომატურად გაინაღდეს.
თუმცა ეს ამბავი "იუნაიტედის" ქომაგებისთვის ნაკლებად სასიხარულოა, რადგან ამგვარად, ერიკი 2017 წლის დასაწყისში 3 კვირამდე იუქმებს. ტურნირი 14 იანვარს აიღებს სტარტს და 4 თებერვალს დასრულდება. ამრიგად, 22 წლის აფრიკელი კლუბს "ლივერპულის", "სტოკ სიტის", "ჰალის", "ლესტერისა" და "უოტფორდის" წინააღმდეგ მატჩებში ვერ დაეხმარება.