თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2016, 12:56
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3204,
კომენტარები: 15
შვაინშტაიგერი ევროპა ლიგის მიღმა დარჩა
ბასტიანი მოურინიოს გეგმებში არ შედის.
შვაინშტაიგერი ევროპა ლიგის მიღმა დარჩა
გერმანელ ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერს კიდე ერთხელ გაუცრუვდა იმედი, რადგან ის ევროპა ლიგისთვის განკუთვნილი ფეხბურთელების ჯგუფში ვერ მოხვდა .

შეგახსენებთ, რომ როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ბასტიან შვაინშტაიგერი "იუნაიტედის" თავკაცმა პრემიერ ლიგის შემადგენლობაში შეიყვანა. გულშემატკივრის გარკვეული რაოდეობა ამ ფაქტზე დაყრდნობით ფიქროდა, რომ ბასტიანი რეაბილიტაციას გაივლიდა და გუნდს დაეხმარებოდა მატჩებში.

მაგრამ "იუნაიტედის" თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ ყველანაირი ფიქრი და ეჭვი გაფანტა, როდესაც 27-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომლითაც კლუბი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებდა. ამ განაცხადში კი 32 წლის გერმანელი ნახევარმცველი არ არის შეყვანილი.

ამასთანავე, გასულ კვირას პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ბასტიანისთვის რთული იქნებოდა, მაგრამ არა შეუძლებელი მატჩებში მონაწილეობა, მისი ფორმის გათვალისწინებით. სულ ცოტა ხნის წინ კი თავად ბასტიანმაც გააკეთა თავის მომავლთან დაკავშირებით კომენტარი, სადაც მან თქვა, რომ "იუნაიტედი" მისი ბოლო ევროპული კლუბია.

წყარო: fapl.ru
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
4 სექტემბერი 2016 12:58
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან გული მწყდება ამ ფეხბურთელზე..რომ გადმოვიდა მეგონა შეუცვლელი ფიგურა გადებოდა ცენტრში ერთი ორი სამი წლით
0
№2
ავტორი: t123123
4 სექტემბერი 2016 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
ras erchis sheyvana esec erti fexburteli ROM datova
0
№3
ავტორი: Lady in red
4 სექტემბერი 2016 13:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ჩემპონატში ათამაშებს ასე მგონია, ორივეგან ვერ შეძლებდა თამაშს და როგორც ჩანს, ჟოზე ევროპა ლიგაზე ბრძოლას აპირებს და მოგების ძალიან დიდი შანსია. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებას ვამართლებ, მწვრთნელმა უკეთ იცის რა ჯობია გუნდისთვის. ამას დიდიხანია გუნდთან ერთად არ უთამაშია და არ მგონია კარგ ფორმაში იყოს.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 სექტემბერი 2016 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ მეგონა თუ ბასტის ტრანსფერი ასე არ გაამართლებდა, კი ტრამვებმა შეუშალეს ხელი მარა ძაან შორსაა ოპგიმალურო ფორმისგან და არამგონია ოდესმე ძველი ბასტი ვიხილოთ
0
№5
ავტორი: kantona-7
4 სექტემბერი 2016 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
პრემიერლიგაში და თასებზე ათამაშებს იმედიმაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: Shaw
4 სექტემბერი 2016 13:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 31
მეც ეს სტატია ვთარგმნე და მე არ დამიდეს ჭორიაო
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 სექტემბერი 2016 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პრემიერ ლიგაში ათამაშოს და ევროპა ლიგა ეშმაკსაც წაუღია.
0
№8
ავტორი: LASHQARA
4 სექტემბერი 2016 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
აუუ ესეც რა უნამუსო გამოდგა კაცი ეუბნება იდი ნა ცენზურაოო და ტიპს თავმოყვარეობა არ ააქ ტოო winked
0
№9
ავტორი: Solskjær20
4 სექტემბერი 2016 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ეჰ შვაინშტაიგერი ოთხი ხუთი წლით ახალგაზრდა რომ იყოს შეუცვლელი იქნებოდა ძირითადში, მაგრამ ვფიქრობ გამოცდილების და კლასის ხარჯშე ჯერ კიდევ შეუძლია დაეხმაროს გუნდს პრემიერ ლიგაში.
0
№10
ავტორი: GeorgeBest
4 სექტემბერი 2016 14:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი ტრაგედია არაა, მთავარია პრემიერ ლიგის გააცხადშია. შესაძლოა არც მოეკიდოს სერიოზულად ამ ტურნის, მერე რა მოხდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top